მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560061.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჟანგბადის იონების კონცენტრაციის ზრდამ ატმოსფეროში პროკარიოტების დიდი ჯგუფის გადაშენება გამოიწვია.
Its increasing atmospheric concentration likely doomed many prokaryotic groups.
560062.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტების სახეობათა ნაწილი ანაერობულ ჰაბიტატში (გარემოში) გადარჩა. მათი ნაწილი დღესაც ობლიგატური ანაერობის (დაკავშირებული ანაერობის) სახით არსებობს.
Some species survived in habitats that remained anaerobic, where we find their descendants still living today as obligate anaerobes.
560063.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტების ზოგიერთმა ფორმამ ატმოსფეროს ცვლილების შედეგად სხვადასხვაგვარი ადაპტაცია შეიძინა ანუ უჯრედული სუნთქვისთვის ენერგიის წყაროდ ჟანგბადის და ორგანული მოლეკულების გამოყენება დაიწყო.
Among other survivors, a diversity of adaptations to the changing atmosphere evolved, including cellular respiration, which uses oxygen in the process of harvesting the energy stored in organic molecules.
560064.
ბიოლოგია | თავი XXVI
ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციის მომატება ციანობაქტერიების წინაპრების მიერ ფოტოსინთეზის წარმოებამ გამოიწვია.
The early, gradual rise in atmospheric O2 levels was associated with photosynthesis by ancient cyanobacteria.
560065.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ რამ გამოიწვია ჟანგბადის რაოდენობის სწრაფი მომატება რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ?
But what caused the accelerated rise in O2 a few hundred million years later?
560066.
ბიოლოგია | თავი XXVI
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად ეს ევკარიოტების ევოლუციის შედეგი იყო, რომელთა უჯრედები ქლოროპლასტებს შეიცავდა. ევკარიოტების ევოლუციას შემდეგ ნაწილში განვიხილავთ.
One hypothesis is that it followed the evolution of eukaryotic cells containing chloroplasts, as we will discuss in the next section.
560067.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტული უჯრედები წარმოიქმნა სიმბიოზისა და პროკარიოტულ უჯრედებს შორის გენეტიკური ინფორმაციის მიმოცვლის შედეგად.
Eukaryotic cells arose from lo sovil symbioses and genetic exchanges between prokaryotes.
560068.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტული უჯრედების მრავალი თვისება განსხვავდება უფრო მცირე ზომის ბაქტერიების ან არქეების უჯრედების თვისებებისგან.
Eukaryotic cells differ in many respects from the generally smaller cells of bacteria and archaea.
560069.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყველაზე პატარა ერთუჯრედიანი ევკარიოტების აგებულებაც კი უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი პროკარიოტის.
Even the smallest single-celled eukaryote is far more complex in structure than any prokaryote.
560070.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბიოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია მარტივი პროკარიოტული უჯრედისგან გაცილებით უფრო რთული ევკარიოტული უჯრედების წარმოქმნა.
Among the most fundamental questions in biology is how these complex eukaryotic cells evolved from much simpler prokaryotic cells.
560071.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი ევკარიოტები.
The First Eukaryotes.
560072.
ბიოლოგია | თავი XXVI
მკვლევრების უმრავლესობა თვლის, რომ ყველაზე ძველი ევკარიოტების ნამარხები 2,1 მილიარდი წლით თარიღდება.
The oldest fossils that most researchers agree are eukaryotic are about 2.1 billion years old.
560073.
ბიოლოგია | თავი XXVI
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა ნამარხებიც, რომლებიც ერთუჯრედიანი ალგის (წყალმცენარის) სპირალური ფორმის მარტივ ორგანიზმებს ეკუთვნის. ამ ნამარხების ასაკი ოდნავ დიდია (2,2 მილიარდი წელი), მაგრამ გაურკვეველია იყვნენ თუ არა ეს ორგანიზმები ევკარიოტები.
Other fossils, of corkscrew-shaped organisms that resembled simple, singlecelled algae, are slightly older (2.2 billion years), but their eukaryotic nature is less certain.
560074.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ევკარიოტები გაცილებით ადრე არსებობდნენ, რისთვისაც ისინი ქოლესტეროლის მსგავსი მოლეკულების ნაკვალევს ეყრდნობიან, რომლებიც 2,7 მილიარდი წლის ასაკის დანალექ ქანებში აღმოაჩინეს.
However, some researchers postulate a much earlier eukaryotic origin based on traces of molecules similar to cholesterol found in rocks dating back 2.7 billion years.
560075.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ მოლეკულების სინთეზი მხოლოდ აერობული (სუნთქვა) ნივთიერებათა ცვლის მქონე ევკარიოტულ უჯრედებში მიმდინარეობს.
Such molecules are made only by eukaryotic cells that can respire aerobically.
560076.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუ ეს სიმართლეა, ევკარიოტები იმ რევოლუციის დროს წარმოიშვნენ, რომელმაც დედამიწის საარსებო გარემო (ჟანგბადის ატმოსფეროში დაგროვებით) ძირფესვიანად შეცვალა.
If confirmed, these findings could mean that eukaryotes evolved when the oxygen revolution was beginning to transform Earth's environments dramatically.
560077.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოქონდრიებისა და პლასტიდების ენდოსიმბიოზური წარმოშობა.
Endosymbiotic Origin of Mitochondria and Plastids.
560078.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტების უჯრედებში არ გვხვდება მრავალი სტრუქტურა, როგორიცაა: ბირთვის გარსი, ენდოპლაზმური ბადე და გოლჯის აპარატი. ეს სტრუქტურები დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის.
Prokaryotes lack many internal structures, such as the nuclear envelope, endoplasmic reticulum, and Golgi apparatus, that are characteristic of eukaryotic cells.
560079.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტებს არა აქვს უჯრედული ჩონჩხი (ციტოპლაზმის საყრდენი სტრუქტურები) და უჯრედის ფორმის შეცვლა მათ არ შეუძლია.
Prokaryotes also have no cytoskeleton, so they are generally unable to change the shape of their cells.
560080.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტულ უჯრედს კი აქვს ეს სტრუქტურები. მათ ფორმის შეცვლით სხვა უჯრედის დატყვევება და შთანთქმა შეუძლია.
In contrast, eukaryotic cells have a cytoskeleton and can change shape, enabling them to surround and engulf other cells.