მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563201.
ბინდი | თავი I
მეორე სართულზე მდებარე ერთადერთი სააბაზანოს გაყოფა ალბათ ჩარლისთან მომიწევდა.
There was only one small bathroom at the top of the stairs, which I would have to share with Charlie.
563202.
ბინდი | თავი I
როგორმე ამ ფაქტსაც უნდა შევგუებოდი.
I was trying not to dwell too much on that fact.
563203.
ბინდი | თავი I
ჩარლის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ თავს არ გაბეზრებს.
One of the best things about Charlie is he doesn't hover.
563204.
ბინდი | თავი I
კარგია მარტოობა, ზრდილობის გულისთვის უაზროდ რომ არ იღიმები, უბრალოდ შესცქერი ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების წკაპუნს და მოურიდებლად იცრემლები.
It was nice to be alone, not to have to smile and look pleased; a relief to stare dejectedly out the window at the sheeting rain and let just a few tears escape.
563205.
ბინდი | თავი I
ტირილის გუნებაზე ჯერ არ ვიყავი.
I wasn't in the mood to go on a real crying jag.
563206.
ბინდი | თავი I
ამას ღამისთვის შემოვინახავდი, როცა მეორე დილაზე დავიწყებდი ფიქრს.
I would save that for bedtime, when I would have to think about the coming morning.
563207.
ბინდი | თავი I
აქ თითქმის ყველა მოსწავლე ბავშვობიდან ერთად იზრდებოდა, მათმა ბებია-ბაბუებმაც კი ერთად აიდგეს ფეხი.
All of the kids here had grown up together — their grandparents had been toddlers together.
563208.
ბინდი | თავი I
ისე, მართლა ფენიქსელ გოგოს რომ ვმგვანებოდი, ამ უპირატესობას საჩემოდ გამოვიყენებდი.
Maybe, if I looked like a girl from Phoenix should, I could work this to my advantage.
563209.
ბინდი | თავი I
აბურდული, სველი თმის ვარცხნისას სარკეში ჩავიხედე.
I looked at my face in the mirror as I brushed through my tangled, damp hair.
563210.
ბინდი | თავი I
შეიძლება განათების ბრალი იყო, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს სახეზე მოყვითალო, ავადმყოფური ფერი დამკრავდა.
Maybe it was the light, but already I looked sallower, unhealthy.
563211.
ბინდი | თავი I
სარკეში ჩემი ფერმკრთალი ანარეკლის შეთვალიერებისას ვაღიარე, რომ თავს ვიტყუებდი.
Facing my pallid reflection in the mirror, I was forced to admit that I was lying to myself.
563212.
ბინდი | თავი I
ჩემი ასაკის ადამიანებთან საერთოს ვერასდროს ვპოულობდი.
I didn't relate well to people my age.
563213.
ბინდი | თავი I
თვით დედაჩემთან, ამქვეყნად უახლოეს ადამიანთანაც, არასოდეს მქონია ჰარმონიული ურთიერთობა.
Even my mother, who I was closer to than anyone else on the planet, was never in harmony with me.
563214.
ბინდი | თავი I
თუმცა, მიზეზი ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევია, მთავარი ეფექტია.
But the cause didn't matter. All that mattered was the effect.
563215.
ბინდი | თავი I
ტირილით კი გული ვიჯერე, მაგრამ ღამით მაინც ცუდად მეძინა.
I didn't sleep well that night, even after I was done crying.
563216.
ბინდი | თავი I
ჯერ საბანი წავიფარე, მერე თავი ბალიშის ქვეშ შევრგე.
I pulled the faded old quilt over my head, and later added the pillow, too.
563217.
ბინდი | თავი I
ჩარლისთან საუზმემ წყნარად ჩაიარა.
Breakfast with Charlie was a quiet event.
563218.
ბინდი | თავი I
სკოლაში წარმატებები მისურვა.
He wished me good luck at school.
563219.
ბინდი | თავი I
მადლობა გადავუხადე, თუმცა ვიცოდი, რომ მის სურვილებს ახდენა არ ეწერა.
I thanked him, knowing his hope was wasted.
563220.
ბინდი | თავი I
არაფერი შეცვლილიყო.
Nothing was changed.