მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559961.
ბიოლოგია | თავი XXVI
გეოლოგებმა ნამარხების ზუსტი ასაკის დასადგენად რამდენიმე მეთოდი შეიმუშავეს.
Geologists have developed several methods for obtaining absolute dates for fossils.
559962.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზუსტი ან „აბსოლუტური“ თარიღი არ ნიშნავს მართლაც ზუსტ თარიღს. უბრალოდ ამ შემთხვევაში ასაკი მოცემულია წლებში და არ არის დადგენილი რამე მოვლენასთან შედარებით. მაგალითად, იქამდე და იმის შემდეგ.
Note that "absolute" dating does not mean errorless dating, but only that age is given in years rather than relative terms such as before and after.
559963.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყველაზე გავრცელებული მეთოდია რადიომეტრიული დათარიღება. ის დაფუძნებულია რადიოაქტიური იზოტოპების დაშლის სიჩქარეზე.
One of the most common techniques is radiometric dating, which is based on the decay of radioactive isotopes.
559964.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყოველ რადიოაქტიურ ელემენტს დაშლის ზუსტი პერიოდი ახასიათებს.
Each radioactive isotope has a fixed rate of decay.
559965.
ბიოლოგია | თავი XXVI
იზოტოპის ნახევრად დაშლის პერიოდი არის დრო, რომელიც საწყისი ნივთიერების 50%-ის დაშლას სჭირდება. დაშლის პროცესზე ტემპერატურა, წნევა და გარემოს სხვა ფაქტორები არ მოქმედებს.
An isotope's half-life, the number of years it takes for 50% of the original sample to decay, is unaffected by temperature, pressure, and other environmental variables.
559966.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნამარხები შეიცავს ორგანიზმში მისი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილ იზოტოპებს.
Fossils contain isotopes of elements that accumulated in the organisms when they were alive.
559967.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, ცოცხალ ორგანიზმში შემავალი ნახშირბადი შეიცავს ნახშირბადის ყველაზე გავრცელებულ იზოტოპს, ნახშირბად-12-ს და რადიოაქტიურ ნახშირბად-14 იზოტოპს.
For example, the carbon in a living organism includes the most common carbon isotope, carbon-12, as well as a radioactive isotope, carbon-14.
559968.
ბიოლოგია | თავი XXVI
როცა ორგანიზმი კვდება ნახშირბადის დაგროვებაც წყდება. ნახშირბად-14, რომელსაც ის სიკვდილის მომენტში შეიცავდა, ნელა იშლება და სხვა ელემენტად - აზოტ- 14-ად გარდაიქმნება.
When the organism dies, it stops accumulating carbon, and the carbon-14 that it contained at the time of death slowly decays and becomes another element, nitrogen-14.
559969.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნახშირბად-14-ის მთელ ნახშირბადთან ან აზოტ 14-თან შეფარდების გამოანგარიშებით ნამარხის ასაკის დადგენა შეიძლება.
Thus, by measuring the ratio of carbon-14 to total carbon or to nitrogen-14 in a fossil, we can determine the fossil's age.
559970.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნახშირბად-14, რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი 5 730 წელია, 75 000 წლის ნამარხების დათარიღებისთვის გამოდგება.
With a half-life of 5,730 years, carbon-14 is useful for dating fossils up to about 75,000 years old.
559971.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამაზე ძველი ნამარხები ნახშირბად-14-ის იმდენად მცირე რაოდენობას შეიცავს, რომ მისი დაფიქსირება ხელსაწყოებით შეუძლებელია.
Fossils older than that contain too little carbon-14 to be detected with current techniques.
559972.
ბიოლოგია | თავი XXVI
13 ნახევრად დაშლის პერიოდის ანუ 74 490 წლის შემდეგ ნამარხი იმ ნახშირბად-14-ის მხოლოდ 1/213 ანუ 0.012% შეიცავს, რომელიც ამ ნამარხში ფორმირების მომენტში იყო.
After 13 half-lives74,490 years-a fossil contains only 1/213, or 0.012%, of the carbon-14 that was present when the fossil formed.
559973.
ბიოლოგია | თავი XXVI
უფრო დიდი ნახევრადდაშლის პერიოდის მქონე რადიოაქტიურ იზოტოპებს უფრო ძველი ნამარხების დასათარიღებლად იყენებენ.
Radioactive isotopes with longer half-lives are used to date older fossils.
559974.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვულკანური დანალექი ქანების ნამარხების ასაკის დადგენა პალეონტოლოგებს ვულკანურ ფენებში რადიოაქტიური იზოტოპის პოტასიუმ-40-ის რაოდენობის განსაზღვრით შეუძლია.
Paleontologists can often determine the age of fossils sandwiched between layers of volcanic rocks by measuring the amount of the radioactive isotope potassium-40 in those layers.
559975.
ბიოლოგია | თავი XXVI
პოტასიუმ- 40 ქიმიურად ნეიტრალურ გაზად - არგონ-40-ად იშლება, რომელიც ვულკანურ ქანებში თითქოს „დაჭერილია“.
Potassium-40 decays to the chemically unreactive gas argon-40, which is trapped in the rock.
559976.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვულკანური ამოფრქვევისას ქანები ცხელდება, არგონი ქანებიდან გამოიდევნება, მაგრამ პოტასიუმი იქ რჩება.
When the rock is heated during a volcanic eruption, the argon is driven off but the potassium remains.
559977.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამით შეგვიძლია პოტასიუმ- 40-ის დაშლის დასაწყისის დრო დავადგინოთ.
This resets the clock for potassium-40 decay to zero.
559978.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვულკანურ შრეებში პოტასიუმ-40-ის არგონ-40-ად დაშლის სიჩქარის მიხედვით ამ შრის ფორმირების თარიღს განსაზღვრავენ.
The current ratio of potassium-40 to argon-40 in a layer of volcanic rock gives an estimate of when that layer was formed.
559979.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასე რომ, თუ ნამარხები ნაპოვნია ორ ვულკანურ შრეს შორის განლაგებულ დანალექ ქანებში, რომელთა ასაკი შესაბამისად 530 და 520 მილიონი წელია, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ისინი დაახლოებით 525 მილიონი წლის ასაკის ორგანიზმებს ეკუთვნის.
Thus, if fossils are found in a sedimentary layer between two volcanic layers that are 530 and 520 million years old, we can infer that the fossils came from organisms that lived about 525 million years ago.
559980.
ბიოლოგია | თავი XXVI
ქანების მაგნეტიზმის საშუალებით ასევე შეგვიძლია მათი დათარიღება.
The magnetism of rocks can also provide dating information.