მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561221.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვანთა ზოგიერთი სახეობის მამრობით სასქესო უჯრედებს აქვთ შოლტები, თუმცა ისინი დაკარგული აქვთ შიშველთესლოვანთა უმეტესობისა და ყველა ფარულთესლოვნის სპერმას.
The sperm of some gymnosperm species retain the ancient flagellated condition, but flagella have been lost in the sperm of most gymnosperms and all angiosperms.
561222.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლოვანი მცენარეების სპერმას არ სჭირდება წყალი ან მოძრაობის უნარი, რადგან მტვერი წარმოქმნის სამტვრე მილს, რომელსაც სპერმა თესლკვირტში გადააქვს.
The sperm of seed plants do not require water or motility because the pollen is carried to the pollen tube, which then conveys the sperm to the ovule.
561223.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლის ევოლუციური უპირატესობა.
The Evolutionary Advantage of Seeds.
561224.
ბიოლოგია | თავი XXX
ჩვენ ვიხილავდით თესლოვან მცენარეთა ნიშან-თვისებებს, მაგრამ რა არის თვით თესლი?
We have been discussing characteristics of seed plants, but what exactly is a seed?
561225.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ სპერმა ანაყოფიერებს თესლოვანი მცენარის კვერცხუჯრედს, ზიგოტა სპოროფიტის ჩანასახად ვითარდება.
If a sperm fertilizes an egg of a seed plant, the zygote grows into a sporophyte embryo.
561226.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც ნაჩვენებია სურათზე 30.3გ, თესლკვირტისაგან ვითარდება თესლი, რომელიც შეიცავს ინტეგუმენტ(ებ)ისგან განვითარებულ თესლის გარსში საკვების მარაგთან ერთად შეფუთულ ჩანასახს.
As shown in Figure 30.3c, the whole ovule develops into a seed, which consists of the embryo, along with a food supply, packaged within a protective coat derived from the integument(s).
561227.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლის ევოლუციამ საშუალება მისცა თესლის მქონე მცენარეებს, უკეთ გაეძლოთ მკაცრი პირობებისთვის და უფრო ფართოდ გაევრცელებინათ შთამომავლობა.
The evolution of seeds enabled plants bearing them to better resist harsh environments and to disperse offspring more widely.
561228.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლის წარმოშობამდე ნებისმიერი მცენარის სასიცოცხლო ციკლში სპორა მცენარის სასიცოცხლო ციკლის ერთადერთი დაცული სტადია იყო.
Until the advent of seeds, the spore was the only protective stage in any plant life cycle.
561229.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ხავსის სპორები შეიძლება გადარჩნენ მაშინაც კი, როცა ადგილობრივი გარემო ხავსების საარსებოდ ძალიან ცივი, ცხელი ან მშრალი ხდება.
For example, moss spores may survive even if the local environment becomes too cold, too hot, or too dry for the mosses themselves to live.
561230.
ბიოლოგია | თავი XXX
მათი მცირე ზომა საშუალებას აძლევს ხავსების სპორებს, მღვიძარე მდგომარეობაში ახალ ტერიტორიაზე გავრცელდნენ, სადაც ისინი შეიძლება გაღვივდნენ და დასაბამი მისცენ ხავსების ახალ გამეტოფიტებს, როცა გარემო საკმარისად ხელსაყრელია მათ გამოსაყვანად სვენების მდგომარეობიდან.
Their tiny size enables the moss spores to be dispersed in a dormant state to a new area, where they can germinate and give rise to new moss gametophytes if and when the environment is favorable enough for them to break dormancy.
561231.
ბიოლოგია | თავი XXX
სპორები ის მთავარი საშუალება იყო, რომლითაც ხავსები და სხვა უთესლო მცენარეები დედამიწაზე გავრცელდნენ ხმელეთზე მცენარეთა არსებობის პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში.
Spores were the main way that mosses and other seedless plants spread over Earth for the first 100 million years of plant life on land.
561232.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთუჯრედიანი სპორებისგან განსხვავებით, თესლი მრავალუჯრედიანი სტრუქტურაა, რომელიც სპორაზე გაცილებით უფრო მდგრადია და რთულად აგებული.
In contrast to a spore, which is single-celled, a seed is a multicellular structure that is much more resistant and complex.
561233.
ბიოლოგია | თავი XXX
მისი დამცავი გარსი თესლკვირტის ინტეგუმენტ(ებ)ისგან ვითარდება.
Its protective coat is derived from the integument(s) of the ovule.
561234.
ბიოლოგია | თავი XXX
მშობელი მცენარის მიერ გათავისუფლების შემდეგ თესლი შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში დარჩეს დღეების, თვეების ან წლების მანძილზეც კი.
After being released from the parent plant, a seed may remain dormant for days, months, or even years.
561235.
ბიოლოგია | თავი XXX
ხელსაყრელ პირობებში თესლი შეიძლება გაღვივდეს და სპოროფიტის ჩანასახი ამოიზარდოს.
Under favorable conditions, it can then germinate, with the sporophyte embryo emerging as a seedling.
561236.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგი თესლი მშობლისეული სპოროფიტი მცენარის ახლოს ვარდება; სხვები ქარს ან ცხოველებს შორს გადააქვთ.
Some seeds drop close to their parent sporophyte plant; others are carried far by the wind or animals.
561237.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვნებს აქვთ „შიშველი“თესლი, ჩვეულებრივ, გირჩებში.
Gymnosperms bear "naked" seeds, typically on cones.
561238.
ბიოლოგია | თავი XXX
გაიხსენეთ 29-ე თავიდან, რომ შიშველთესლოვნებს აქვთ შიშველი თესლი, რომელიც არ არის მოთავსებული თესლკვირტში.
Recall from Chapter 29 that gymnosperms are plants that have "naked" seeds that are not enclosed in ovaries.
561239.
ბიოლოგია | თავი XXX
მათი თესლი განლაგებულია სახეცვლილ ფოთლებზე, რომლებიც ჩვეულებრივ გირჩებს (სტრობილებს) ქმნიან.
Their seeds are exposed on modified leaves that usually form cones (strobili).
561240.
ბიოლოგია | თავი XXX
ამისგან განსხვავებით, ფარულთესლოვანთა თესლი მოთავსებულია ნაყოფებში, რომლებიც მომწიფებული ნასკვებია.
In contrast, angiosperm seeds are enclosed in fruits, which are mature ovaries.