მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560101.
ბიოლოგია | თავი XXVI
ორივე ორგანელას შინაგან მემბრანას აქვს ფერმენტები და სატრანსპორტო სისტემა, რომელიც პროკარიოტების პლაზმური მემბრანის იგივე სტრუქტურების ჰომოლოგიურია.
The inner membranes of both organelles have enzymes and transport systems that are homologous to those found in the plasma membranes of living prokaryotes.
560102.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოქონდრიებისა და პლასტიდების რეპლიკაცია გახლეჩის გზით, ზოგი პროკარიოტის გაყოფის მსგავსად მიმდინარეობს.
Mitochondria and plastids replicate by a splitting process reminiscent of binary fission in certain prokaryotes.
560103.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყოველი ორგანელა დნმ-ის ერთმაგ რგოლისებრ მოლეკულას შეიცავს, რომელიც ბაქტერიის ქრომოსომის მსგავსად ჰისტონებთან ან სხვა ცილებთან არ არის დაკავშირებული.
Each organelle contains a single, circular DNA molecule that, like the chromosomes of bacteria, is not associated with histones or other proteins.
560104.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს ორგანელები შეიცავს სატრანსპორტო რნმ-ს, რიბოსომებს ან მათი დნმ-ის ცილებში გადაწერისა და კოდირებისთვის საჭირო სხვა მოლეკულებს.
These organelles contain the transfer RNAs, ribosomes, and other molecules needed to transcribe and translate their DNA into proteins.
560105.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზომით, ნუკლეოტიდური თანმიმდევრობითა და გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის მიხედვით მიტოქონდრიების და პლასტიდების რიბოსომები უფრო წააგავს პროკარიოტების რიბოსომებს, ვიდრე ევკარიოტული უჯრედის ციტოპლაზმურ რიბოსომებს.
In terms of size, nucleotide sequence, and sensitivity to certain antibiotics, the ribosomes of mitochondria and plastids are more similar to prokaryotic ribosomes than they are to the plasmic ribosomes of eukaryotic cells.
560106.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროკარიოტების რომელმა შტომ მისცა დასაბამი მიტოქონდრიებს და პლასტიდებს?
cyto Which prokaryotic lineages gave rise to mitochondria and plastids?
560107.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სისტემატიკოსებმა რიბოსომის ერთი სუბერთეულის რნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა შეისწავლეს.
To answer this question, systematists have focused on the nucleotide sequence of the RNA in one of the ribosomal subunits.
560108.
ბიოლოგია | თავი XXVI
გენი ამ მცირე რიბოსომული სუბერთეულის რნმ-ის გენი (SSU–rRNA) ყველა ორგანიზმში არსებობს და სიცოცხლის ხის განშტოებების უფრო დაწვრილებითი შესწავლის საშუალებას იძლევა.
The gene for this small-subunit ribosomal RNA (SSU-rRNA) is present in all organisms, making it a good choice for studying the deepest branches of the tree of life.
560109.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიტოქონდრიების, პლასტიდებისა და სხვადასხვა თანამედროვე პროკარიოტების SSU–rRNA-ის შედარებიდან ჩანს, რომ ბაქტერიების ჯგუფი - ალფა პროტეობაქტერიები მიტოქონდრიების უახლოესი ნათესავებია. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები კი პლასტიდების უახლოესი ნათესავებია.
Comparisons of SSU-rRNA from mitochondria, plastids, and various living prokaryotes indicate that a group of bacteria called the alpha proteobacteria are the closest relatives of mitochondria, and that cyanobacteria are the closest relatives of plastids.
560110.
ბიოლოგია | თავი XXVI
დროთა განმავლობაში ზოგი გენი, რომელიც დასაწყისში მიტოქონდრიებსა და პლასტიდებში იყო ლოკალიზებული, ბირთვში გადაინაცვლა. ამ პროცესის დასრულებას ალბათ ხელი შეუწყო მობილურმა გენეტიკურმა ელემენტმა.
Over time, some of the genes originally present in mitochondria and plastids were transferred to the nucleus, a process that may have been accomplished by transposable elements.
560111.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამის შედეგად ზოგ მიტოქონდრიულ და პლასტიდურ ცილას დნმ-ის მქონე ორგანელები აკოდირებს, სხვა ცილებს კი ბირთვის გენები.
As a result, some mitochondrial and plastid proteins are encoded by the organelles' own DNA, whereas others are encoded by genes in the nucleus.
560112.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი ცილა დღესაც პოლიპეპტიდების კომბინაციაა, რომელსაც ორივე ადგილას (ორგანელებშიც და ბირთვშიც) მდებარე გენები აკოდირებს.
Still other proteins are combinations of polypeptides encoded by genes in both locations.
560113.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, მიტოქონდრიული ატფ-სინთაზა, ცილების კომპლექსი, რომელიც უჯრედული სუნთქვისას ატფ-ს წარმოქმნის.
An example is the mitochondrial ATP synthase, the protein complex that generates ATP during cellular respiration.
560114.
ბიოლოგია | თავი XXVI
გენების ბირთვში გადატანის პროცესი ზოგ ევკარიოტში უფრო შორს წავიდა.
The transfer of genes to the nucleus has advanced further in some eukaryotes than in others.
560115.
ბიოლოგია | თავი XXVI
მტკნარი წყლის უმარტივესის Reclimonas-ის მიტოქონდრიას 97 გენი აქვს (იმ გენების ჩათვლით, რომლებიც სხვა ევკარიოტებში ბირთვში გადაინაცვლა), ხერხემლიანების მიტოქონდრიას კი მხოლოდ 34 გენი.
Mitochondria in the freshwater protist Reclinomonas americana have 97 genes, including several genes that in other eukaryotes have been transferred to the nucleus; vertebrate mitochondria have only 34 genes.
560116.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტულ უჯრედს ამჟამად ერთი, ძირითადად ბირთვული გენომი აქვს, მაგრამ ამ გენომს ავსებს მიტოქონდრიებსა და პლასტიდებში შემორჩენილი დნმ.
It is fair to say that eukaryotic cells now contain only one genome, which is mostly nuclear but complemented by DNA that has remained in mitochondria and plastids.
560117.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტული უჯრედი გენეტიკური ქიმერაა.
Eukaryotic Cells as Genetic Chimeras.
560118.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბერძნულ მითოლოგიაში ქიმერა მონსტრია, რომელსაც სხეულის ერთი ნაწილი თხის, მეორე ლომის, მესამე კი გველის აქვს.
In Greek mythology, the chimera was a monster that was part goat, part lion, and part serpent.
560119.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტული უჯრედები პროკარიოტების ნაწილებისგან შემდგარი ქიმერებია. მათი მიტოქონდრიები ერთი ტიპის ბაქტერიებიდან, პლასტიდები სხვა ტიპის ბაქტერიებიდან, ბირთვული გენომი კი ენდოსიმბიონტების გენომის ნაწილებიდან და ენდოსიმბიონტების მასპინძელი უჯრედის გენომიდან წარმოიქმნა.
The eukaryotic cell is a chimera of prokaryotic parts, its mitochondria derived from one type of bacteria, its plastids from another, and its nuclear genome from parts of these endosymbionts' genomes and from at least one other cell, the cell that hosted the endosymbionts.
560120.
ბიოლოგია | თავი XXVI
კარლ ვოისი (ილინოის უნივერსიტეტი) თვლის, რომ ამ გადატანის უმეტესი ნაწილი სიცოცხლის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე მოხდა.
Carl Woese, of the University of Illinois, has suggested that most of these transfers took place during the early evolution of life.