მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561281.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა რეპროდუქციული ადაპტაციები ყვავილი და ნაყოფია.
The reproductive adaptations of angiosperms include flowers and fruits.
561282.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილოვან მცენარეებად ცნობილი ფარულთესლოვნები თესლოვანი მცენარეებია, რომლებსაც ყვავილებად და ნაყოფებად ცნობილი რეპროდუქციული სტრუქტურები აქვთ.
Commonly known as flowering plants, angiosperms are seed plants that produce the reproductive structures called flowers and fruits.
561283.
ბიოლოგია | თავი XXX
სახელწოდება ფარულთესლოვანი (Angiospermae: ბერძნულიდან angion – სათავსო) იმაზე მიუთითებს, რომ თესლი მოთავსებულია ნაყოფებში ანუ მომწიფებულ თესლკვირტებში.
The name angiosperm (from the Greek angion, container) refers to seeds contained in fruits, the mature ovaries.
561284.
ბიოლოგია | თავი XXX
ამჟამად ფარულთესლოვნები ყველაზე მრავალფეროვანი და ფართოდ გავრცელებული მცენარეებია და ეს ჯგუფი 250,000- ზე მეტ სახეობას მოიცავს (მცენარეთა ყველა სახეობის 90%).
Today, angio-alvo sperms are the most diverse and widespread of all plants, with more than 250,000 species (about 90% of all plant species).
561285.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა ნიშან-თვისებები.
Characteristics of Angiosperms.
561286.
ბიოლოგია | თავი XXX
ყველა ფარულთესლოვანი გაერთიანებულია ერთ phylum Anthophyta (ბერძნულიდან anthos – ყვავილი).
All angiosperms are classified in a single phylum, Anthophyta (from the Greek anthos, flower).
561287.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა ევოლუციის განხილვამდე ყურადღებას გავამახვილებთ მათ საკვანძო ადაპტაციებზე – ყვავილებსა და ნაყოფებზე, და იმ როლზე, რომელსაც ეს ადაპტაციები ასრულებს ფარულთესლოვანთა სასიცოცხლო ციკლში.
Before considering the evolution of angiosperms, we will examine their key adaptations-flowers and fruits and the roles they play in the angiosperm life cycle.
561288.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილი არის ფარულთესლოვანთა სტრუქტურა, რომელიც სქესობრივი გამრავლების ორგანოა.
The flower is an angiosperm structure specialized for sexual reproduction.
561289.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა მრავალ სახეობაში მწერებს ან სხვა ცხოველებს გადააქვთ მტვერი ერთი ყვავილიდან მეორე ყვავილის მდედრობით სასქესო ორგანოზე, რაც დამტვერვას უფრო მიზანმიმართულს ხდის შიშველთესლოვანთა უმეტესობისთვის დამახასიათებელ, ქარზე დამოკიდებულ დამტვერვასთან შედარებით.
In many angiosperm species, insects or other animals transfer pollen from one flower to the female sex organs on another flower, which makes pollination more directed than the wind-dependent pollination of most gymnosperms.
561290.
ბიოლოგია | თავი XXX
თუმცა ზოგიერთი ფარულთესლოვანიც ქარით იმტვერება, კერძოდ, ასეთია სახეობები, რომლებიც მჭიდრო პოპულაციებს ქმნიან, მაგალითად, მარცვლოვნები და ხეების სახეობები ზომიერი სარტყლის ტყეებში.
However, some angiosperms are wind-pollinated, particularly those species that occur in dense populations, such as grasses and tree species in temperate forests.
561291.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილი არის სპეციალიზებული ყლორტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ფოთლის ორგანოებად წოდებული სახეცვლილი ანუ მოდიფიცირებული ფოთლების: ჯამის ფოთოლაკების, გვირგვინის ფურცლების, მტვრიანებისა და ნაყოფფოთლების ოთხამდე წრე.
A flower is a specialized shoot that can have up to four rings of modified leaves called floral organs: sepals, petals, stamens, and carpels.
561292.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილის ფუძესთან ყველაზე ახლოს განლაგებულია ჯამის ფოთოლაკები, რომლებიც, როგორც წესი, მწვანეა და გაშლამდე ფარავს ყვავილს (გაიხსენეთ ვარდის კოკორი).
Starting at the base of the flower are the sepals, which are usually green and enclose the flower before it opens (think of a rosebud).
561293.
ბიოლოგია | თავი XXX
ჯამის ფოთოლაკების ზემოთ განლაგებულია გვირგვინის ფურცლები, რომლებიც ყვავილების უმრავლესობაში კაშკაშა ფერისაა და მწერების მიზიდვას უწყობს ხელს.
Above the sepals are the petals, which are brightly colored in most flowers and aid in attracting pollinators.
561294.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილები, რომლებიც ქარით იმტვერება, როგორც წესი, კაშკაშა ფერის ნაწილებს მოკლებულია.
Flowers that are wind-pollinated, however, generally lack brightly colored parts.
561295.
ბიოლოგია | თავი XXX
ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურცლები ყვავილის სტერილური ორგანოებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უშუალოდ არაა ჩართული რეპროდუქციაში.
The sepals and petals are sterile floral organs, meaning that they are not directly involved in reproduction.
561296.
ბიოლოგია | თავი XXX
გვირგვინის ფურცლების წრით გარშემორტყმულია ფერტილური სპოროფილები – ყვავილის ორგანოები, რომლებიც სპორებს წარმოქმნის.
Within the whorl of petals are the fertile sporophylls, floral organs that produce spores.
561297.
ბიოლოგია | თავი XXX
სპოროფილების ორი წრე მტვრიანებისა და ნაყოფფოთლების წრეებია.
The two whorls of sporophylls are the stamens and carpels.
561298.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრიანები – მიკროსპოროფილები – წარმოშობენ მიკროსპორებს, რომლებიც დასაბამს აძლევენ მამრობითი გამეტოფიტების შემცველ მტვრის მარცვლებს.
Stamens, the microsporophylls, produce microspores that give rise to pollen grains containing male gametophytes.
561299.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრიანა შედგება ღეროსგან, რომელსაც ეწოდება მტვრიანას ძაფი და კიდური ანუ ტერმინალური პარკისგან, რომელსაც ეწოდება სამტვრე და რომელშიც მტვერი წარმოიქმნება.
A stamen consists of a stalk called the filament and a terminal sac, the anther, where pollen is produced.
561300.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფფოთლები მეგასპოროფილებია, რომლებიც წარმოქმნიან მეგასპორებსა და მათ პროდუქტებს – მდედრობით გამეტოფიტებს.
Carpels are the megasporophylls, which make megaspores and their products, female gametophytes.