მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561361.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს განსხვავება იმაზე მეტყველებს, რომ ორმაგი განაყოფიერება ფარულთესლოვნებსა და შიშველთესლოვნებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდა.
This difference indicates that double fertilization evolved independently in angiosperms and gymnosperms.
561362.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც უკვე იცით, თესლი შედგება ჩანასახის, ენდოსპერმის, სპორანგიუმის ნაშთებისა და ინტეგუმენტებიდან განვითარებული თესლის გარსისგან.
As you read earlier, the seed consists of the embryo, endosperm, remnants of the sporangium, and a seed coat derived from the integuments.
561363.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლკვირტებიდან თესლის განვითარებასთან ერთად, ნასკვი ვითარდება ნაყოფად.
An ovary develops into a fruit as its ovules become seeds.
561364.
ბიოლოგია | თავი XXX
გავრცელების შემდეგ, თესლი შეიძლება გაღვივდეს, თუ გარემო პირობები ხელსაყრელია.
After being dispersed, a seed may germinate if environmental conditions are favorable.
561365.
ბიოლოგია | თავი XXX
გარსი სკდება და ჩანასახი გარეთ გამოდის – ამის შემდეგ იგი უკვე ღივია, რომელიც იყენებს ენდოსპერმსა და ლებნებში არსებულ საკვებ ნივთიერებებს.
The coat ruptures and the embryo emerges as a seedling, using food stored in the endosperm and cotyledons.
561366.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა ევოლუცია.
Angiosperm Evolution.
561367.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა წარმოშობისა და ევოლუციის დეტალების დადგენა, რასაც ჩარლზ დარვინმა ,,საშინელი საიდუმლო” უწოდა, დიდ ამოცანებს აყენებს ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტების წინაშე.
Clarifying the origin and diversification of angiosperms-what Charles Darwin once called an "abominable mystery"-poses fascinating challenges to evolutionary biologists.
561368.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვნები წარმოიშვნენ სულ მცირე, 140 მილიონი წლის წინ და გვიანი მეზოზოური ერის განმავლობაში საერთო წინაპარი კლადას ძირითადი განშტოებების მიმართულებით განვითარდნენ.
Angiosperms originated at least 140 million years ago, and during the late Mesozoic, the major branches of the clade diverged from their common ancestor.
561369.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგრამ ხმელეთის ბევრ ეკოსისტემაში ბატონობა ფარულთესლოვნებმა მხოლოდ მეზოზოური ერის ბოლოს დაიწყეს.
But it was not until the end of the Mesozoic that angiosperms began to dominate many terrestrial ecosystems.
561370.
ბიოლოგია | თავი XXX
ლანდშაფტები ძლიერ შეიცვალა მას შემდეგ, რაც წიწვიანებმა, საგოვანებმა და სხვა შიშველთესლოვნებმა გზა დაუთმეს ყვავილოვან მცენარეებს დედამიწის მრავალ ნაწილში.
Landscapes changed dramatically as conifers, cycads, and other gymnosperms gave way to flowering plants in many parts of the world.
561371.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილებითა და ნაყოფებით ფარულთესლოვნები ძლიერ განსხვავდებიან თანამედროვე თუ ნამარხი შიშველთესლოვნებისგან, რაც მათ წარმოშობას ამოუცნობს ხდის.
With their flowers and fruits, angiosperms are profoundly different from living or fossil gymnosperms, which makes their origins puzzling.
561372.
ბიოლოგია | თავი XXX
იმის გასაგებად, როგორ გაჩნდა ფარულთესლოვნის აგებულების თავისებურებები, მეცნიერები სწავლობენ ახლად აღმოჩენილ ნამარხებს და განვითარებასთან დაკავშირებულ გენებს, რომლებიც ყვავილებისა და ფარულთესლოვანთა სხვა ინოვაციების საფუძველია.
To understand how the angiosperm body plan emerged, scientists are studying newly discovered fossils and developmental genes that underlie flowers and other angiosperm innovations.
561373.
ბიოლოგია | თავი XXX
ნამარხი ფარულთესლოვნები.
Fossil Angiosperms.
561374.
ბიოლოგია | თავი XXX
1990-იანი წლების დასასრულს, ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს საინტერესო ნამარხი ფარულთესლოვნები, რომელთა ასაკი 125 მილიონი წელია.
In the late 1990s, scientists in China discovered some intriguing fossils of 125-million-year-old angiosperms.
561375.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ნამარხებს, რომლებსაც უწოდეს Archaefructus liaoningensis და Archaefructus sinensis, აქვთ შეძენილი და პრიმიტიული ნიშნები.
These fossils, now named Archaefructus liaoningensis and Archaefructus sinensis, display both derived and primitive traits.
561376.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, A. sinensis-ს აქვს სამტვრეები და ასევე თესლი დახურულ ნაყოფფოთლებში, მაგრამ არ აქვს ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურცლები.
A. sinensis, for example, has anthers and has seeds inside closed carpels but lacks petals and sepals.
561377.
ბიოლოგია | თავი XXX
2002 წელს მეცნიერებმა დაასრულეს A. sinensis-ის ფილოგენეტიკური შედარება 173 თანამედროვე მცენარესთან.
In 2002, scientists completed a phylogenetic comparison of A. sinensis with 173 living plants.
561378.
ბიოლოგია | თავი XXX
A. liaoningensis ამ მხრივ არ შეისწავლეს, რადგან მისი ნამარხები ისე კარგად არ არის შემონახული, როგორც A. sinensis-ისა.
A. liaoningensis was not included because its fossils are not as well preserved.
561379.
ბიოლოგია | თავი XXX
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მცენარეთა ყველა ცნობილი ნამარხიდან Archaefructus-ი ყველა თანამედროვე ფარულთესლოვნის ყველაზე ახლო ნათესავია.
The researchers concluded that among all known plant fossils, Archaefructus is the most closely related to all living angiosperms.
561380.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ Archaefructus მართლაც ,,პროტო-ფარულთესლოვანია”, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყვავილოვან მცენარეთა წინაპრები ბალახოვანი და არა მერქნიანი მცენარეები იყვნენ.
If Archaefructus is indeed a "proto-angiosperm," that would suggest that the ancestors of flowering plants were herbaceous rather than woody.