მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560161.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცხოველების ტიპების უმეტესობის ნამარხები კემბრიული პერიოდის პირველი 20 მილიონი წლის დანალექ ქანებში აღმაჩინეს. ამ ფენომენს „კემბრიული აფეთქება“ უწოდეს.
Most of the major phyla of animals appear suddenly in the fossil record that was laid down during the first 20 million years of the Cambrian period, a phenomenon referred to as the "Cambrian explosion."
560162.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცხოველების ორი ტიპის, მსუსხავების (ზღვის ანემომები და მონათესავე ორგანიზმები) და ღრუბელების (ღრუბელა) ნამარხები გვიანი პროტეროზოული პერიოდით თარიღდება ანუ ოდნავ ძველია.
Fossils of two animal phyla-Cnidaria (sea anemones and their relatives) and Porifera (sponges)-are somewhat older, dating from the late Proterozoic.
560163.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ მოლეკულურ საათზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ცხოველების ტიპების უმეტესი ნაწილი წარმოიშვა და განვითარდა გაცილებით ადრე, 1 მილიარდი - 700 მილიონი წლის წინათ.
However, molecular clocks suggest that many animal phyla originated and began to diverge much earlier, between 1 billion and 700 million years ago.
560164.
ბიოლოგია | თავი XXVI
კემბრიჯის უნივერსიტეტის პალეონტოლოგს საიმონ კონვეი მორისს შესანიშნავი ფრაზა ეკუთვნის: „კემბრიულ აფეთქებას გრძელი პატრუქი (ფითილი) ჰქონდა“.
In the memorable phrase of Cambridge University paleontologist Simon Conway Morris, "the Cambrian explosion had a long fuse."
560165.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო კემბრიული პერიოდის დასაწყისში ორგანიზმების სხვადასხვა ტიპები ერთდროულად და უეცრად შეიცვალა ანუ სახეობათა დივერსიფიკაცია (გამრავალფეროვნება) მოხდა.
At the beginning of the Cambrian, for reasons not yet understood, these already divergent phyla expanded in diversity relatively suddenly and simultaneously.
560166.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალი დიდი ცხოველის მრავალფეროვნებაც გაიზარდა, მაგალითად მკვრივი ნიჟარისა (ჯავშნის) და გარეგანი ჩონჩხის მქონე ცხოველების, რაც ნამარხებით დასტურდება.
The "explosion" in diversity included many large animals with hard shells and exoskeletons that fossilized easily.
560167.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალფეროვნების ზრდის მიზეზების ჰიპოთეზას 32-ე თავში განვიხილავთ.
We will evaluate possible explanations for this diversification in Chapter 32.
560168.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხმელეთის კოლონიზაცია მცენარეების, სოკოებისა და ცხოველების მიერ.
Colonization of Land by Plants, Fungi, and Animals.
560169.
ბიოლოგია | თავი XXVI
ორგანიზმების მიერ ხმელეთის ათვისება სიცოცხლის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.
The colonization of land was one of the pivotal milestones in the history of life.
560170.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნამარხები ადასტურებს, რომ მილიარდზე მეტი წლის წინათ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები და ფოტოსინთეზის უნარის მქონე სხვა უმარტივესები დედამიწის ტენიან ზედაპირს ფარავდნენ.
There is fossil evidence that cyanobacteria and other photosynthetic prokaryotes coated damp terrestrial surfaces well over a billion years ago.
560171.
ბიოლოგია | თავი XXVI
დიდი ორგანიზმები: მცენარეები, სოკოები და ცხოველები, ადრეულ პალეოზოურ ერამდე ანუ 500 მილიონი წლის წინათ დედამიწაზე არ არსებობდნენ.
However, macroscopic life in the form of plants, fungi, and animals did not colonize land until about 500 million years ago, during the early Paleozoic era.
560172.
ბიოლოგია | თავი XXVI
წყლის გარემოდან გასაღწევად საჭირო იყო დეჰიდრატაციის დამაბრკოლებელი ადაპტაციური მექანიზმების თანდათანობითი ევოლუცია. ასეთი მექანიზმების ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლებელი გახდა ხმელეთზე გამრავლება.
This gradual evolutionary venture out of ancestral aquatic environments was associated with adaptations that helped prevent dehydration and that made it possible to reproduce on land.
560173.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, ზღვის მწვანე წყალმცენარეებიდან განვითარებული ხმელეთის მცენარეების ფოთლები დაფარულია წყალგაუმტარი ცვილით, რომელიც წყლის აორთქლებას აფერხებს.
For example, plants, which evolved from green algae, have a waterproof coating of wax on their leaves that slows the loss of water to the air.
560174.
ბიოლოგია | თავი XXVI
მცენარეებმა და სოკოებმა ხმელეთი ერთდროულად დაიპყრეს.
Plants colonized land in the company of fungi.
560175.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალი მცენარის ფესვები დღესაც დაკავშირებულია სოკოებთან, რომლებიც მათ ეხმარებიან ნიადაგიდან წყლისა და სასარგებლო ნივთიერებების მიღებაში.
Even today, the roots of most plants are associated with fungi that aid in the absorption of water and minerals from the soil.
560176.
ბიოლოგია | თავი XXVI
ფესვებთან მობინადრე სოკოები კი მცენარისაგან ორგანულ საკვებ ნივთიერებებს იღებენ.
These root fungi, in turn, obtain their organic nutrients from the plants.
560177.
ბიოლოგია | თავი XXVI
მცენარესა და სოკოების ამგვარი სიმბიოზური კავშირი ზოგიერთ ფესვის უძველეს ნამარხში გვხვდება, რომელიც ხმელეთზე სიცოცხლის გავრცელების უძველესი პერი ოდით თარიღდება.
Such symbiotic associations of plants and fungi are evident in some of the oldest fossilized roots, dating this relationship back to the early spread of life onto land.
560178.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხმელეთზე ცხოველების მრავალი ჯგუფი ბინადრობს, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ფეხსახსრიანები (განსაკუთრებით მწერები და ობობასნაირები) და ხერხემლიანები (ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები).
Although many animal groups are represented in terrestrial environments, the most widespread and diverse land animals are arthropods (particularly insects and spiders) and vertebrates (chiefly amphibians; reptiles, including birds; and mammals).
560179.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხმელეთის ხერხემლიანებს ოთხფეხიანებს (ტეტრაპოდა) უწოდებენ, ვინაიდან მათ ოთხი კიდური აქვს. ამით ისინი სხვა, წყალში მობინადრე ხერხემლიანებისაგან განსხვავდებიან.
Terrestrial vertebrates are called tetrapods, a reference to the four limbs that distinguish them from the various aquatic vertebrates.
560180.
ბიოლოგია | თავი XXVI
ადამიანიც ოთხფეხიანებში შედის, მაგრამ ჩვენ „ასპარეზზე“ შედარებით გვიან გამოვედით. ადამიანის ევოლუციური შტო სხვა ჰომინიდებს (ადამიანისმაგვარ მაიმუნებს) მხოლოდ 6-7 მილიონი წლის წინ გამოეყო.
Tetrapods include humans, but we are late arrivals on the scene-the human lineage diverged from other hominoids (apes) only within the last 6 to 7 million years.