მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561301.
ბიოლოგია | თავი XXX
ბევრ ფარულთესლოვანს აქვს მრავალნაყოფფოთლიანი ყვავილები.
Many angiosperms have flowers with multiple carpels.
561302.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფფოთლის წვერო არის წებოვანი დინგი, რომელიც იღებს მტვერს.
At the tip of the carpel is a sticky stigma that receives pollen.
561303.
ბიოლოგია | თავი XXX
სვეტი გადადის ნასკვში ნაყოფფოთლის ფუძესთან, რომელიც ერთ ან მეტ თესლკვირტს შეიცავს.
A style leads to the ovary at the base of the carpel, which contains one or more ovules.
561304.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ თესლკვირტი ნაყოფიერდება, იგი თესლად ვითარდება.
If fertilized, an ovule develops into a seed.
561305.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილის ორგანოების – ჯამის ფოთოლაკების, გვირგვინის ფურცლების, მტვრიანებისა და ნაყოფფოთლების – წრეები განლაგებულია ღეროს იმ ნაწილზე, რომელსაც ყვავილსაჯდომი ეწოდება.
The whorls of floral organs-sepals, petals, stamens, and carpels are attached to a part of the stem called the receptacle.
561306.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგიერთ ფარულთესლოვანს, როგორიცაა ბაღის არჯაკელი, აქვს ერთნაყოფფოთლიანი ყვავილები.
Some angiosperms, such as garden peas, have flowers with a single carpel.
561307.
ბიოლოგია | თავი XXX
სხვებს, როგორიცაა მაგნოლიები, აქვთ რამდენიმე განცალკევებული ნაყოფფოთოლი.
Others, such as magnolias, have several separate carpels.
561308.
ბიოლოგია | თავი XXX
სხვა სახეობებს, როგორიცაა შროშანები, აქვთ ორი ან მეტი შერწყმული ნაყოფფოთოლი, რომლებიც ჩვეულებრივ ქმნის თესლკვირტების შემცველ მრავალსაკნიან ნასკვს.
Still other species, such as lilies, have two or more fused carpels, usually forming an ovary with multiple ovule-containing chambers.
561309.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთ ნაყოფფოთოლს ან შერწყმული ნაყოფფოთლების ჯგუფს ბუტკო ეწოდება.
A single carpel or a group of fused carpels is sometimes called a pistil.
561310.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფი, როგორც წესი, მომწიფებული ნასკვია, თუმცა იგი შეიძლება შეიცავდეს ყვავილის სხვა ნაწილებსაც.
A fruit typically consists of a mature ovary, although it can include other flower parts as well.
561311.
ბიოლოგია | თავი XXX
განაყოფიერების შემდეგ თესლკვირტიდან თესლის განვითარებასთან ერთად სქელდება თესლკვირტის კედელი.
As seeds develop from ovules after fertilization, the wall of the ovary thickens.
561312.
ბიოლოგია | თავი XXX
ბარდის პარკი მაგალითია ნაყოფისა, რომელშიც თესლი (მომწიფებული თესლკვირტები) მომწიფებულ ნასკვშია (პარკშია) მოთავსებული.
A pea pod is an example of a fruit, with seeds (mature ovules, the peas) ercased in the ripened ovary (the pod).
561313.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფი იცავს მსვენებარე თესლს და ხელს უწყობს მის გავრცელებას.
Fruits protect dormant seeds and aid in their dispersal.
561314.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფი განვითარებას იწყებს მას შემდეგ, რაც დამტვერვა აღძრავს ნასკვის ზრდის გამომწვევ ჰორმონულ ცვლილებებს.
The fruit begins to develop after pollination triggers hormonal changes that cause the ovary to grow.
561315.
ბიოლოგია | თავი XXX
ნასკვის კედელი იქცევა პერიკარპიუმად – ნაყოფის გასქელებულ კედლად.
The wall of the ovary becomes the pericarp, the thickened wall of the fruit.
561316.
ბიოლოგია | თავი XXX
ნასკვის ზრდასთან ერთად, ყვავილის გარეთა ნაწილები ბევრ სახეობაში ჭკნება.
As the ovary grows, the other flower parts wither away in many plants.
561317.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ ყვავილი არ იმტვერება, ნაყოფი ჩვეულებრივ არ ვითარდება, ყვავილი მთლიანად ჭკნება და ვარდება.
If a flower is not pollinated, the fruit usually does not develop, and the entire flower withers and falls away.
561318.
ბიოლოგია | თავი XXX
მომწიფებული ნაყოფი შეიძლება იყოს წვნიანი ან მშრალი.
Mature fruits can be either fleshy or dry.
561319.
ბიოლოგია | თავი XXX
ფორთოხალი, მარწყვი და ყურძენი წვნიანი ნაყოფის მაგალითებია. წვნიან ნაყოფში პერიკარპიუმის ერთი ან მეტი შრე ნაყოფის მომწიფებისას რბილდება.
Oranges, strawberries, and grapes are examples of fleshy fruits, in which one or more pericarp layers become soft during ripening.
561320.
ბიოლოგია | თავი XXX
მშრალი ნაყოფის მაგალითებია პარკი, კაკალი და მარცვალი.
Dry fruits include beans, nuts, and grains.