მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563241.
ბინდი | თავი I
– იზაბელა სუონი ვარ, – გავეცანი მე და მაშინვე შევამჩნიე, როგორ გაუბრწყინდა თვალები.
"I'm Isabella Swan," I informed her, and saw the immediate awareness light her eyes.
563242.
ბინდი | თავი I
მაგიდაზე მიყრილ-მოყრილი საქაღალდეები მიმოქექა.
She dug through a precariously stacked pile of documents on her desk.
563243.
ბინდი | თავი I
– აი, თქვენი ცხრილი და სკოლის რუკა.
"I have your schedule right here, and a map of the school".
563244.
ბინდი | თავი I
მან რამდენიმე ფურცელი გადმომაწოდა დახლს უკნიდან.
She brought several sheets to the counter.
563245.
ბინდი | თავი I
რუკაზე მიჩვენა, რომელ საკლასო ოთახში რა საგნები ტარდებოდა, და ფორმულარი მომცა, რომელზეც ყველა მასწავლებელს უნდა მოეწერა ხელი და გაკვეთილების შემდეგ, შევსებული, ისევ მასთან უნდა მიმეტანა.
She went through my classes for me, highlighting the best route to each on the map, and gave me a slip to have each teacher sign, which I was to bring back at the end of the day.
563246.
ბინდი | თავი I
ბოლოს ღიმილით მითხრა, იმედია, ჩარლის მსგავსად, შენც ძალიან შეგიყვარდება აქაურობაო და დამემშვიდობა.
She smiled at me and hoped, like Charlie, that I would like it here.
563247.
ბინდი | თავი I
პასუხად, რაც შემეძლო, კეთილად გავუღიმე.
I smiled back as convincingly as I could.
563248.
ბინდი | თავი I
ძალიან მესიამოვნა, რომ სხვებსაც არაფრით გამორჩეული, ძველი მანქანები ჰყავდათ.
I was glad to see that most of the cars were older like mine, nothing flashy.
563249.
ბინდი | თავი I
აქ ყველაზე მდიდრულად ლაპლაპა „ვოლვო“ გამოიყურებოდა.
The nicest car here was a shiny Volvo.
563250.
ბინდი | თავი I
იმედი მქონდა, მთელ დღეს ცხვირწინ რუკააფარებულს არ მომიწევდა სიარული.
Hopefully, I wouldn't have to walk around with it stuck in front of my nose all day.
563251.
ბინდი | თავი I
მერე ყველაფერი ჩანთაში ჩავტენე, ჩანთა მხარზე მოვიგდე და ღრმად ჩავისუნთქე.
I stuffed everything in my bag, slung the strap over my shoulder, and sucked in a huge breath.
563252.
ბინდი | თავი I
„მე ამას შევძლებ, – ჩავჩიჩინებდი თავს, – არ შემჭამენ“.
I can do this, I lied to myself feebly. No one was going to bite me.
563253.
ბინდი | თავი I
ბოლოს და ბოლოს, მხნეობა მოვიკრიბე და მანქანიდან გადმოვედი.
I finally exhaled and stepped out of the truck.
563254.
ბინდი | თავი I
როცა თინეიჯერების ჯგუფს ჩავუარე, სახე კაპიუშონში ჩავმალე.
I kept my face pulled back into my hood as I walked to the sidewalk, crowded with teenagers.
563255.
ბინდი | თავი I
კაფეტერიას შემოვუარე და მესამე კორპუსიც გამოჩნდა.
Once I got around the cafeteria, building three was easy to spot.
563256.
ბინდი | თავი I
თეთრ ფასადზე დიდი #3-იანი ეწერა.
A large black "3" was painted on a white square.
563257.
ბინდი | თავი I
საკლასო ოთახი პატარა იყო.
The classroom was small.
563258.
ბინდი | თავი I
ორი გოგო იყო – ერთი ფაიფურივით თეთრი და ქერა, მეორე კი – ასევე ფერმკრთალი, ოღონდ წაბლისფერთმიანი.
They were two girls, one a porcelain-colored blonde, the other also pale, with light brown hair.
563259.
ბინდი | თავი I
კიდევ კარგი, წარდგენის გარეშე გამაგზავნა უკანა რიგში მდგარი მერხისკენ.
But at least he sent me to an empty desk at the back without introducing me.
563260.
ბინდი | თავი I
კლასელებს ცოტა კი ერიდებოდათ ჩემი შეთვალიერება, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებდნენ თვალის გამოყოლებას.
It was harder for my new classmates to stare at me in the back, but somehow, they managed.