მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561341.
ბიოლოგია | თავი XXX
38-ე თავში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ გამეტოფიტის განვითარებას.
Chapter 38 will discuss gametophyte development in more detail.
561342.
ბიოლოგია | თავი XXX
სამტვრედან გათავისუფლების შემდეგ მტვერი ხვდება ბუტკოს წებოვან დინგზე.
After its release from the anther, the pollen is carried to the sticky stigma at the tip of a carpel.
561343.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, ზოგიერთი მცენარის ყვავილი თვითდამტვერავია, მაგრამ უმრავლესობას აქვს ჯვარედინი დამტვერვის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ჯვარედინი დამტვერვა გულისხმობს მტვრის გადატანას ერთი მცენარის ყვავილის სამტვრედან იმავე სახეობის სხვა მცენარის ყვავილის ბუტკოს დინგზე.
Although some flowers self-pollinate, most have mechanisms that ensure crosspollination, which in angiosperms is the transfer of pollen from an anther of a flower on one plant to the stigma of a flower on another plant of the same species.
561344.
ბიოლოგია | თავი XXX
ჯვარედინი დამტვერვა გენეტიკურ ვარიაბელობას უწყობს ხელს.
Cross-pollination enhances genetic variability.
561345.
ბიოლოგია | თავი XXX
ზოგ შემთხვევაში ერთი ყვავილის მტვრიანები და ბუტკოები სხვადასხვა დროს მწიფდება ან ისინი შეიძლება ისე იყოს განლაგებული, რომ მცირდება თვითდამტვერვის ალბათობა.
In some cases, stamens and carpels of a single flower may mature at different times, or they may be so arranged that self-pollination is unlikely.
561346.
ბიოლოგია | თავი XXX
მტვრის მარცვალი ღვივდება მას შემდეგ, რაც ის ბუტკოს დინგს მიეწებება.
The pollen grain germinates after it adheres to the stigma of a carpel.
561347.
ბიოლოგია | თავი XXX
ახლა ის უკვე მომწიფებული მამრობითი გამეტოფიტია და მას უვითარდება სამტვრე მილი, რომელიც იწყებს გზის გაკვლევას ბუტკოს სვეტში.
Now a mature male gametophyte, it extends a pollen tube that grows down within the style of the carpel.
561348.
ბიოლოგია | თავი XXX
მიაღწევს რა ნასკვს, სამტვრე მილი გადის მიკროპილეში – თესლკვირტის ინტეგუმენტის ხვრელში და სპერმის ორ უჯრედს ათავისუფლებს მდედრობით გამეტოფიტში (ჩანასახის პარკში).
After reaching the ovary, the pollen tube penetrates through the micropyle, a pore in the integuments of the ovule, and discharges two sperm cells into the female gametophyte (embryo sac).
561349.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთი სპერმა ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, რის შედეგადაც დიპლოიდური ზიგოტა მიიღება.
One sperm fertilizes the egg, forming a diploid zygote.
561350.
ბიოლოგია | თავი XXX
მეორე სპერმა ერწყმის ორ ბირთვს მდედრობითი გამეტოფიტის დიდ ცენტრალურ უჯრედში.
The other sperm fuses with the two nuclei in the large central cell of the female gametophyte.
561351.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს ორმაგი განაყოფიერება მხოლოდ ფარულთესლოვნებისთვისაა დამახასიათებელი.
This type of double fertilization is unique to angiosperms.
561352.
ბიოლოგია | თავი XXX
ორმაგი განაყოფიერების შემდეგ თესლკვირტი თესლად ვითარდება.
After double fertilization, the ovule matures into a seed.
561353.
ბიოლოგია | თავი XXX
ზიგოტა ვითარდება სპოროფიტის ჩანასახად რუდიმენტული ფესვითა და ჩანასახის ერთი ან ორი ფოთლით, რომლებსაც ლებნები ეწოდება.
The zygote develops into a sporophyte embryo with a rudimentary root and one or two seed leaves called cotyledons.
561354.
ბიოლოგია | თავი XXX
მდედრობითი გამეტოფიტის ცენტრალური უჯრედის ბირთვი იყოფა და მდედრობითი გამეტოფიტი ენდოსპერმად – სახამებლითა და სხვა სამარაგო საკვები ნივთიერებებით მდიდარ ქსოვილად ვითარდება.
The nucleus of the central cell of the female gametophyte divides repeatedly and develops into endosperm, tissue rich in starch and other food reserves.
561355.
ბიოლოგია | თავი XXX
რა არის ორმაგი განაყოფიერების ფუნქცია ფარულთესლოვნებში?
What is the function of double fertilization in angiosperms?
561356.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ორმაგი განაყოფიერება ახდენს თესლში საკვების მარაგის ჩამოყალიბების სინქრონიზაციას ჩანასახის განვითარებასთან.
One hypothesis is that double fertilization synchronizes the development of food storage in the seed with the development of the embryo.
561357.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ ესა თუ ის ყვავილი არ იმტვერება ან სპერმა არ ხვდება ჩანასახის პარკში, განაყოფიერება არ ხდება და არ ვითარდება არც ენდოსპერმი და არც ჩანასახი.
If a particular flower is not pollinated or sperm cells are not discharged into the embryo sac, fertilization does not occur, and neither endosperm nor embryo forms.
561358.
ბიოლოგია | თავი XXX
ასე რომ, ალბათ ორმაგი განაყოფიერება არის შეგუება, რომელიც თავიდან აცილებს ყვავილოვან მცენარეს საკვები ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვას გაუნაყოფიერებელი თესლკვირტების განვითარებაზე.
So perhaps double fertilization is an adaptation that prevents flowering plants from squandering nutrients on infertile ovules.
561359.
ბიოლოგია | თავი XXX
ორმაგი განაყოფიერების კიდევ ერთი ტიპი დამახასიათებელია ზოგიერთი შიშველთესლოვნისთვის ფილუმიდან Gnetophyta.
Another type of double fertilization occurs in some gymnosperm species belonging to phylum Gnetophyta.
561360.
ბიოლოგია | თავი XXX
თუმცა ამ სახეობებში ორმაგი განაყოფიერების შედეგად მიიღება ორი ჩანასახი და არა ჩანასახი და ენდოსპერმი.
However, in these species double fertilization gives rise to two embryos rather than to an embryo and endosperm.