მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561081.
ბიოლოგია | თავი XXIX
თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეების წინაპრების ნამარხების ასაკი დაახლოებით 420 მილიონი წელია.
Fossils of the forerunners of today's vascular plants date back about 420 million years.
561082.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირებისგან განსხვავებით, ამ სახეობებს დატოტვილი სპოროფიტები ჰქონდათ, რომელთა ზრდა-განვითარება გამეტოფიტზე დამოკიდებული არ იყო.
Unlike bryophytes, these species had branched sporophytes that were not dependent on gametophytes for growth.
561083.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, ამ მცენარეების სიმაღლე 50 სმ-ს არ აღემატებოდა, მაგრამ დატოტვა ქმნიდა უფრო რთულ, მრავალი სპორანგიუმის მქონე სხეულს.
Although these plants grew no taller than about 50 cm, their branching made possible more complex bodies with multiple sporangia.
561084.
ბიოლოგია | თავი XXIX
ევოლუციის წყალობით შესაძლებელი გახდა მეტი სპორის წარმოქმნა და ფიტოფაგების მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მეტი შთამომავლის გადარჩენა. სპორანგიუმების ნაწილიც რომ დაზიანებულიყო, მეორე ნაწილი გადარჩებოდა.
This evolutionary development facilitated greater production of spores and increased survival despite herbivory, for even if some sporangia were eaten, others might survive.
561085.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების წინაპრებს უკვე ჰქონდათ თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი შეძენილი ნიშან-თვისება, თუმცა არ ჰქონდათ სხვა, უფრო გვიან განვითარებული შეგუებები.
The ancestors of vascular plants already displayed some derived traits of living vascular plants, but they lacked other key adaptations that evolved later.
561086.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ ნაწილში აღწერილია თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეების ძირითადი ნიშან-თვისებები: სასიცოცხლო ციკლი დომინანტური სპოროფიტებით, ჭურჭლოვან ქსოვილებში, ქსილემაში და ფლოემაში ნივთიერებების ტრანსპორტი, ფესვები და ფოთლები, მათ შორის სპორების მატარებელი ფოთლები, რომლებსაც სპოროფილები ეწოდება.
This section describes the main traits that characterize living vascular plants: life cycles with dominant sporophytes, transport in vascular tissues called xylem and phloem, and the presence of roots and leaves, including spore-bearing leaves called sporophylls.
561087.
ბიოლოგია | თავი XXIX
სასიცოცხლო ციკლები დომინანტური სპოროფიტებით.
Life Cycles with Dominant Sporophytes.
561088.
ბიოლოგია | თავი XXIX
ნამარხი ფორმების საშუალებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჭურჭლოვანი მცენარეების წინაპრების სასიცოცხლო ციკლებში გამეტოფიტებისა და სპოროფიტების ზომა დაახლოებით თანაბარი იყო.
Fossils suggest that the ancestors of vascular plants had life cycles characterized by gametophytes and sporophytes that were about equal in size.
561089.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუმცა თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეების სპოროფიტი (დიპლოიდური თაობა) თაობათა მონაცვლეობის უფრო მსხვილი და რთულად აგებული ფორმაა.
Among extant vascular plants, however, the sporophyte (diploid) generation is the larger and more complex plant in the alternation of generations.
561090.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, გვიმრების შემთხვევაში საყოველთაოდ ცნობილი ფოთლოვანი მცენარეები სპოროფიტებია.
In ferns, for example, the familiar leafy plants are the sporophytes.
561091.
ბიოლოგია | თავი XXIX
გამეტოფიტების საპოვნელად უნდა დაიკუზოთ და ნიადაგი ყურადღებით დაათვალიეროთ, რადგან გვიმრების გამეტოფიტი პატარა სტრუქტურაა, რომელიც მიწის ზედაპირზე ან მიწაში, ზედაპირთან ახლოს იზრდება.
You would have to get down on your hands and knees and search the ground carefully to find fern gametophytes, which are tiny structures that grow on or just below the soil surface.
561092.
ბიოლოგია | თავი XXIX
30-ე თავში ნახავთ, რომ თესლოვანი მცენარეების ევოლუციის პროცესში გამეტოფიტი კიდევ უფრო მეტად ითრგუნება ანუ მეტი რედუქცია ხდება.
In Chapter 30, you will see that gametophytes became even more reduced during the evolution of seed plants.
561093.
ბიოლოგია | თავი XXIX
ნივთიერებათა ტრანსპორტი ქსილემასა და ფლოემაში.
Transport in Xylem and Phloem.
561094.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვან მცენარეებს აქვს ორი სახის ჭურჭლოვანი ქსოვილი: ქსილემა და ფლოემა.
Vascular plants have two types of vascular tissue: xylem and phloem.
561095.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქსილემით გადაადგილდება წყლისა და მინერალური მარილების უდიდესი ნაწილი.
Xylem conducts most of the water and minerals.
561096.
ბიოლოგია | თავი XXIX
ყველა ჭურჭლოვანი მცენარის ქსილემა შეიცავს ტრაქეიდებს – მილისებრ უჯრედებს, რომელთა დახმარებით წყალი და მინერალური მარილები ფესვებიდან ზევით მიემართება.
The xylem of all vascular plants includes tracheids, tube-shaped cells that carry water and minerals up from roots.
561097.
ბიოლოგია | თავი XXIX
არაჭურჭლოვან მცენარეებს არა აქვს ტრაქეიდები, ჭურჭლოვან მცენარეებს კი ზოგჯერ ტრაქეოფიტებს უწოდებენ.
Because nonvascular plants lack tracheids, vascular plants are sometimes referred to as tracheophytes.
561098.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტრაქეიდები ჩვეულებრივ მკვდარი უჯრედებია (მხოლოდ გარსი შემორჩა) და წყლის მიკროსკოპული მილების სისტემას ქმნიან.
Tracheids are actually dead cells-only their walls remain and provide a system of microscopic water pipes.
561099.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების წყლის გამტარი უჯრედები ლიგნიფიცირებულია ანუ უჯრედების გარსს სიმკვრივეს ფენოლური პოლიმერი, ლიგნინი, ანიჭებს.
The water-conducting cells in vascular plants are lignified; that is, their cell walls are strengthened by the phenolic polymer lignin.
561100.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქსოვილი, რომელსაც ფლოემა ეწოდება, შეიცავს შაქრების გადამტან ცოცხალ უჯრედებს, რომლებიც გაერთიანებულია შაქრების, ამინომჟავებისა და სხვა ორგანული პროდუქტების გამტარ მილაკებად.
The tissue called phloem includes living sugar-conducting cells arranged into tubes that distribute sugars, amino acids, and other organic products.