მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561141.
ბიოლოგია | თავი XXIX
აქედან გამომდინარე ბევრი სისტემატიკოსი ამ სამ ჯგუფს ერთ ტიპში - Pterophyta აერთიანებს. ჩვენს სახელმძღვანელოში ეს კლასიფიკაცია მივიღეთ.
Accordingly, many systematists now classify them together as the phylum Pterophyta, as we do in this chapter.
561142.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვები მათ ერთი კლადის სამ სხვადასხვა ტიპად განიხილავენ.
Others refer to them as three separate phyla within a clade.
561143.
ბიოლოგია | თავი XXIX
29.14 სურათზე დახასიათებულია უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების ჯგუფები.
Figure 29.14, on the facing page, describes the general groups of seedless vascular plants.
561144.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტიპი Lycophyta: ლიკოპოდიუმები, გვარი Selaginella და გვარი Isoetes.
Phylum Lycophyta: Club Mosses, Spike Mosses, and Quillworts.
561145.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების ყველაზე პრიმიტიული ჯგუფის, ლიკოფიტების, თანამედროვე სახეობები რელიქტებია.
Modern species of lycophytes-the most primitive group of vascular plants are relicts of a far more eminent past.
561146.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირის პერიოდში ორი ევოლუციური ხაზი არსებობდა: ერთი - პატარა ბალახოვანი მცენარეები, ხოლო მეორე - 2მზე მეტი დიამეტრისა და 40 მ-ზე მეტი სიმაღლის გიგანტური მერქნიანი ხეები.
By the Carboniferous period, there were two evolutionary linesone composed of small herbaceous plants and another line of giant woody trees with diameters of more than 2 m and heights of more than 40 m.
561147.
ბიოლოგია | თავი XXIX
გიგანტური ლიკოფიტები მილიონობით წლის მანძილზე დაჭაობებულ ადგილებში იზრდებოდნენ, მაგრამ გადაშენდნენ, როცა ქვანახშირის პერიოდის მიწურულს ჰავა უფრო მშრალი გახდა.
The giant lycophytes thrived for millions of years in warm, moist swamps, but they became extinct when the climate became cooler and drier at the end of the Carboniferous period.
561148.
ბიოლოგია | თავი XXIX
პატარა ლიკოფიტები გადარჩნენ და დღეს მათი სახეობების რიცხვი 1,200-ს აღწევს.
The small lycophytes survived, represented today by about 1,200 species.
561149.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტიპი Pterophyta: გვიმრები, შვიტები და ფსილოფიტები.
Phylum Pterophyta: Ferns, Horsetails, and Whisk Ferns and Relatives.
561150.
ბიოლოგია | თავი XXIX
დევონურ პერიოდში წარმოშობილი გვიმრები ფართოდ განსახლდნენ. ხისმაგვარ ლიკოფიტებთან და შვიტებთან ერთად ისინი ქვანახშირის პერიოდის ვრცელ ჭაობიან ტყეებში იზრდებოდნენ.
Ferns radiated extensively from their Devonian origins and grew alongside tree lycophytes and horsetails in the great Carboniferous swamp forests.
561151.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამჟამად გვიმრები ძალიან ფართოდ გავრცელებული უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეებია. მათი სახეობების რაოდენობა 12,000-ს აღემატება.
Today ferns are by far the most widespread seedless vascular plants, numbering more than 12,000 species.
561152.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, ტროპიკებში გვიმრები ყველაზე მრავალფეროვანია, მაგრამ ბევრი სახეობა ზომიერი სარტყლის ტყეებშიც იზრდება. ზოგი არიდულ საარსებო გარემოში ცხოვრებას შეეგუა.
Though most diverse in the tropics, many ferns thrive in temperate forests, and some species are even adapted to arid habitats.
561153.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირის პერიოდში შვიტების მრავალფეროვნება ძალიან დიდი იყო. ზოგიერთის სიმაღლე 15მ-ს აღწევდა.
Horsetails were very diverse during the Carboniferous period, some growing as tall as 15 m.
561154.
ბიოლოგია | თავი XXIX
დღეისთვის ერთადერთ ფართოდ გავრცელებული გვარის Equisetum მხოლოდ 15 სახეობა გვაქვს, რომლებიც დაჭაობებულ ადგილებში ან მდინარეების პირას გვხვდება.
However, today only about 15 species survive as a single, widely distributed genus, Equisetum, found in marshy places or along streams.
561155.
ბიოლოგია | თავი XXIX
გვარი Psilotum და მისი ახლომონათესავე გვარი Imesipteris კლადას ქმნიან, რომელიც მხოლოდ ტროპიკულ ეპიფიტებს მოიცავს.
Psilotum (whisk ferns) and a closely related genus, Imesipteris, form a clade consisting mainly of tropical epiphytes.
561156.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეებიდან მხოლოდ ფსილოტუმებს ნამდვილი ფესვები და ფოთლები არა აქვს. თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეების უძველეს ნათესავებთან საოცარი მსგავსების გამო მათ „ცოცხალ ნამარხებს“უწოდებენ.
Whisk ferns, the only vascular plants lacking true roots and leaves, are called "living fossils" because of their striking resemblance to fossils of ancient relatives of living vascular plants.
561157.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალი მონაცემი, მათ შორის დნმ-ის თანმიმდევრობების ანალიზი და სპერმატოზოიდის აგებულება, მიუთითებს, რომ გვარი Psilotum და Temsipteris გვიმრების ახლო ნათესავებია.
However, much evidence, including analyses of DNA sequences and sperm structure, indicates that Psilotum and Tmesipteris are closely related to ferns.
561158.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ ჰიპოთეზის თანახმად მათში წინაპრებისთვის დამახასიათებელი ნამდვილი ფესვები და ფოთლები ევოლუციის პროცესში დაიკარგა.
This hypothesis suggests that their ancestor's true roots and leaves were lost during evolution.
561159.
ბიოლოგია | თავი XXIX
უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების მნიშვნელობა.
The Significance of Seedless Vascular Plants.
561160.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირის პერიოდში თანამედროვე ლიკოფიტების, შვიტებისა და გვიმრების წინაპრები და მათი უთესლო ჭურჭლოვანი ნათესავები გაცილებით მაღლები იყვნენ და პირველ ტყეებს ქმნიდნენ.
The ancestors of living lycophytes, horsetails, and ferns, along with their seedless vascular relatives, grew to great heights during the Carboniferous, forming the first forests.