მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560001.
ბიოლოგია | თავი XXVI
მასობრივი გადაშენების მაგალითია სხეულის მკვრივი საფარის მქონე ცხოველების გადაშენება, რომლებიც წყალმარჩხ ზღვებში ბინადრობდნენ. სხვებთან შედარებით ამ ორგანიზმების ნამარხები უფრო სრულყოფილია.
Such mass extinctions are known primarily from the decimation of hard-bodied animals that lived in shallow seas, the organisms for which the fossil record is most complete.
560002.
ბიოლოგია | თავი XXVI
დიდ ინტერესს ორი მასობრივი გადაშენება – პერმული და ცარცული იწვევს.
Two mass extinctions the Permian and the Cretaceous-have received the most attention.
560003.
ბიოლოგია | თავი XXVI
პერმული მასობრივი გადაშენება პალეოზოური და მეზოზოური ერების საზღვარზე მოხდა და ზღვის სახეობების 96%-მდე შეიწირა.
The Permian mass extinction, which defines the boundary between the Paleozoic and Mesozoic eras, claimed about 96% of marine animal species.
560004.
ბიოლოგია | თავი XXVI
მან იმოქმედა დედამიწის ზედაპირზე გავრცელებულ სიცოცხლეზეც.
Terrestrial life was also affected.
560005.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, მწერების 27 რიგიდან 8 გადაშენდა.
For example, 8 out of 27 orders of insects were wiped out.
560006.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს მასობრივი გადაშენება 5 მილიონზე ნაკლები წლის წინ მოხდა. გეოლოგიური დროის თვალსაზრისით ეს წამებია.
This mass extinction occurred in less than 5 million years, possibly much less-an instant in the context of geologic time.
560007.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცარცის მასობრივი გადაშენება 65 მილიონი წლის წინათ მეზოზოური და კაინოზოური ერების საზღვარზე მოხდა. ზღვის სახეობების ნახევარზე მეტი და ხმელეთის ბინადარი მრავალი მცენარე და ცხოველი გადაშენდა. ამ დროს გადაშენდა დინოზავრების უმეტესობაც.
The Cretaceous mass extinction of 65 million years ago, which marks the boundary between the Mesozoic and Cenozoic eras, doomed more than half of all marine species and exterminated many families of terrestrial plants and animals, including most of the dinosaurs.
560008.
ბიოლოგია | თავი XXVI
პერმული მასობრივი გადაშენება დაემთხვა უზარმაზარ ვულკანურ ამოფრქვევებს, რომლებიც თანამედროვე ციმბირის ადგილას მოხდა. ბოლო ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევები იყო.
The Permian mass extinction occurred at the time of encrmous volcanic eruptions in what is now Siberia, constituting the most extreme episode of volcanism during the past half billion years.
560009.
ბიოლოგია | თავი XXVI
ლავის გამოსვლისა და ატმოსფეროში ნაცრის ამოფრქვევის გარდა, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი მოხვდა, რამაც გლობალური კლიმატური ცვლილებები, კერძოდ კი გლობალური დათბობა გამოიწვია.
Besides spewing lava and ash into the atmosphere, the eruptions may have produced enough carbon dioxide to warm the global climate.
560010.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეკვატორსა და პოლუსებს შორის ტემპერატურის სხვაობა შემცირდა, რამაც ოკეანური წყლების შერევის შენელება გამოიწვია. ამან თავის მხრივ შეამცირა ზღვის ცხოველებისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობა.
Reduced temperature differences between the equator and the poles would have slowed the mixing of ocean water, which in turn would have reduced the amount of oxygen available to marine organisms.
560011.
ბიოლოგია | თავი XXVI
ოკეანეებში ჟანგბადის დეფიციტმა პერმულ გადაშენებაში დიდი როლი შეასრულა.
An oxygen deficit in the oceans may have played a large role in the Permian extinction.
560012.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცარცის მასობრივი გადაშენების შესაძლებელი მიზეზის ასახსნელად იკვლევენ ირიდიუმით გამდიდრებულ თიხის თხელ ფენას, რომელიც განლაგებულია მეზოზოური და ცარცის ერების დანალექი ქანების საზღვარზე.
One clue to a possible cause of the Cretaceous mass extinction is a thin layer of clay enriched in iridium that separates sediments from the Mesozoic and Cenozoic eras.
560013.
ბიოლოგია | თავი XXVI
ირიდიუმი დედამიწაზე ძალიან იშვიათად გვხვდება, მაგრამ ბევრია დედამიწაზე მოხვედრილი მეტეორიტების და სხვა კოსმოსური ობიექტების შემადგენლობაში.
Iridium is an element very rare on Earth but common in many of the meteorites and other extraterrestrial objects that occasionally fall to Earth.
560014.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვალტერ და ლუის ალვარეზებმა და მათმა კოლეგებმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი) ივარაუდეს, რომ ეს შრე სხვადასხვანაირი ნამსხვრევების შემცველი უზარმაზარი ღრუბლის დალექვის შედეგად წარმოიქმნა, რომელიც ასტეროიდის ან დიდი კომეტის დედამიწასთან შეჯახების შედეგად ატმოსფეროში გავრცელდა.
Walter and Luis Alvarez and their colleagues at the University of California proposed that this clay is fallout from a huge cloud of debris that billowed into the atmosphere when an asteroid or a large comet collided with Earth.
560015.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ღრუბელს მზის სინათლის დაფარვა და რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური კლიმატის სერიოზული ცვლილების გამოწვევა შეეძლო.
This cloud would have blocked sunlight and severely disturbed the global climate for several months.
560016.
ბიოლოგია | თავი XXVI
სად ჩამოვარდა ეს ასტეროიდი ან კომეტა?
Where did the asteroid or comet hit?
560017.
ბიოლოგია | თავი XXVI
მკვლევრები თვლიან, რომ ის ჩიქსულუბის კრატერის, 65 მილიონი წლის წინათ წარმოქმნილი ღრმულის, ადგილას ჩამოვარდა, რომელიც მექსიკაში, იუკატანის სანაპიროსთან, დანალექი ქანების ქვევით მდებარეობს.
Research has focused on the Chicxulub crater, a 65-million-year-old scar beneath sediments off the Yucatán coast of Mexico.
560018.
ბიოლოგია | თავი XXVI
კრატერის დიამეტრი - 180 კმ-ია, ასეთი ღრმულის დატოვებას 10 კილომეტრი დიამეტრის ობიექტს შეეძლო.
About 180 km in diameter, the crater is the right size to have been caused by an object with a diameter of 10 km.
560019.
ბიოლოგია | თავი XXVI
მასობრივი გადაშენების სხვადასხვა მიზეზებზე არსებული ჰიპოთეზების განხილვა დღესაც გრძელდება.
Critical evaluation of various hypotheses for these and other mass extinctions continues.
560020.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცარცულ პერიოდში მომხდარი მასობრივი გადაშენებისას ვულკანური აქტივობის პიკი თანამედროვე ინდოეთის ადგილას იყო.
At the time of the Cretaceous mass extinction, a spike in volcanic activity took place in what is now India.