მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561181.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთ-ერთი მტკიცებულება – კარგად შემონახული გოგრის თესლი, რომელიც ნაჩვენებია სურათ 30.1-ზე ნაპოვნია მეხიკოს გამოქვაბულში და მისი ასაკი 8,000-დან 10,000 წლამდეა.
One piece of evidence, the well-preserved squash seed in Figure 30.1, was found in a cave in Mexico and dates from between 8,000 and 10,000 years ago.
561182.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს თესლი განსხვავდება ველური გოგრის თესლისგან, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გოგრა დაახლოებით 10,000-8,000 წლის წინ იყო კულტივირებული.
This seed differs from wild squash seeds, suggesting that squash was being cultivated by that time.
561183.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანი მცენარეების, კერძოდ, ყვავილოვნების მოშინაურებამ განაპირობა უმნიშვნელოვანესი კულტურული ცვლილება ადამიანის ისტორიაში და ადამიანთა საზოგადოება მონადირე-შემგროვებელთა მომთაბარე ჯგუფებიდან სოფლის მეურნეობით ერთ ადგილთან მიჯაჭვულ მუდმივ მოსახლეებად აქცია.
The domestication of seed plants, particularly angiosperms, produced the most important cultural change in human history, transforming most human societies from roving bands of hunter-gatherers to permanent settlements anchored by agriculture.
561184.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ თავში თავდაპირველად განვიხილავთ თესლოვან მცენარეთა ზოგად ნიშან-თვისებებს, შემდეგ ყურადღებას გავამახვილებთ ჯგუფებში განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე და შიშველთესლოვნებისა და ფარულთესლოვნების ევოლუციაზე.
In this chapter, we will first examine the general characteristics of seed plants. Then we will look at the distinguishing features and evolution of gymnosperms and angiosperms.
561185.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანი მცენარეების რედუცირებული გამეტოფიტები დაცულია თესლკვირტებსა და მტვრის მარცვლებში.
The reduced gametophytes of seed plants are protected in ovules and pollen grains.
561186.
ბიოლოგია | თავი XXX
თემის შესწავლას ვიწყებთ ხმელეთზე არსებობისადმი იმ საკვანძო შეგუებების ანუ ადაპტაციების განხილვით, რომლებიც თესლოვან მცენარეებში დაემატა ხავსნაირებსა და უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებში უკვე არსებულ ადაპტაციებს.
We begin with an overview of key terrestrial adaptations that seed plants added to those already present in bryophytes and seedless vascular plants.
561187.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლის გარდა, შემდეგი ნიშან-თვისებები საერთოა ყველა თესლოვანი მცენარისთვის: რედუცირებული გამეტოფიტები, ჰეტეროსპორია, თესლკვირტები და მტვერი.
In addition to seeds, the following are common to all seed plants: reduced gametophytes, heterospory, ovules, and pollen.
561188.
ბიოლოგია | თავი XXX
უთესლო მცენარეებს არ აქვთ ეს ადაპტაციები, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სახეობას ჰეტეროსპორია ახასიათებს.
Seedless plants lack these adaptations, except for a few species that exhibit heterospory.
561189.
ბიოლოგია | თავი XXX
რედუცირებულ გამეტოფიტთა უპირატესობები.
Advantages of Reduced Gametophytes.
561190.
ბიოლოგია | თავი XXX
ხავსებისა და სხვა ხავსნაირების სასიცოცხლო ციკლებში დომინირებს გამეტოფიტი, ხოლო გვიმრებისა და სხვა უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლებში – სპოროფიტი.
Mosses and other bryophytes have life cycles dominated by gametophytes, whereas ferns and other seedless vascular plants have sporophyte-dominated life cycles.
561191.
ბიოლოგია | თავი XXX
გამეტოფიტის რედუქციის ევოლუციური ტენდენცია უფრო შორს წავიდა ჭურჭლოვან მცენარეთა ხაზში, რამაც თესლოვან მცენარეთა წარმოშობამდე მიგვიყვანა.
The evolutionary trend of gametophyte reduction continued further in the vascular plant lineage that led to seed plants.
561192.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ უთესლო ჭურჭლოვან მცენარეთა გამეტოფიტები ხილულია შეუიარაღებელი თვალისთვის, თესლოვან მცენარეთა გამეტოფიტები მეტწილად მიკროსკოპულია.
While the gametophytes of seedless vascular plants are visible to the naked eye, the gametophytes of seed plants are mostly microscopic.
561193.
ბიოლოგია | თავი XXX
გამეტოფიტის ზომაში შემცირებამ განაპირობა მნიშვნელოვანი ევოლუციური ინოვაცია თესლოვან მცენარეებში: გამეტოფიტები შეიძლება მშობლისეული სპოროფიტის სპორანგიუმში დარჩენილი სპორიდანვე განვითარდეს.
This miniaturization allowed for an important evolutionary innovation in seed plants: Their tiny gametophytes can develop from spores retained within the sporangia of the parental sporophyte.
561194.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს იცავს ნაზ (კვერცხუჯრედის შემცველ) მდედრობით გამეტოფიტს გარემოს სტრესული ზემოქმედებისგან.
This arrangement protects the delicate female (egg-containing) gametophytes from environmental stresses.
561195.
ბიოლოგია | თავი XXX
სპოროფიტის ნოტიო რეპროდუქციული ქსოვილები იცავს გამეტოფიტს სიმშრალისა და ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენისგან.
The moist reproductive tissues of the sporophyte shield the gametophytes from drought conditions and from UV radiation.
561196.
ბიოლოგია | თავი XXX
ასეთი ურთიერთკავშირი დამოკიდებულ გამეტოფიტს სპოროფიტიდან საკვები ნივთიერებების მიღების საშუალებასაც აძლევს.
This relationship also enables the dependent gametophytes to obtain nutrients from the sporophyte.
561197.
ბიოლოგია | თავი XXX
ამისგან განსხვავებით, უთესლო ჭურჭლოვან მცენარეთა თავისუფლად მცხოვრებმა გამეტოფიტებმა საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნონ.
In contrast, the freeliving gametophytes of seedless plants must fend for themselves.
561198.
ბიოლოგია | თავი XXX
სურათზე 30.2 შედარებულია სპოროფიტისა და გამეტოფიტის კავშირი ხავსისნაირებში, უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებში და თესლოვან მცენარეებში.
Figure 30.2 contrasts the sporophyte-gametophyte relationships in bryophytes, seedless vascular plants, and seed plants.
561199.
ბიოლოგია | თავი XXX
ჰეტეროსპორია: წესი თესლოვან მცენარეებში.
Heterospory: The Rule Among Seed Plants.
561200.
ბიოლოგია | თავი XXX
29-ე თავში წაიკითხეთ, რომ თითქმის ყველა უთესლო მცენარე ჰომოსპორულია – ისინი წარმოშობენ ერთი სახის სპორებს, რომლებიც ჩვეულებრივ ორსქესიან გამეტოფიტებს აძლევენ დასაბამს.
You read in Chapter 29 that nearly all seedless plants are homosporous-they produce one kind of spore, which usually gives rise to a bisexual gametophyte.