მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561261.
ბიოლოგია | თავი XXX
მეზოზოური ერა დასრულდა დინოზავრების უმეტესი ნაწილისა და ბევრი სხვა ჯგუფის მასობრივი ამოწყვეტით და მას შემდეგ დედამიწა თანდათან გაცივდა.
The Mesozoic era ended with mass extinctions of the dinosaurs and many other groups, and the planet gradually cooled.
561262.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, ფარულთესლოვნები ახლა ხმელეთის ეკოსისტემების უმეტესობაში დომინირებენ, მაგრამ მრავალი შიშველთესლოვანი დედამიწის ფლორის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.
Although angiosperms now dominate most terrestrial ecosystems, many gymnosperms remain an important part of Earth's flora.
561263.
ბიოლოგია | თავი XXX
უფრო დაწვრილებით ფიჭვის სასიცოცხლო ციკლის შესახებ.
A Closer Look at the Life Cycle of a Pine.
561264.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც ზემოთ ამავე თავში წაიკითხეთ, თესლოვანი მცენარეების ევოლუცია მოიცავდა სამ საკვანძო რეპროდუქციულ ადაპტაციას.
As you read earlier in the chapter, the evolution of seed plants included three key reproductive adaptations.
561265.
ბიოლოგია | თავი XXX
სპოროფიტის თაობის დომინირების გაძლიერებას.
The increasing dominance of the sporophyte generation.
561266.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლის, როგორც სასიცოცხლო ციკლის მდგრადი, გავრცელებადი სტადიის განვითარებას.
The advent of the seed as a resistant, dispersible stage in the life cycle.
561267.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრის, როგორც გამეტების შეხვედრისთვის საჭირო ჰაერით გავრცელებადი სამარჯვის ევოლუციას.
The evolution of pollen as an airborne agent that brings gametes together.
561268.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ადაპტაციების უკეთ გასაგებად გაარჩიეთ სურათი 30.6, რომელზეც მოცემულია ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი შიშველთესლოვნის სასიცოცხლო ციკლი.
To reinforce your understanding of these adaptations, study Figure 30.6, which shows the life cycle of a pine, one of the most familiar gymnosperms.
561269.
ბიოლოგია | თავი XXX
ფიჭვის ხე სპოროფიტია; მისი სპორანგიუმები განლაგებულია ქერცლისებრ წარმონაქმნებზე, რომლებიც მჭიდროდაა შეკრებილი გირჩებად.
The pine tree is the sporophyte; its sporangia are located on scalelike structures packed densely in cones.
561270.
ბიოლოგია | თავი XXX
ყველა თესლოვანი მცენარის მსგავსად წიწვიანები ჰეტეროსპორულია.
Like all seed plants, conifers are heterosporous.
561271.
ბიოლოგია | თავი XXX
წიწვიანებში სპორების ორი ტიპი სხვადასხვა გირჩაში წარმოიქმნება: პატარა სამტვრე გირჩებში და დიდ თესლკვირტებიან გირჩებში.
In conifers, the two types of spores are produced by separate cones: small pollen cones and large ovulate cones.
561272.
ბიოლოგია | თავი XXX
ფიჭვის სახეობათა უმეტესობაში ყოველ ხეს ორივე ტიპის გირჩები აქვთ.
In most pine species, each tree has both types of cones.
561273.
ბიოლოგია | თავი XXX
სამტვრე გირჩებში მიკროსპოროციტები (მიკროსპორების დედა უჯრედები) მეიოზით იყოფიან და ჰაპლოიდურ მიკროსპორებს წარმოშობენ.
In pollen cones, microsporocytes (microspore mother cells) undergo meiosis and produce haploid microspores.
561274.
ბიოლოგია | თავი XXX
თითოეული მიკროსპორა ვითარდება მტვრის მარცვლად, რომელიც მამრობით გამეტოფიტს შეიცავს.
Each microspore develops into a pollen grain containing a male gametophyte.
561275.
ბიოლოგია | თავი XXX
ფიჭვსა და სხვა წიწვიანებში ყვითელი მტვერი დიდი რაოდენობით თავისუფლდება, იგი ქარს გადააქვს და გზად ყველაფერი ამ ყვითელი მტვრით იფარება.
In pines and other conifers, the yellow pollen is released in large amounts and carried by the wind, dusting everything in its path.
561276.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლკვირტებიან გირჩებში მეგასპოროციტები (მეგასპორების დედა უჯრედები) მეიოზით იყოფიან და ჰაპლოიდურ მეგასპორებს წარმოშობენ.
Meanwhile, in ovulate cones, megasporocytes (megaspore mother cells) undergo meiosis and produce haploid megaspores.
561277.
ბიოლოგია | თავი XXX
გადარჩენილი მეგასპორები ვითარდებიან მდედრობით გამეტოფიტებად, რომლებიც სპორანგიუმებში რჩებიან.
Surviving megaspores develop into female gametophytes, which are retained within the sporangia.
561278.
ბიოლოგია | თავი XXX
მას შემდეგ რაც ხეზე ახალგაზრდა მტვერი და თესლკვირტებიანი გირჩები ჩნდება, მამრობითი და მდედრობითი გამეტოფიტების განვითარებას, შემდეგ მათ შეხვედრასა და განაყოფიერებული თესლკვირტიდან მომწიფებული თესლის განვითარებას სამი წელი სჭირდება.
From the time young pollen and ovulate cones appear on the tree, it takes nearly three years for the male and female gametophytes to be produced and brought together, and for mature seeds to form from the fertilized ovules.
561279.
ბიოლოგია | თავი XXX
შემდეგ თესლკვირტებიანი გირჩის ქერცლები ცალკევდება და თესლი ქარს გადააქვს.
The scales of each ovulate cone then separate, and the seeds travel on the wind.
561280.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლი, რომელიც ხელსაყრელ ადგილას ეშვება, ღვივდება და მისი ჩანასახიდან ღივი ვითარდება.
A seed that lands in a habitable place germinates, its embryo emerging as a pine seedling.