მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561241.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვნებს შორისაა გირჩიანი მცენარეები, რომლებსაც წიწვიანებს უწოდებენ და რომელთა შორისაა ისეთი ხეები, როგორიცაა ფიჭვი, ნაძვი და სეკვოია.
Among the gymnosperms are many well-known varieties of conifers, or conebearing trees, including pine, fir, and redwood.
561242.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ სახელმძღვანელოში მიღებული მცენარეთა ტაქსონომიური სქემის ათი ფილუმიდან ოთხი შიშველთესლოვანთა ფილუმებია: Cycadophyta, Ginkgophyta, Gnetophyta და Coniferophyta.
Of the ten plant phyla in the taxonomic scheme adopted by this textbook, four are gymnosperms: Cycadophyta, Ginkgophyta, Gnetophyta, and Coniferophyta.
561243.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ოთხი ფილუმის ურთიერთკავშირი არ არის ნათელი.
The relationships of these four phyla to each other are uncertain.
561244.
ბიოლოგია | თავი XXX
სურათზე 30.4 განხილულია თანამედროვე შიშველთესლოვნების მრავალფეროვნება.
Figure 30.4, on the next two pages, surveys the diversity of extant gymnosperms.
561245.
ბიოლოგია | თავი XXX
შიშველთესლოვანთა ევოლუცია.
Gymnosperm Evolution.
561246.
ბიოლოგია | თავი XXX
ნამარხი მასალების მიხედვით, გვიან დევონურ პერიოდში ზოგმა მცენარემ შეიძინა ის ადაპტაციები, რომლებიც თესლოვან მცენარეებს ახასიათებს.
Fossil evidence reveals that by the late Devonian period, some plants had begun to acquire some adaptations that characterize seed plants.
561247.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, Archaeopteris იყო ჰეტეროსპორული ხე, რომელსაც ჰქონდა მერქანი, თუმცა მას არ ჰქონდა თესლი.
For example, Archaeopteris was a heterosporous tree that produced wood. It did not, however, bear seeds.
561248.
ბიოლოგია | თავი XXX
უთესლო ჭურჭლოვან მცენარეთა ასეთ გარდამავალ სახეობებს ზოგჯერ პრო-შიშველთესლოვნებს უწოდებენ.
Such transitional species of seedless vascular plants are sometimes called progymnosperms.
561249.
ბიოლოგია | თავი XXX
პირველი თესლის მქონე მცენარეები, რომლებიც ნამარხ მასალებში ჩნდება, შიშველთესლოვნებია, რომელთა ასაკი დაახლოებით 360 მილიონი წელია ანუ 200 მილიონი წლით მეტი ფარულთესლოვანთა უძველესი ნამარხების ასაკზე.
The first seed-bearing plants to appear in the fossil record were gymnosperms dating from around 360 million years ago, more than 200 million years before the first angiosperm fossils.
561250.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს ადრეული შიშველთესლოვნები ამოწყდნენ ისევე, როგორც შიშველთესლოვანთა რამდენიმე უფრო გვიანდელი ხაზი.
These early gymnosperm species became extinct, along with several later gymnosperm lineages.
561251.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, კავშირი თესლოვან მცენარეთა გადაშენებულ და გადარჩენილ ხაზებს შორის გაურკვეველი რჩება, მაგრამ მორფოლოგიური და მოლეკულური მონაცემების საფუძველზე თესლოვან მცენარეთა გადარჩენილ ხაზებს ორ კლადად ყოფენ: შიშველთესლოვნებად და ფარულთესლოვნებად.
Although the relationships between extinct and surviving lineages of seed plants remain uncertain, morphological and molecular evidence places surviving lineages of seed plants into two clades: the gymnosperms and the angiosperms.
561252.
ბიოლოგია | თავი XXX
ადრეული შიშველთესლოვნები არსებობდნენ კარბონული პერიოდის ეკოსისტემებში, რომლებშიც კვლავაც დომინირებდნენ ლიკოფიტები, შვიტები, გვიმრები და სხვა უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეები.
Early gymnosperms lived in Carboniferous ecosystems still dominated by lycophytes, horsetails, ferns, and other seedless vascular plants.
561253.
ბიოლოგია | თავი XXX
კარბონული პერიოდი პერმულმა პერიოდმა შეცვალა, რომელშიც მშრალმა ჰავამ შიშველთესლოვნების გავრცელებას შეუწყო ხელი.
As the Carboniferous period gave way to the Permian, markedly warmer and drier climatic conditions favored the spread of gymnosperms.
561254.
ბიოლოგია | თავი XXX
ფლორა და ფაუნა ძლიერ შეიცვალა, რადგან ორგანიზმების მრავალი ჯგუფი გაქრა, სხვები კი უფრო მეტად გავრცელდნენ.
The flora and fauna changed dramatically, as many groups of organisms disappeared and others became prominent.
561255.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, ცვლილებები ზღვებში უფრო გამოკვეთილი იყო, მაგრამ ეს ცვლილებები შეეხო ხმელეთის ცოცხალ სამყაროსაც.
Though most pronounced in the seas, the changeover also affected terrestrial life.
561256.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ცხოველთა სამეფოში შემცირდა ამფიბიების მრავალფეროვნება და გამქრალი ამფიბიები ჩაანაცვლეს ქვეწარმავლებმა, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იყვნენ შეგუებული არიდულ პირობებს.
For example, in the animal kingdom, amphibians decreased in diversity and were replaced by reptiles, which were especially well adapted to the arid conditions.
561257.
ბიოლოგია | თავი XXX
ამის მსგავსად, ლიკოფიტები, შვიტები და გვიმრები, რომლებიც დომინირებდნენ კარბონული პერიოდის ჭაობებში, მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლეს შიშველთესლოვნებმა, რომლებიც უფრო უკეთ იყვნენ შეგუებული მშრალ ჰავას.
Similarly, the lycophytes, horsetails, and ferns that dominated the Carboniferous swamps were largely replaced by gymnosperms, which were more suited to the drier climate.
561258.
ბიოლოგია | თავი XXX
ისეთ შიშველთესლოვნებში, როგორიცაა ფიჭვი და ნაძვი, არიდული პირობებისადმი ადაპტაციებს შორისაა ნემსისებრი ფოთლები – წიწვები, რომლებსაც აქვს სქელი კუტიკულა და ზედაპირის შედარებით მცირე ფართობი.
In such gymnosperms as pines and firs, among the adaptations to arid conditions are their needle-shaped leaves, which have thick cuticles and relatively small surface areas.
561259.
ბიოლოგია | თავი XXX
მეცნიერთა შეფასებით პერმული პერიოდი დასრულდა 251 მილიონი წლის წინ და ეს იყო საზღვარი პალეოზოურ („ძველი სიცოცხლე“) და მეზოზოურ („შუა სიცოცხლე“) ერებს შორის.
Geologists consider the end of the Permian period, about 251 million years ago, to be the boundary between the Paleozoic ("old life") and Mesozoic ("new life") eras.
561260.
ბიოლოგია | თავი XXX
ცოცხალი სამყარო ძლიერ შეიცვალა მას შემდეგ, რაც შიშველთესლოვნები გაბატონდნენ ხმელეთის ეკოსისტემებში. ისინი ბატონობდნენ მთელი მეზოზოური ერის განმავლობაში და საკვების წყაროს ქმნიდნენ გიგანტური ფიტოფაგი დინოზავრებისთვის.
Life changed profoundly as gymnosperms dominated terrestrial ecosystems throughout the Mesozoic, serving as the food supply for giant herbivorous dinosaurs.