მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559921.
ბიოლოგია | თავი XXVI
რიბოზიმებით კატალიზებული რეაქციები შედარებით ნელია. მაგრამ რიბოზიმებთან დაკავშირებულ ცილებს რეაქციის სიჩქარის ათასჯერ გაზრდა შეუძლია.
Ribozyme-catalyzed reactions are relatively slow, but proteins normally associated with ribozymes can increase the reaction rate more than a thousandfold.
559922.
ბიოლოგია | თავი XXVI
რნმ-ის მოლეკულების ბუნებრივ გადარჩევაზე ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტი ტარდებოდა.
Natural selection on the molecular level has been observed operating on RNA populations in the laboratory.
559923.
ბიოლოგია | თავი XXVI
დნმ-ის ორმაგი ჯაჭვისგან განსხვავებით, რომელიც ორმაგი სპირალის სტანდარტულ ფორმას იღებს, რნმ-ის ერთჯაჭვიანი მოლეკულები სხვადასხვა სამგანზომილებიან ფორმას იღებს, რომელსაც მათი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა განსაზღვრავს.
Unlike double-stranded DNA, which takes the form of a uniform helix, single-stranded RNA molecules assume a variety of specific three-dimensional shapes mandated by their nucleotide sequences.
559924.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთ მოლეკულას აქვს ორივე: - გენოტიპური (მისი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა) და ფენოტიპური (მისი სტრუქტურა, რომელიც კონკრეტული მიმართულებით გარშემო მყოფ მოლეკულებთან ურთიერთმოქმედებს) თვისებები.
The molecule thus has both a genotype (its nucleotide sequence) and a phenotype (its conformation, which interacts with surrounding molecules in specific ways).
559925.
ბიოლოგია | თავი XXVI
გარემოს ექსტრემალურ პირობებში რნმ-ის მოლეკულები, რომლებსაც ზუსტი ძირითადი თანმიმდევრობა აქვს, უფრო სტაბილურია.
In a particular environment, RNA molecules with certain base sequences are more stable and replicate faster and with fewer errors than other sequences.
559926.
ბიოლოგია | თავი XXVI
მათი რეპლიკაციაც უფრო სწრაფია და ნაკლები შეცდომებით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა თანმიმდევრობების რეპლიკაცია. რნმ-ის განსხვავებული მოლეკულები კონკურირებენ რეპლიკაციისთვის საჭირო მონომერებისთვის. იმარჯვებს თანმიმდევრობა, რომელიც უკეთ შეგუებულია ტემპერატურას, მარილის კონცენტრაციასა და ხსნარის სხვა თვისებებს, და საუკეთესო თვითკატალიზური აქტივობა ახასიათებს.
Beginning with a diversity of RNA molecules that must compete for monomers to replicate, the sequence best suited to the temperature, salt concentration, and other features of the surrounding solution and having the greatest autocatalytic activity will prevail.
559927.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთი მოლეკულების შთამომავლობა ერთი რნმ-ის აბსოლუტურად იდენტური ასლი არ არის. ახლომონათესავე თანმიმდევრობათა ოჯახს შვილეული რნმ-ები ქმნიან.
Its descendants will not be a single RNA species but will be a family of closely related sequences because of copying errors.
559928.
ბიოლოგია | თავი XXVI
მსგავსი გადარჩევა ალბათ ადრეულ დედამიწაზეც იყო.
Similar selection events may have occurred on early Earth.
559929.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასე რომ, დღევანდელი მოლეკულური ბიოლოგიის საფუძველი რნმ-ის „სამყაროა“.
Thus, the molecular biology of today may have been preceded by an "RNA world."
559930.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ სამყაროში პატარა რნმ-ის მოლეკულებს, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები იყვნენ, შეეძლოთ რეპლიკაცია და რნმ-ის მატარებელ პროტობიონტებზე ინფორმაციის გადატანა.
In which small RNA molecules that carried genetic information were able to replicate and to store information about the protobionts that carried them.
559931.
ბიოლოგია | თავი XXVI
სავარაუდოდ, ეს ადრეული რეპლიკაცია პროტობიონტების შიგნით მიმდინარეობდა, რომლებმაც დიდი რაოდენობით ორგანული მონომერები შეაგროვეს.
Perhaps this early replication took place inside protobionts that had accumulated large numbers of organic monomers.
559932.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი პეპტიდი ფერმენტის მაგვარ ფუნქციას ასრულებდა - რნმ-ის მოლეკულის რეპლიკაციის დახმარება.
Some of these peptides might have functioned as enzymes, helping the RNA molecules replicate.
559933.
ბიოლოგია | თავი XXVI
სხვები პროტობიონტური მემბრანის შემადგენლობაში შევიდნენ, რის გამოც მემბრანამ მაღალენერგიული არაორგანული მოლეკულების, მაგალითად წყალბადის სულფიდის გამოყენება შეძლო და ორგანული რეაქციების, მათ შორის რნმ-ის სამშენებლო „ბლოკების “ შექმნა ბოლომდე მიიყვანა.
Others might have become embedded in the protobiont membrane, allowing it to use high-energy inorganic molecules such as hydrogen sulfide to carry out organic reactions, including the production of RNA building blocks.
559934.
ბიოლოგია | თავი XXVI
თვითრეპლიკაციის უნარის მქონე კატალიზური რნმ-ის შემცველი პროტობიონტები უნდა განსხვავდებოდნენ მეზობლებისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ რნმ, ან რომელთა რნმ-ს ეს თვისებები არ ჰქონდა.
A protobiont with self-replicating, catalytic RNA would differ from its many neighbors that did not carry RNA or that carried RNA without such capabilities.
559935.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუ ასეთი პროტობიონტები იზრდებოდა, იხლიჩებოდა და რნმ-ის მოლეკულებს შვილეულ უჯრედებს გადასცემდა, მათ მშობლების ზოგი თვისებაც უნდა მიეღოთ.
If that protobiont could grow, split, and pass its RNA molecules to its daughters, the daughters would have some of the properties of their parent.
559936.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველად პროტობიონტები ალბათ შეზღუდულ გენეტიკურ ინფორმაციას ატარებდნენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე თვისებას აკონტროლებდა, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს და რომელზეც ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებდა.
Although the first such protobionts must have carried only limited amounts of genetic information, specifying only a few properties, they had inheritance and could be acted on by natural selection.
559937.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყველაზე წარმატებული პროტობიონტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა, ვინაიდან ისინი რესურსებს უფრო ეფექტურად იყენებდნენ და შემდგომ თაობებსაც ამ თვისებას გადასცემდნენ.
The most successful of these protobionts would have increased in number, because they could exploit their resources effectively and pass their abilities on to subsequent generations.
559938.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთი პროტობიონტების გაჩენა შეიძლება არარეალურად გეჩვენებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადრეული დედამიწის წყლებში მილიარდობით პროტობიონტი არსებობდა.
The emergence of such protobionts may seem unlikely, but remember that there could have been trillions of protobionts in bodies of water on early Earth.
559939.
ბიოლოგია | თავი XXVI
მემკვიდრეობითობის თუნდაც შეზღუდული უნარის მქონეს სხვებთან შედარებით უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა.
Even those with only a limited capacity for inheritance would have had a huge advantage over the rest.
559940.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროტობიონტებში გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი რნმ-ის თანმიმდევრობის გაჩენის შემდეგ ბევრი სხვა ცვლილებაც გახდა შესაძლებელი.
Once RNA sequences that carried genetic information appeared in protobionts, many further changes were possible.