მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560121.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუმცა, ახალი გამოკვლევები ადასტურებს, რომ გენების ჰორიზონტალური გადატანა დრო და დრო დღემდე ხდება.
But new evidence indicates that horizontal gene transfers have happened repeatedly up to the present time.
560122.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტების უჯრედის სხვა ორგანელების წარმოშობის საკითხი დღემდე აქტიური კვლევების საგანია.
The origin of other eukaryotic structures is the subject of active research.
560123.
ბიოლოგია | თავი XXVI
გოლჯის აპარატი და ენდოპლაზმური ბადე ალბათ პლაზმის მემბრანის ნაკეცებიდან წარმოიქმნა.
The Golgi apparatus and the endoplasmic reticulum may have originated from infoldings of the plasma membrane.
560124.
ბიოლოგია | თავი XXVI
აქტინისა და ტუბულინის (უჯრედული ჩონჩხის ცილების) ჰომოლოგიური ცილები ბაქტერიებში აღმოაჩინეს. ეს ცილები ბაქტერიული უჯრედის დაყოფაში მონაწილეობს.
Proteins that appear to be homologous to the cytoskeletal proteins actin and tubulin have been found in bacteria, where they are involved in the "pinching off" of bacterial cells during cell division.
560125.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბაქტერიული ცილებისა და მათი ფუნქციების შემდგომი შესწავლის შედეგად ევკარიოტული უჯრედის ჩონჩხის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ.
Further investigation of these bacterial proteins and their activities may provide information about the origin of the eukaryotic cytoskeleton.
560126.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ევკარიოტული უჯრედების შოლტი და წამწამები სიმბიოზური ბაქტერიებისგან წარმოიქმნა. ამ იდეის დასამტკიცებლად ბაქტერიებსა და ზოგ უმარტივესს შორის შედარებით გვიან ჩამოყალიბებულ სიმბიოზურ კავშირს იყენებენ.
Some investigators have speculated that eukaryotic flagella and cilia evolved from symbiotic bacteria, an idea supported by the observation that bacteria have entered into more recent symbiotic relationships with some protozoans.
560127.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტების შოლტებისა და წამწამების მიკრომილაკების 9+2 სტრუქტურა პროკარიოტებში აღმოჩენილი არ არის.
However, the 9+2 microtubule apparatus of eukaryotic flagella and cilia has not been found in any prokaryote.
560128.
ბიოლოგია | თავი XXVI
დიდ ორკესტრს, ერთ მევიოლინესთან შედარებით, მეტი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება შეუძლია.
An orchestra can play a greater variety of musical compositions than a violin soloist can.
560129.
ბიოლოგია | თავი XXVI
რთულ ორგანიზმს, მარტივთან შედარებით, მეტი შესაძლებლობა აქვს.
Put simply, increased complexity makes more variations possible.
560130.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტული უჯრედების წარმოქმნამ აგებულების მრავალფეროვნების ევოლუცია დააჩქარა. პროკარიოტულ ორგანიზმებთან შედარებით ევკარიოტს ამის მეტი შესაძლებლობა აქვს.
The origin of the eukaryotic cell catalyzed the evolution of much more structural diversity than was possible for the simpler prokaryotic cells.
560131.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა პირველი დიდი ადაპტაციური რადიაცია, პროკარიოტების ნივთიერებათა ცვლის დივერსიფიკაცია (გამრავალფეროვნება).
This built on the first great adaptive radiation, the metabolic diversification of the prokaryotes.
560132.
ბიოლოგია | თავი XXVI
დივერსიფიკაციის მესამე ტალღა ევკარიოტის ზოგიერთ ევოლუციურ შტოში მრავალუჯრედიანი სხეულის წარმოქმნას მოჰყვა.
A third wave of diversification followed the origin of multicellular bodies in several eukaryotic lineages.
560133.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტებში მრავალუჯრედიანობა რამდენჯერმე განვითარდა.
Multicellularity evolved several times in eukaryotes.
560134.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი ევკარიოტების წარმოშობის შემდეგ დიდი რაოდენობით ერთუჯრედიანი ორგანიზმები გაჩნდა. მათ დასაბამი მისცეს ერთუჯრედიანი ევკარიოტების მრავალფეროვნების განვითარებას. ზოგი ეს ორგანიზმი დღესაც არსებობს.
After the first eukaryotes appeared, a great range of unicellular forms evolved, giving rise to the diversity of single-celled eukaryotes that continue to flourish today.
560135.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამასთან ერთად, მრავალუჯრედიანი ორგანიზმებიც წარმოიშვა, რომელთა შთამომავლობაა სხვადასხვა წყალმცენარეები, ხმელეთის მცენარეები, სოკოები და ცხოველები.
But multicellular forms also evolved. Their descendants include a variety of algae, plants, fungi, and animals.
560136.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალუჯრედიანი ევკარიოტების ადრეული ფორმები.
The Earliest Multicellular Eukaryotes.
560137.
ბიოლოგია | თავი XXVI
მოლეკულური საათის მიხედვით მრავალუჯრედიანი ევკარიოტების საერთო წინაპრები 1,5 მილიარდი წლის წინათ არსებობდნენ.
Molecular clocks date the common ancestor of multicellular eukaryotes to 1.5 billion years ago.
560138.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი ნამარხი მრავალუჯრედიანი ევკარიოტები შედარებით მცირე ზომის წყალმცენარეებია, რომლებიც დედამიწაზე 1,2 მილიარდი წლის წინათ ცხოვრობდნენ.
However, the oldest known fossils of multicellular eukaryotes are of relatively small algae that lived about 1.2 billion years ago.
560139.
ბიოლოგია | თავი XXVI
უფრო დიდი ორგანიზმების ნამარხები რამდენიმე ასეული მილიონი წლის ასაკისაა ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ნამარხები მხოლოდ პროტეროზოული ბოლოდან გვაქვს.
Larger organisms do not appear in the fossil record until several hundred million years later, in the late Proterozoic.
560140.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩინელმა პალეონტოლოგებმა ახლახან წყალმცენარეებისა და ცხოველების ნამარხებით განსაკუთრებით მდიდარი ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს. მისი ასაკი 570 მილიონი წელია და ნამარხები აქ შესანიშნავად შენახულია. სავარაუდოდ მათ შორის ცხოველთა ემბრიონების ნამარხებიცაა.
Chinese paleontologists recently described a particularly rich site that contains 570-million-year-old fossils of a diversity of algae and animals, including beautifully preserved structures that are probably animal embryos.