მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561121.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფოთლის ევოლუციის ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, მიკროფილები ღეროს მცირე გამონაზარდების სახით წარმოიშვა.
According to one model of leaf evolution, microphylls originated as small outgrowths of stems.
561122.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ გამონაზარდებში ჭურჭლოვანი ქსოვილის თითო ძაფი შედიოდა.
These outgrowths were supported by single strands of vascular tissue.
561123.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეგაფილები, პირიქით, ალბათ ღეროზე ახლოს განლაგებული რამდენიმე ტოტისგან განვითარდა, ამ ტოტების გაბრტყელებისა და მათი შემაერთებელი აპკის წარმოშობის შედეგად.
Megaphylls, by contrast, may have evolved from a series of branches lying close together on a stem, which became flattened and developed webbing that joined branches together.
561124.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფოთლების წარმოშობის გასარკვევად მეცნიერები ფოთლების განვითარების გენეტიკური კონტროლის მექანიზმებს იკვლევენ.
To better understand the origin of leaves, scientists are exploring genetic control of leaf development.
561125.
ბიოლოგია | თავი XXIX
სპოროფილებისა და სპორების ვარიაციები.
Sporophylls and Spore Variations.
561126.
ბიოლოგია | თავი XXIX
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევოლუციური საფეხური სპოროფილების – სპორანგიუმების მატარებელი მოდიფიცირებული ფოთლების წარმოშობაა.
One evolutionary milestone was the emergence of sporophylls, modified leaves that bear sporangia.
561127.
ბიოლოგია | თავი XXIX
სპოროფილების აგებულება მრავალფეროვანია.
Sporophylls vary greatly in structure.
561128.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, გვიმრების სპოროფილები სპორანგიუმების ჯგუფებს ქმნიან, რომლებსაც სორუსები ეწოდება. სორუსები ჩვეულებრივ განლაგებულია ფოთლების ქვედა მხარეზე.
For example, fern sporophylls produce clusters of sporangia known as sori (singular, sorus), usually on the undersides of the sporophylls.
561129.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალ ლიკოფიტსა და შიშველთსლოვნების უმრავლესობის სპოროფილების ჯგუფები ქმნიან გირჩებს, რომლებსაც სტრობილები ეწოდება (ბერძნულად: strobilos – გირჩა).
In many lycophytes and in most gymnosperms, groups of sporophylls form cones, technically called strobili (from the Greek strobilos, cone).
561130.
ბიოლოგია | თავი XXIX
30-ე თავში ნახავთ, თუ როგორ იქმნება სპოროფილებისგან შიშველთესლოვნების სტრობილები და ყვავილის ნაწილები.
In Chapter 30, you will see how sporophylls form gymnosperm strobili and parts of flowers.
561131.
ბიოლოგია | თავი XXIX
უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების სახეობების უმეტესობა ჰომოსპორულია ანუ ერთი ტიპის სპოროფილები აქვს, რომლებიც ერთი ტიპის სპორებს წარმოქმნან. როგორც წესი ამ სპორებიდან, ისევე, როგორც გვიმრებში, ორსქესიანი გამეტოფიტი ვითარდება.
Most seedless vascular plant species are homosporous, having one type of sporophyll producing one type of spore that typically develops into a bisexual gametophyte, as in most ferns.
561132.
ბიოლოგია | თავი XXIX
პირიქით, ჰეტეროსპორულ სახეობებს ორი ტიპის სპოროფილები აქვს და ორი ტიპის სპორებს ქმნიან.
In contrast, a heterosporous species has two types of sporophylls and produces two kinds of spores.
561133.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეგასპოროფილებზე განვითარებული მეგასპორანგიუმები მეგასპორებს წარმოშობს, რომლებიდანაც მდედრობითი გამეტოფიტები ვითარდება.
Megasporangia in megasporophylls produce megaspores, which develop into female gametophytes.
561134.
ბიოლოგია | თავი XXIX
მიკროსპოროფილებზე განვითარებული მიკროსპორანგიუმები კი მიკროსპორებს წარმოშობს, რომლებიდანაც მამრობითი გამეტოფიტები ვითარდება.
Microsporangia in microsporophylls produce microspores, which develop into male gametophytes.
561135.
ბიოლოგია | თავი XXIX
ყველა თესლოვანი და რამდენიმე უთესლო ჭურჭლოვანი მცენარე ჰეტეროსპორულია.
All seed plants and a few seedless vascular plants are heterosporous.
561136.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე შედარებულია ეს ორი მდგომარეობა: უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების კლასიფიკაცია.
The following diagram compares the two conditions: Classification of Seedless Vascular Plants.
561137.
ბიოლოგია | თავი XXIX
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეები ორ კლადას ქმნიან: ლიკოფიტებსა და პრეტოფიტებს.
As noted earlier, living seedless vascular plants form two clades: lycophytes and pterophytes.
561138.
ბიოლოგია | თავი XXIX
ლიკოფიტების კლადი (ტიპი Lycophyta) ლიკოპოდიუმებს, Selaginella გვარის და Isoetes გვარის სახეობებს მოიცავს.
Lycophytes (phylum Lycophyta) include club mosses, spike mosses, and quillworts.
561139.
ბიოლოგია | თავი XXIX
პრეტოფიტების კლადაში შედის: გვიმრები, შვიტები, ფსილოფიტები და მათი ნათესავები.
Pterophytes (phylum Pterophyta) include ferns, horsetails, and whisk ferns and their relatives.
561140.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუმცა ბოლო დროის მოლეკულური კვლევებით დადასტურდა, რომ ეს სამი ჯგუფი ერთ კლადას ქმნის.
However, recent molecular comparisons provide convincing evidence that all three groups form a clade.