მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561321.
ბიოლოგია | თავი XXX
მარცვლოვნების მშრალი, ქარით გავრცელებადი ნაყოფი, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ იღებენ, როცა იგი მცენარეზეა, ადამიანის კვების მთავარი პროდუქტია.
The dry, wind-dispersed fruits of grasses, harvested while on the plant, are major staple foods for humans.
561322.
ბიოლოგია | თავი XXX
ხორბლის, ბრინჯის, სიმინდისა და სხვა მარცვლოვანთა მარცვლები ერთი შეხედვით შეიძლება თესლად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაყოფია მშრალი პერიკარპიუმით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თესლის კანს.
The cereal grains of wheat, rice, maize, and other grasses are easily mistaken for seeds, but each is actually a fruit with a dry pericarp that adheres to the seed coat of the seed within.
561323.
ბიოლოგია | თავი XXX
მშრალი თესლის მომწიფება ნაყოფის ქსოვილების ასაკის მატებასა და გაშრობას გულისხმობს.
The ripening of a dry fruit involves the aging and drying out of the fruit tissues.
561324.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფების კატეგორიზაცია ასევე შეიძლება იმის მიხედვით, ისინი ერთი ნასკვიდან ვითარდება, მრავალი ნასკვიდან თუ ერთზე მეტი ყვავილიდან.
Fruits can also be categorized according to whether they develop from a single ovary, from multiple ovaries, or even from more than one flower.
561325.
ბიოლოგია | თავი XXX
38-ე თავში ყვავილის ნაყოფად გარდაქმნას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.
In Chapter 38, we will examine the transition from flower to fruit in more detail.
561326.
ბიოლოგია | თავი XXX
ნაყოფის სხვადასხვა სამარჯვი თესლის გავრცელებას ემსახურება.
Various fruit adaptations help disperse seeds.
561327.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგიერთი ყვავილოვანი მცენარის, როგორიცაა ბაბუაწვერა და ნეკერჩხალი, თესლი მოთავსებულია ნაყოფში, რომელიც ფრანის ან პროპელერის პრინციპით ვრცელდება ისეთი სამარჯვების მეშვეობით, რომლებიც ქარით გავრცელებას უწყობს ხელს.
The seeds of some flowering plants, such as dandelions and maples, are contained within fruits that function like kites or propellers, adaptations that enhance dispersal by wind.
561328.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგი მცენარის ნაყოფი, მაგალითად, ქოქოსის კაკალი, წყლით გავრცელებასაა შეგუებული.
Some, such as coconuts, are adapted to dispersal by water.
561329.
ბიოლოგია | თავი XXX
ბევრი ფარულთესლოვნის ნაყოფი ცხოველებით ვრცელდება.
And many angiosperms rely on animals to carry seeds.
561330.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგიერთი ასეთი მცენარის ნაყოფს აქვს კაუჭები, რომლებიც ეჭიდება ცხოველის ბალანს (ან ადამიანის ტანისამოსს).
Some of these plants have fruits modified as burrs that cling to animal fur (or the clothes of humans).
561331.
ბიოლოგია | თავი XXX
სხვა ყვავილოვნები წარმოქმნიან საკვებად ვარგის ნაყოფებს, რომლებიც მომწიფებისას ჩვეულებრივ ყუათიანი, ტკბილი და კაშკაშა ფერისაა.
Other angiosperms produce edible fruits, which are usually nutritious, sweet tasting, and vividly colored, advertising their ripeness.
561332.
ბიოლოგია | თავი XXX
როცა ცხოველი ნაყოფს ჭამს, იგი ნაყოფის წვნიან ნაწილს ინელებს, მკვრივი თესლი კი ჩვეულებრივ დაუზიანებლად გადის ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
When an animal eats the fruit, it digests the fruit's fleshy part, but the tough seeds usually pass unharmed through the animal's digestive tract.
561333.
ბიოლოგია | თავი XXX
ცხოველმა ამ გზით შეიძლება თესლი შორს გადაიტანოს და მომავალი მცენარე სასუქითაც უზრუნველყოს.
Anirnals may deposit the seeds, along with a supply of fertilizer, miles from where the fruit was eaten.
561334.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა სასიცოცხლო ციკლი.
The Angiosperm Life Cycle.
561335.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა ტიპური სასიცოცხლო ციკლი ნაჩვენებია სურათზე 30.10-ზე.
A typical angiosperm life cycle is shown in Figure 30.10, on the next page.
561336.
ბიოლოგია | თავი XXX
სპოროფიტის ყვავილი წარმოშობს მიკროსპორებს, რომლებიდანაც ვითარდება მამრობითი გამეტოფიტები და მეგასპორებს, რომლებიდანაც ვითარდება მდედრობითი გამეტოფიტები.
The flower of the sporophyte produces microspores that form male gametophytes and megaspores that form female gametophytes.
561337.
ბიოლოგია | თავი XXX
მამრობითი გამეტოფიტები მტვრის მარცვლებშია, რომლებიც სამტვრეს მიკროსპორანგიუმებში ვითარდება.
The male gametophytes are in the pollen grains, which develop within microsporangia in the anthers.
561338.
ბიოლოგია | თავი XXX
ყოველ მტვრის მარცვალს აქვს ორი ჰაპლოიდური უჯრედი: გენერაციული უჯრედი, რომელიც იყოფა და ორ სპერმას წარმოშობს და სამტვრე მილის უჯრედი, რომელიც სამტვრე მილს წარმოშობს.
Each pollen grain has two haploid cells: a generative cell that divides, forming two sperm, and a tube cell that produces a pollen tube.
561339.
ბიოლოგია | თავი XXX
თითოეული თესლკვირტი, რომელიც ნასკვში ვითარდება, შეიცავს მდედრობით გამეტოფიტს, რომელსაც ასევე ჩანასახის პარკი ეწოდება.
Each ovule, which develops in an ovary, contains a female gametophyte, also known as an embryo sac.
561340.
ბიოლოგია | თავი XXX
ჩანასახის პარკი შედგება მხოლოდ რამდენიმე უჯრედისგან, რომელთაგან ერთ-ერთი კვერცხუჯრედია.
The embryo sac consists of only a few cells, one of which is the egg.