მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563481.
ბინდი | თავი II
– ერთი გოგოა, ჯესიკა, რამდენიმე გაკვეთილი ერთად გვაქვს.
I have a few classes with a girl named Jessica.
563482.
ბინდი | თავი II
ლანჩზე მისი დაქალებიც გვიერთდებიან ხოლმე.
I sit with her friends at lunch.
563483.
ბინდი | თავი II
კიდევ, ერთი ბიჭია, მაიკი.
And there's this boy, Mike.
563484.
ბინდი | თავი II
საერთოდ, ყველა ძალიან კარგია.
Everybody seems pretty nice.
563485.
ბინდი | თავი II
გარდა ერთი გამონაკლისისა.
With one outstanding exception.
563486.
ბინდი | თავი II
– ალბათ მაიკ ნიუტონზე ამბობ.
That must be Mike Newton.
563487.
ბინდი | თავი II
კარგი ბავშვია, კარგი ოჯახიშვილი.
Nice kid — nice family.
563488.
ბინდი | თავი II
მამამისს ქალაქგარეთ სპორტული ინვენტარის მაღაზია აქვს.
His dad owns the sporting goods store just outside of town.
563489.
ბინდი | თავი II
– კალენების ოჯახს თუ იცნობ? – გაუბედავად ვკითხე.
"Do you know the Cullen family?" I asked hesitantly.
563490.
ბინდი | თავი II
– ექიმ კალენის ოჯახს? რა თქმა უნდა, ექიმი კალენი ჩინებული ადამიანია.
"Dr. Cullen's family? Sure. Dr. Cullen's a great man".
563491.
ბინდი | თავი II
მგონი, სკოლას კარგად ვერ მოერგნენ.
They don't seem to fit in very well at school.
563492.
ბინდი | თავი II
ექიმი კალენი ბრწყინვალე ქირურგია, მსოფლიოს ნებისმიერ საავადმყოფოში იმუშავებდა და ათჯერ მეტ ხელფასსაც გამოიმუშავებდა.
Dr. Cullen is a brilliant surgeon who could probably work in any hospital in the world, make ten times the salary.
563493.
ბინდი | თავი II
ბედმა გაგვიღიმა, რომ ჩვენთანაა, რომ მისმა ცოლმა პატარა ქალაქში ისურვა ცხოვრება.
We're lucky to have him — lucky that his wife wanted to live in a small town.
563494.
ბინდი | თავი II
და ისინი სულ ერთად არიან, როგორც ოჯახს შეეფერება, ყოველ კვირადღეს ლაშქრობებს აწყობენ...
And they stick together the way a family should — camping trips every other weekend.
563495.
ბინდი | თავი II
მაგრამ, რახან ახალი ჩამოსულები არიან, ხომ უნდა იჭორაოს ხალხმა...
Just because they're newcomers, people have to talk.
563496.
ბინდი | თავი II
არ მახსოვს, ჩარლის ოდესმე ამხელა სიტყვა ეთქვას.
It was the longest speech I'd ever heard Charlie make.
563497.
ბინდი | თავი II
– მეც ძალიან სასიამოვნო ბავშვებად მომეჩვენნენ, უბრალოდ, შევნიშნე, რომ ერთმანეთს არ შორდებიან.
"They seemed nice enough to me. I just noticed they kept to themselves.
563498.
ბინდი | თავი II
– ისე, მიმზიდველები ნამდვილად არიან.
They're all very attractive.
563499.
ბინდი | თავი II
– შენ ექიმი უნდა ნახო, – თქვა და გაიცინა ჩარლიმ.
"You should see the doctor," Charlie said, laughing.
563500.
ბინდი | თავი II
ვახშმობას მოვრჩით და ისევ დავდუმდით.
We lapsed back into silence as we finished eating.