მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560021.
ბიოლოგია | თავი XXVI
გამოიწვია თუ არა ეს პიკი ჩიქსულუბის გავლენამ?
Was this spike triggered by the Chicxulub impact?
560022.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი მეცნიერი თვლის, რომ პერმულ მასობრივ გადაშენებასთან დაკავშირებული ციმბირული ვულკანური აქტივობა შეიძლება კოსმოსურმა მოვლენებმა გამოიწვია.
Some scientists hypothesize that the Siberian volcanism that coincided with the Permian mass extinction also may have had an extraterrestrial trigger.
560023.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ დროს დიდი ავსტრალიის ნაპირთანაც ჩამოვარდა მეტეორიტი, რამაც ავსტრალიაზე გავლენა იქონია.
Recent evidence suggests that there may have been a huge meteorite impact off the coast of Australia at that time.
560024.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს მოსაზრება დაუდასტურებელია. პერმულ დანალექ ქანებში ირიდიუმით მდიდარი შრეები არ არის აღნიშნული.
However, this interpretation is controversial, in part because no iridium-rich layer has been detected in Permian rocks.
560025.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ ვულკანური აქტივობის გამოსაწვევად საკმარისია მეტეორიტის ან სხვა დიდი სხეულის სიახლოვე ან ირიბი დარტყმა.
Alternatively, a near miss or a glancing blow by an asteroid or other body may have been enough to accelerate volcanic activity.
560026.
ბიოლოგია | თავი XXVI
მასობრივი გადაშენებების მიზეზები ჯერ გამოსაკვლევია. მაგრამ ამ პერიოდში სიცოცხლეს განთავისუფლებულ ეკოლოგიურ ნიშებში ადაპტაციური რადიაციის შესანიშნავი შესაძლებლობა უჩნდებოდა.
Much remains to be learned about the causes of mass extinctions, but it is clear that they provided life with unparalleled opportunities for adaptive radiations into newly vacated ecological niches.
560027.
ბიოლოგია | თავი XXVI
თავის ბოლოში სიცოცხლის ისტორიის ძირითად მომენტებზე ვისაუბრებთ.
In the rest of this chapter, we will consider some of the major events in the history of life.
560028.
ბიოლოგია | თავი XXVI
26.10 სურათზე ასახულია ამ მოვლენების გეოლოგიურ აღრიცხვასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საათის პრინციპის გამოყენება.
Figure 26.10 uses the analogy of a clock to place these events in the context of the geological record.
560029.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ საათს თავის სხვადასხვა ნაწილშიც გამოვიყენებთ. ის ამა თუ იმ მოვლენის თარიღის სწრაფ გახსენებაში დაგვეხმარება.
This clock will reappear at various points in the chapter as a quick reminder of when the events we are discussing took place.
560030.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტების ევოლუცია და მათი გავლენა ახალგაზრდა დედამიწაზე.
As prokaryotes evolved, they exploited and changed young Earth.
560031.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყველაზე ძველი ნამარხი ფორმები სტრომატოლითებია, რომელთა ასაკი 3,5 მილიარდი წელია. სტრომატოლითები კლდოვანი სტრუქტურებია, რომლებიც ბაქტერიებისა და მისი სედიმენტების მრავალი შრისგან შედგება.
The oldest known fossils, dating from 3.5 billion years ago, are fos sils of stromatolites, which are rocklike structures composed of many layers of bacteria and sediment.
560032.
ბიოლოგია | თავი XXVI
დღესდღეობით სტრომატოლითები მცირე ზომის თბილ გუბეებში, წყალმარჩხ ადგილებში და მლაშე წყლებში გვხვდება.
Present-day stromatolites are found in a few warm, shallow, salty bays.
560033.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუ მივიჩნევთ, რომ ბაქტერიები 3.5 მილიარდი წლის წინ არსებობდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაცილებით ადრე, დაახლოებით 3.9 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, როცა დედამიწა იმდენად გაცივდა, რომ წყალი თხევადი გახდა.
If bacterial communities so complex existed 3.5 billion years ago, it is a reasonable hypothesis that life originated much earlier, perhaps as early as 3.9 billion years ago, when Earth began to cool to a temperature at which liquid water could exist.
560034.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამდენად, პროკარიოტები წარმოიშვა და განვითარდა, როცა დედამიწა ძალიან „ახალგაზრდა იყო“.
It is clear that prokaryotic life was already flourishing when Earth was still relatively young.
560035.
ბიოლოგია | თავი XXVI
ფაქტობრივად პროკარიოტების განვითარების ადრეულ სტადიაში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ევოლუციური ხაზი - ბაქტერიები და არქებაქტერიები.
Fairly early in prokaryotic history, two main evolutionary branches, the bacteria and the archaea, diverged.
560036.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორც 27-ე თავში ნახავთ, ეს ორი ხაზი არსებობას დღესაც განაგრძობს და სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში გვხვდება.
As you will read in Chapter 27, many species in these two lineages continue to thrive in a wide variety of environments today.
560037.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი პროკარიოტები.
The First Prokaryotes.
560038.
ბიოლოგია | თავი XXVI
გამრავლების უნარის მქონე ადრეული პროტობიონტები მეტაბოლიზმისთვის პრიმიტიულ ბულიონში არსებულ მოლეკულებს იყენებდნენ.
The early protobionts that had both self-replicating and metabolic capabilities must have used molecules for their growth and replication that were already present in the primitive soup.
560039.
ბიოლოგია | თავი XXVI
უმარტივეს პროტობიონტებსაც კი არსებობისთვის გარემოს კონკრეტული პირობები ესაჭიროებოდა.
However, even the earliest successful protobionts probably had to make at least some of the molecules they required.
560040.
ბიოლოგია | თავი XXVI
ავტოტროფების შემდგომ განვითარებამ ხელი შეუწყო ჰეტეროტროფების წარმოშობას, რადგანაც ისინი საკვებად სწორედ ავტოტროფების მიერ წარმოებულ ნივთიერებებს იყენებდნენ.
The diversification of autotrophs likely encouraged the emergence of heterotrophs, which could live on products that the autotrophs excreted or on the autotrophs themselves.