მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563141.
ბინდი | თავი I
მის თვალებში ამოვიკითხე, როგორ უჭირდა ამ პირობის მოცემა.
But I could see the sacrifice in her eyes behind the promise.
563142.
ბინდი | თავი I
– ჩემზე ნუ იდარდებ, – დავამშვიდე, – კარგად ვიქნები. მიყვარხარ, დედიკო.
"Don't worry about me," I urged. "It'll be great. I love you, Mom".
563143.
ბინდი | თავი I
გულში ძლიერად ჩამიკრა.
She hugged me tightly.
563144.
ბინდი | თავი I
ის წავიდა, მე კი თვითმფრინავში ავედი.
I got on the plane, and she was gone.
563145.
ბინდი | თავი I
ფენიქსიდან სიეტლამდე ოთხი საათი უნდა იფრინო, იქიდან პატარა თვითმფრინავით – ერთი საათი პორტ-ანჯელესამდე და კიდევ ერთი საათი მანქანით – ფორკსამდე.
It's a four-hour flight from Phoenix to Seattle, another hour in a small plane up to Port Angeles, and then an hour drive back down to Forks.
563146.
ბინდი | თავი I
ფრენა იმდენად არ მაწუხებდა, რამდენადაც ჩარლისთან ერთად მანქანაში გასატარებელი ერთი საათი.
Flying doesn't bother me, the hour in the car with Charlie, though, I was a little worried about.
563147.
ბინდი | თავი I
მართლა უხაროდა, მასთან ცხოვრებას რომ ვაპირებდი, თანაც განუსაზღვრელი ვადით.
He seemed genuinely pleased that I was coming to live with him with any degree of permanence.
563148.
ბინდი | თავი I
ადგილობრივ სკოლაში უკვე ჩემი დარეგისტრირებაც მოესწრო და მანქანის შოვნასაც მპირდებოდა.
He'd already gotten me registered for high school and was going to help me get a car.
563149.
ბინდი | თავი I
ჩარლისთან ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს.
But it was sure to be awkward with Charlie.
563150.
ბინდი | თავი I
მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არც ერთი არ ვართ, ახლა კი საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, რა თემაზე უნდა გვესაუბრა.
Neither of us was what anyone would call verbose, and I didn't know what there was to say regardless.
563151.
ბინდი | თავი I
ვიცოდი, რომ ძალიან გააოცა, უფრო მეტიც, დააბნია ჩემმა გადაწყვეტილებამ, რადგან დედაჩემის მსგავსად, არც მე დამიმალავს ოდესმე ფორკსის მიმართ სიძულვილი.
I knew he was more than a little confused by my decision — like my mother before me, I hadn't made a secret of my distaste for Forks.
563152.
ბინდი | თავი I
ნამდვილ მზიან დარს დავემშვიდობე.
I'd already said my goodbyes to the sun.
563153.
ბინდი | თავი I
ჩარლი თავისი საპატრულო კრუიზერით მელოდებოდა.
Charlie was waiting for me with the cruiser.
563154.
ბინდი | თავი I
ასეც ვიცოდი.
This I was expecting, too.
563155.
ბინდი | თავი I
ფორკსის მოსახლეობისთვის ჩარლი „პოლიციის უფროსი სუონია“.
Charlie is Police Chief Swan to the people of Forks.
563156.
ბინდი | თავი I
ტრაპზე ჩასვლისას წავიბორძიკე.
I stumbled my way off the plane.
563157.
ბინდი | თავი I
– მიხარია შენი დანახვა, ბელს.
"It's good to see you, Bells".
563158.
ბინდი | თავი I
დიდად არ შეცვლილხარ.
You haven't changed much.
563159.
ბინდი | თავი I
რენე როგორ არის? – დედა კარგადაა.
"How's Renée?" "Mom's fine".
563160.
ბინდი | თავი I
მეც მიხარია შენი ნახვა, მამა.
"It's good to see you, too, Dad".