მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560081.
ბიოლოგია | თავი XXVI
მართლაც, პირველი ევკარიოტები ალბათ სხვა უჯრედებზე მონადირე მტაცებლები იყვნენ.
Indeed, the first eukaryotes may have been predators of other cells.
560082.
ბიოლოგია | თავი XXVI
საყრდენი ჩონჩხის საშუალებით ევკარიოტულ უჯრედს შეუძლია შინაგანი სტრუქტურების ადგილმდებარეობა შეცვლა, უჯრედის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში მათი გადაადგილებით. საყრდენი სტრუქტურა ხელს უწყობს მიტოზისა და მეიოზის მსვლელობისას ქრომოსომების მწყობრ მოძრაობას.
A cytoskeleton also enables a eukaryotic cell to shift its internal structures from one part of the cell to another, and it facilitates the regular movement of chromosomes in mitosis and meiosis.
560083.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოზის გამო შესაძლებელი გახდა ევკარიოტების დიდი გენომის რეპროდუქცია. ამ პროცესთან მჭიდროდ დაკავშირებულია მეიოზის მექანიზმი, რომელიც სქესობრივი გამრავლების შედეგად მიღებული გენების რეკომბინაციის განუყოფელი ნაწილია.
Mitosis made it possible to reproduce the large genomes of eukaryotes, and the closely related mechanism of meiosis became an essential part of sexual recombination of genes in eukaryotes.
560084.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ განვითარდა ევკარიოტული უჯრედების უფრო რთული ორგანიზაცია მარტივი პროკარიოტული უჯრედებისგან?
How did the more complex organization of the eukaryotic cell evolve from the simpler prokaryotic condition?
560085.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოქონდრიების და პლასტიდების წარმოქმნა განაპირობა ენდოსიმბიოზმა.
A process called endosymbiosis probably led to mitochondria and plastids.
560086.
ბიოლოგია | თავი XXVI
პლასტიდები ზოგადი სახელია როგორც ფოტოსინთეზის უნარის მქონე, ასევე ამ უნარის არმქონე ქლოროპლასტებისა და მათი მონათესავე ორგანელების.
The general term for chloroplasts and related organelles, both photosynthetic and nonphotosynthetic.
560087.
ბიოლოგია | თავი XXVI
ენდოსიმბიოზის თეორიის მიხედვით, ადრე მიტოქონდრიები და პლასტიდები პატარა პროკარიოტების სახით არსებობენ და უფრო დიდ უჯრედებში ცხოვრობდნენ.
The theory of endosymbiosis proposes that mitochondria and plastids were formerly small prokaryotes living within larger cells.
560088.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტერმინი ენდოსიმბიოტი სხვა უჯრედში მობინადრე უჯრედს ნიშნავს. უჯრედს, რომელშიც სხვა უჯრედი ცხოვრობს, მასპინძელს უწოდებენ.
The term endosymbiont refers to such a cell that lives within another cell, which is called the host cell.
560089.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოქონდრიების სავარაუდო წინაპარი აერობული ჰეტეროტროფული პროკარიოტებია, რომლებიც შემდგომში ენდოსიმბიონტები გახდნენ.
The proposed ancestors of mitochondria were aerobic heterotrophic prokaryotes that became endosymbionts.
560090.
ბიოლოგია | თავი XXVI
პლასტიდების სავარაუდო წინაპარი კი ფოტოსინთეზის უნარის მქონე პროკარიოტია, რომელიც ასევე ენდოსიმბიონტი გახდა.
The proposed ancestors of plastids were photosynthetic prokaryotes that became endosymbionts.
560091.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორც ჩანს, მიტოქონდრიებისა და პლასტიდების წინაპრები მასპინძელ უჯრედში მოუნელებელი მსხვერპლის ან შინაგანი პარაზიტის სახით მოხვდნენ.
The prokaryotic ancestors of mitochondria and plastids probably gained entry to the host cell as undigested prey or internal parasites.
560092.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ჰიპოთეზიდან ენდომემბრანული სისტემისა და საყრდენი ჩონჩხის ადრეული ევოლუცია გამომდინარეობს, რომლის შედეგად უფრო დიდმა ზომის უჯრედმა პატარა პროკარიოტები შთანთქა და ბუშტუკებში (ვეზიკულებში) ჩაალაგა.
Such a mechanism suggests an earlier evolution of an endomembrane system and a cytoskeleton that made it possible for the larger cell to engulf the smaller prokaryotes and package them within vesicles.
560093.
ბიოლოგია | თავი XXVI
ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ სიმბიოზი ურთიერთსასარგებლო გახდა.
By whatever means the relationships began, it is not hard to imagine the symbiosis eventually becoming mutually beneficial.
560094.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჰეტეროტროფულ მასპინძელი ენდოსიმბიონტების ცხოველმოქმედების - ფოტოსინთეზის შედეგად მიღებულ საკვებს იყენებდა.
A heterotrophic host could use nutrients released from photosynthetic endosymbionts.
560095.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჟანგბადის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად გარემო აერობული გახდა, ანაერობული უჯრედი კი აერობული ენდოსიმბიონტით სარგებლობდა. ეს ენდოსიმბიონტები ჟანგბადს მასპინძელი უჯრედის სასარგებლოდ იყენებდნენ. მასპინძლისა და პარაზიტის ურთიერთდამოკიდებულება იზრდებოდა.
And in a world that was becoming increasingly aerobic, a cell that was itself an anaerobe would have benefited from aerobic endosymbionts that turned the oxygen to advantage.
560096.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ პროცესის შედეგად ერთიანი ორგანიზმი წარმოიქმნა, რომლის ნაწილები განუყოფელი გახდა.
In the process of becoming more interdependent, the host and endosymbionts would have become a single organism, its parts inseparable.
560097.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჰეტეროტროფულ და ავტოტროფულ ევკარიოტსაც ან საკუთრივ მიტოქონდრია, ან მისი მსგავსი ორგანიზმის არსებობის გენეტიკური კვალი აქვს.
All eukaryotes, whether heterotrophic or autotrophic, have mitochondria or genetic remnants of these organelles.
560098.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ ზოგ ევკარიოტს პლასტიდები არ ჰქონდა.
However, not all eukaryotes have plastids.
560099.
ბიოლოგია | თავი XXVI
სერიული ენდოსიმბიოზის (ენდოსიმბიოზური მოვლენების თანმიმდევრობა) ჰიპოთეზის თანახმად პლასტიდებზე ადრე ამ პროცესში მიტოქონდრია ჩაება.
Thus, the hypothesis of serial endosymbiosis (a sequence of endosymbiotic events) supposes that mitochondria evolved before plastids.
560100.
ბიოლოგია | თავი XXVI
პლასტიდებისა და მიტოქონდრიების ენდოსიმბიოზური ბუნების დამამტკიცებელი მრავალი არგუმენტი არსებობს.
The evidence supporting an endosymbiotic origin of plastids and mitochondria is overwhelming.