მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561161.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეცნიერთა შეფასებით, CO2-ის დონე ქვანახშირის პერიოდის მანძილზე 5-ჯერ დაეცა, რამაც გლობალური აცივება გამოიწვია, რომელსაც გამყინვარება მოჰყვა.
Scientists estimate that CO2 levels dropped by as much as a factor of five during the Carboniferous, causing global cooling that resulted in widespread glacier formation.
561162.
ბიოლოგია | თავი XXIX
პირველი ტყეების შემქმნელი უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეები საბოლოოდ ქვანახშირად გარდაიქმნენ.
The seedless vascular plants that formed the first forests eventually became coal.
561163.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირის პერიოდის ჭაობების დამდგარ წყალში მკვდარი მცენარეები მთლიანად არ იხრწნებოდა.
In the stagnant waters of Carboniferous swamps, dead plants did not completely decay.
561164.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს ორგანული მასალა ტორფის სქელ შრედ გადაიქცა, რომელიც შემდეგ ზღვამ დაფარა.
This organic material turned to thick layers of peat, later covered by the sea.
561165.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტორფის ფენის ზედაპირზე ზღვის დანალექები დაგროვდა და მილიონობით წლის შემდეგ სითბოსა და წნევის ზემოქმედებით ტორფი ქვანახშირად გარდაიქმნა.
Marine sediments piled on top, and over millions of years, heat and pressure converted the peat to coal.
561166.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირის პერიოდის ეს საბადოები ქვანახშირის არსებულ საბადოებს შორის ყველაზე დიდია.
In fact, Carboniferous coal deposits are the most extensive ever formed.
561167.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქვანახშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ინდუსტრიული რევოლუციისთვის. მთელ მსოფლიოში ადამიანი საწვავად წელიწადში 6 მილიარდ ტონა ქვანახშირს იყენებს.
Coal was crucial to the Industrial Revolution, and people worldwide still burn 6 billion tons a year.
561168.
ბიოლოგია | თავი XXIX
იმ მცენარეების მიერ წარმოქმნილი ქვანახშირი, რომლებმაც გლობალურ აცივებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს, ახლა ნახშირორჟანგს ატმოსფეროში აბრუნებს და გლობალურ დათბობას განაპირობებს.
It is ironic that coal, formed from plants that contributed to a global cooling, now contributes to global warming by returning carbon to the atmosphere.
561169.
ბიოლოგია | თავი XXIX
კარბონული პერიოდის ჭაობებში უთესლო მცენარეებთან ერთად პრიმიტიული თესლოვანი მცენარეებიც იზრდებოდა.
Growing along with the seedless plants in Carboniferous swamps were primitive seed plants.
561170.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, მაშინ თესლოვანი მცენარეები არ დომინირებდნენ, მათი ბატონობა ჭაობების ამოშრობის შემდეგ, ქვანახშირის პერიოდის დასასრულს დაიწყო.
Though seed plants were not dominant at that time, they rose to prominence after the swamps began to dry up at the end of the Carboniferous period.
561171.
ბიოლოგია | თავი XXIX
მომდევნო თავში თესლოვანი მცენარეების წარმოშობასა და მათი მრავალფეროვნების ჩამოყალიბებას განვიხილავთ, რითაც ხმელეთის მიმართ შეგუების თემას გავაგრძელებთ.
The next chapter traces the origin and diversification of seed plants, continuing our theme of terrestrial adaptation.
561172.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეთა მრავალფეროვნება.
Plant Diversity.
561173.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანი მცენარეების ევოლუცია.
The Evolution of Seed Plants.
561174.
ბიოლოგია | თავი XXX
მსოფლიოს დომინანტური პროდუცენტები.
Feeding the World.
561175.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ თავში განვაგრძობთ იმის თხრობას, როგორ გარდაქმნეს დედამიწა მცენარეებმა და თესლოვან მცენარეთა წარმოშობასა და მათი მრავალფეროვნების ჩამოყალიბებას განვიხილავთ.
Continuing the saga of how plants transformed Earth, this chapter follows the emergence and diversification of seed plants.
561176.
ბიოლოგია | თავი XXX
ნამარხებისა და თანამედროვე მცენარეების შედარებითი კვლევა გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა, რომ თესლოვანი მცენარეები დაახლოებით 360 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ.
Fossils and comparative studies of living plants offer clues about the origin of seed plants some 360 million years ago.
561177.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლმა შეცვალა მცენარეთა ევოლუციის მსვლელობა და თესლის მქონე მცენარეებს შესაძლებლობა მისცა, გამხდარიყვნენ დომინანტური პროდუცენტები ხმელეთის ეკოსისტემების უმეტესობაში და მცენარეთა ყველაზე მრავალფეროვან ჯგუფად ქცეულიყვნენ.
Seeds changed the course of plant evolution, enabling their bearers to become the dominant producers in most of the terrestrial ecosystems and to make up the vast majority of plant biodiversity.
561178.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანმა მცენარეებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ადამიანთა საზოგადოებაზეც.
Seed plants have also had an enormous impact on human society.
561179.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 13,000 წლის წინ ადამიანებმა დაიწყეს ხორბლის, სიმინდის, ბანანის და სხვა ველური თესლოვანი მცენარეების მოყვანა.
Starting about 13,000 years ago, humans began to domesticate wheat, maize (commonly called corn in the United States), bananas, and other wild seed plants.
561180.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს პრაქტიკა ადამიანებმა დამოუკიდებლად წამოიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, შორეულ აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.
This practice emerged separately in various regions of the world, including the Near East, East Asia, Africa, and the Americas.