მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561401.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ერთლებნიანებს, როგორც წესი, აქვთ ფოთლის პარალელური ძარღვები (გაიხსენეთ მარცვლოვნის ფოთოლი), ხოლო ორლებნიანთა უმეტესობას აქვს ბადისებურად დაძარღვული ფოთლები (გაიხსენეთ მუხის ფოთოლი).
For example, monocots typically have parallel leaf veins (think of a grass blade), while the veins of most dicots have a netlike pattern (think of an oak leaf).
561402.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთლებნიანთა მაგალითებია პალმები და კულტურული მარცვლოვნები, როგორიცაა სიმინდი, ხორბალი და ბრინჯი.
Some examples of monocots are orchids, palms, and grain crops such as maize, wheat, and rice.
561403.
ბიოლოგია | თავი XXX
ორლებნიანთა ზოგიერთი მაგალითია ვარდი, ბარდა, მზესუმზირა და ნეკერჩხალი.
Some examples of dicots are roses, peas, sunflowers, and maples.
561404.
ბიოლოგია | თავი XXX
დნმ-ის ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფარულთესლოვნების დაყოფა ერთლებნიანებად და ორლებნიანებად მთლიანად არ ასახავს არსებულ ევოლუციურ კავშირებს.
Recent DNA studies, however, indicate that the monocotdicot distinction likely does not completely reflect evolutionary relationships.
561405.
ბიოლოგია | თავი XXX
თანამედროვე კვლევების შედეგები მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ერთლებნიანები ქმნიან კლადს, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს, რომ დანარჩენი ფარულთესლოვნები მონოფილეტური არ არიან.
Current research supports the view that monocots form a clade but reveals that the remaining angiosperm species are not monophyletic.
561406.
ბიოლოგია | თავი XXX
ტრადიციულად ორლებნიანებად წოდებული სახეობების უმეტესობა კლადას ქმნის და მათ ამჟამად ჭეშმარიტ ორლებნიანებს უწოდებენ. სხვები რამდენიმე მცირე ხაზადაა გაყოფილი.
The vast majority of species traditionally called dicots do form a clade, now known as eudicots ("true" dicots), but the others are now divided into several small lineages.
561407.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ხაზებიდან სამს არაფორმალურად ეწოდება ფუძე ფარულთესლოვნები, რადგან ისინი, როგორც ჩანს, მოიცავენ უძველესი ხაზების ყვავილოვან მცენარეებს.
Three of these lineages are informally called basal angiosperms because they appear to include the flowering plants belonging to the oldest lineages.
561408.
ბიოლოგია | თავი XXX
კიდევ ერთი ხაზი, რომელსაც მაგნოლიიდებს უწოდებენ, უფრო გვიან განვითარდა.
Another lineage, known as the magnoliids, evolved later.
561409.
ბიოლოგია | თავი XXX
სურათზე 30.12 ფარულთესლოვანთა მრავალფეროვნებაა გადმოცემული.
Figure 30.12 provides an overview of angiosperm diversity.
561410.
ბიოლოგია | თავი XXX
ევოლუციური კავშირები ფარულთესლოვნებსა და ცხოველებს შორის.
Evolutionary Links Between Angiosperms and Animals.
561411.
ბიოლოგია | თავი XXX
მას შემდეგ, რაც ცხოველებმა ხმელეთი დაიპყრეს, ისინი გავლენას ახდენდნენ ხმელეთის მცენარეების ევოლუციაზე და პირიქით.
Ever since they colonized land, animals have influenced the evolution of terrestrial plants, and vice versa.
561412.
ბიოლოგია | თავი XXX
ტყეში მიწაზე მხოხავმა ცხოველებმა შექმნეს ხელსაყრელი პირობები მცენარეებისთვის, რომელთა სპორები და გამეტოფიტები მიწის ზედაპირიდან დაშორებული იყო.
Animals crawling on the forest floor created a selective pressure favoring plants that kept their spores and gametophytes off the ground, out of easy reach of most animals.
561413.
ბიოლოგია | თავი XXX
ასეთმა ტენდენციამ მცენარეებში, შესაძლებელია, ხელი შეუწყო მფრინავი მწერების ევოლუციას.
This trend in plants may in turn have favored the evolution of flight in insects.
561414.
ბიოლოგია | თავი XXX
სახეობებს შორის ორმხრივი ევოლუციური გავლენის ეს ტიპი ხშირად ორივე პარტნიორისთვის მომგებიანია.
This type of mutual evolutionary influence between species is often advantageous for both partners.
561415.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, მას შემდეგ, რაც ფარულთესლოვნებს განუვითარდათ ყვავილი და ნაყოფი, ცხოველებმა დაიწყეს მათი მტვრისა და თესლის გავრცელება.
For example, as flowers and fruits evolved in angiosperms, some animals helped plants by dispersing their pollen and seeds.
561416.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვნებში ყვავილისა და ნაყოფის განვითარება ცხოველებისთვისაც მომგებიანი იყო, რადგან ისინი იკვებებოდნენ მცენარის ნექტრით, თესლითა და ნაყოფით.
Meanwhile, the animals received a benefit as they ate the plants' nectars, seeds, and fruits.
561417.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორც ჩანს, მცენარისა და მისი დამმტვერავის ურთიერთობამ ხელი შეუწყო ფარულთესლოვნებისა და ცხოველების მრავალფეროვნების ზრდას.
Plant-pollinator relationships have likely played a role in increasing angiosperm and animal diversity.
561418.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ურთიერთობათა უკიდურესი გამოვლინებაა, როცა ყვავილოვანი მცენარის ამა თუ იმ სახეობას მტვერავს მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობის ცხოველი.
The most extreme of these relationships is between an individual species of flower that can only be pollinated by a single animal species.
561419.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, მადაგასკარზე ჯადვარის ერთ-ერთ სახეობას აქვს 11 დუიმის სიგრძის სანექტრე და მის ნექტარს შეიძლება მისწვდეს მხოლოდ 11 დუიმის სიგრძის ხორთუმის მქონე პეპელა!
In Madagascar, for example, one species of orchid has an 11-inch-long nectary, so the nectar can only be consumed by a moth with an 11-inch-long proboscis!
561420.
ბიოლოგია | თავი XXX
ასეთ შეუღლებული ადაპტაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთდამოკიდებულ ანუ რეციპროკულ გენეტიკურ ცვლილებებზე ორ სახეობაში, საუბრობენ, როგორც კოევოლუციაზე, რომელსაც 53-ე თავში განვიხილავთ.
Such linked adaptations, involving reciprocal genetic change in two species, are described as coevolution, as we will discuss further in Chapter 53.