მოიძებნა 668040 ჩანაწერი
561201.
ბიოლოგია | თავი XXX
მეგასპოროფილებზე განლაგებულმა მეგასპორანგიუმებმა დაიწყო მეგასპორების წარმოშობა, რომლებიც დასაბამს აძლევდნენ მდედრობით გამეტოფიტებს და მიკროსპოროფილებზე განლაგებულმა მიკროსპორანგიუმებმა დაიწყო მიკროსპორების წარმოშობა, რომლებიც დასაბამს აძლევდნენ მამრობით გამეტოფიტებს.
Megasporangia in megasporophylls produce megaspores that give rise to female gametophytes, and microsporangia in microsporophylls produce microspores that give rise to male gametophytes.
561202.
ბიოლოგია | თავი XXX
ყოველ მეგასპორანგიუმს აქვს ერთი ფუნქციური მეგასპორა, ხოლო ყოველი მიკროსპორანგიუმი შეიცავს უამრავ მიკროსპორას.
Each megasporangium has a single functional megaspore, whereas each microsporangium contains vast numbers of microspores.
561203.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც ადრეც აღვნიშნეთ, თესლოვანი მცენარეების გამეტოფიტის მომწიფებამ წვლილი შეიტანა ამ კლადას დიდ წარმატებაში.
As we noted previously, the miniaturization of seed plant gametophytes contributed to the great success of this clade.
561204.
ბიოლოგია | თავი XXX
განვიხილავთ მდედრობითი გამეტოფიტის განვითარებას თესლკვირტში და მამრობითი გამეტოფიტის განვითარებას მტვრის მარცვალში და თვალს გავადევნებთ განაყოფიერების შემდეგ თესლკვირტის თესლად გარდაქმნას.
Next we will look at the development of the female gametophyte within an ovule and the development of the male gametophyte in a pollen grain. Then we will follow the transformation of the ovule into a seed after fertilization.
561205.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლკვირტები და კვერცხუჯრედების წარმოქმნა.
Ovules and Production of Eggs.
561206.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, უთესლო მცენარეთა მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ჰეტეროსპორული, მაგრამ მეგასპორა მშობლისეულ სპოროფიტში მხოლოდ თესლოვან მცენარეებში რჩება.
Although a few species of seedless plants are heterosporous, seed plants are unique in retaining the megaspore within the parent sporophyte.
561207.
ბიოლოგია | თავი XXX
სპოროფიტის ქსოვილის შრეები, რომლებსაც ინტეგუმენტები ეწოდება, ფარავს და იცავს მეგასპორანგიუმს.
Layers of sporophyte tissue called integuments envelop and protect the megasporangium.
561208.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვანთა მეგასპორანგიუმები გარემოცულია ერთი ინტეგუმენტით, ხოლო ფარულთესლოვანთა მეგასპორანგიუმები – ჩვეულებრივ ორი ინტეგუმენტით.
Gymnosperm megaspores are surrounded by one integument, whereas those in angiosperms usually have two integuments.
561209.
ბიოლოგია | თავი XXX
მთელ სტრუქტურას – მეგასპორანგიუმს, მეგასპორასა და მათ ინტეგუმენტ(ებ)ს – ეწოდება თესლკვირტი.
The whole structure-megasporangium, megaspore, and their integument(s) is called an ovule.
561210.
ბიოლოგია | თავი XXX
თითოეულ თესლკვირტში მდედრობითი გამეტოფიტი ვითარდება მეგასპორიდან და ერთYან მეტ კვერცხუჯრედს წარმოქმნის.
Inside each ovule (from the Latin ovulum, little egg), a female gametophyte develops from a megaspore and produces one or more egg cells.
561211.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვერი და სპერმის წარმოქმნა.
How sdt Pollen and Production of Sperm.
561212.
ბიოლოგია | თავი XXX
მიკროსპორები ვითარდება მტვრის მარცვლებად, რომლებიც თესლოვან მცენარეთა მამრობით გამეტოფიტებს შეიცავენ.
Microspores develop into pollen grains, which contain the male gametophytes of seed plants.
561213.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრის მარცვალი დაცულია უხეში გარსით, რომელიც პოლიმერ სპოროპოლენინს შეიცავს და შეიძლება მშობელი მცენარიდან შორს იქნას გადატანილი ქარით ან ცხოველების მიერ, რომლებიც ამ მცენარით იკვებებიან.
Protected by a tough coat containing the polymer sporopollenin, pollen grains can be carried away from their parent plant by wind or by hitchhik ing on the body of an animal that visits the plant to feed.
561214.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრის გადატანას მცენარის იმ ნაწილზე, რომელიც თესლკვირტებს შეიცავს, დამტვერვა ეწოდება.
The transfer of pollen to the part of a seed plant containing the ovules is called pollination.
561215.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ მტვრის მარცვალი ღვივდება (ზრდას იწყებს), იგი წარმოქმნის სამტვრე მილს, რომელსაც ორი სპერმა გადააქვს მდედრობითი გამეტოფიტის თესლკვირტში, რაც ნაჩვენებია სურათზე 30.3 ბ.
If a pollen grain germinates (begins growing), it gives rise to a pollen tube that discharges two sperm into the female gametophyte within the ovule, as shown in Figure 30.3b.
561216.
ბიოლოგია | თავი XXX
გაიხსენეთ, რომ ხავსისნაირებსა და უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებში, როგორიცაა გვიმრები, თავისუფლად მცხოვრები გამეტოფიტები ათავისუფლებენ შოლტიან სპერმატოზოიდებს, რომლებმაც უნდა გაცურონ წყლის აპკში კვერცხუჯრედთან მისაღწევად.
Recall that in bryophytes and seedless vascular plants such as ferns, free-living gametophytes release flagellated sperm that must swim through a film of water to reach egg cells.
561217.
ბიოლოგია | თავი XXX
სპერმატოზოიდის გადაადგილების მანძილი აქ რამდენიმე სანტიმეტრს არ აღემატება.
The distance for this sperm transport rarely exceeds a few centimeters.
561218.
ბიოლოგია | თავი XXX
ამისგან განსხვავებით, თესლოვან მცენარეებში მდედრობითი გამეტოფიტი არასოდეს ტოვებს სპოროფიტის თესლკვირტს, ხოლო მტვრის მარცვლებში მყოფი მამრობითი გამეტოფიტები ხანგრძლივად მოგზაურობენ და შეიძლება დიდ მანძილზე იქნენ გადატანილი ქარით ან დამმტვერავების მიერ, რაც მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული.
In seed plants, by contrast, the female gametophyte never leaves the sporophyte ovule, and the male gametophytes in pollen grains are durable travelers that can be carried long distances by the wind or by pollinators, depending on the species.
561219.
ბიოლოგია | თავი XXX
თანამედროვე შიშველთესლოვნები ამ ევოლუციურ გარდაქმნას ადასტურებენ.
Living gymnosperms provide evidence of this evolutionary transition.
561220.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვანთა ზოგიერთი სახეობის მამრობით სასქესო უჯრედებს აქვთ შოლტები, თუმცა ისინი დაკარგული აქვთ შიშველთესლოვანთა უმეტესობისა და ყველა ფარულთესლოვნის სპერმას.
The sperm of some gymnosperm species retain the ancient flagellated condition, but flagella have been lost in the sperm of most gymnosperms and all angiosperms.