მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563821.
ბინდი | თავი III
– მაგრამ არ მეშვები... – არა.
"You're not going to let it go, are you?" "No".
563822.
ბინდი | თავი III
ერთმანეთს უხმოდ ვუბღვერდით.
We scowled at each other in silence.
563823.
ბინდი | თავი III
– ნეტა საერთოდ რატომ შეიწუხე თავი?
"Why did you even bother?"
563824.
ბინდი | თავი III
– არ ვიცი, – თქვა ჩურჩულით, მერე ზურგი მაქცია და წავიდა.
"I don't know," he whispered. And then he turned his back on me and walked away.
563825.
ბინდი | თავი III
მიმღებში იმაზე უსიამოვნო სიტუაცია დამხვდა, ვიდრე ველოდი.
The waiting room was more unpleasant than I'd feared.
563826.
ბინდი | თავი III
თითქმის ყველა ფორკსელი იქ იდგა და მე მომშტერებოდა.
It seemed like every face in Forks was there, staring at me.
563827.
ბინდი | თავი III
ჩარლი მაშინვე ჩემკენ გამოიქცა, მე ხელები გავასავსავე.
Charlie rushed to my side; I put up my hands.
563828.
ბინდი | თავი III
– კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა, – ვუთხარი პირქუშად.
"There's nothing wrong with me," I assured him sullenly.
563829.
ბინდი | თავი III
ჯერაც გაღიზიანებული, ლაქლაქის გუნებაზე არ ვიყავი.
I was still aggravated, not in the mood for chitchat.
563830.
ბინდი | თავი III
– ექიმმა რა გითხრა?
"What did the doctor say?"
563831.
ბინდი | თავი III
ვთხოვე: – წავიდეთ!
"Let's go," I urged.
563832.
ბინდი | თავი III
ჩარლიმ მხრებზე მომხვია ხელი და შუშის კარისკენ გამიძღვა.
Charlie put one arm behind my back and led me to the glass doors of the exit.
563833.
ბინდი | თავი III
მეგობრებს ხელი დავუქნიე, კარგად ვარ და ნუღარ ღელავთ მეთქი.
I waved sheepishly at my friends, hoping to convey that they didn't need to worry anymore.
563834.
ბინდი | თავი III
ჩარლიმ მხოლოდ სახლთან ამოიღო ხმა.
When we got to the house, Charlie finally spoke.
563835.
ბინდი | თავი III
– ჰმმ, რენეს უნდა დაურეკო, – დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი.
"Um. you'll need to call Renée". He hung his head, guilty.
563836.
ბინდი | თავი III
– დედას უთხარი?! – მაპატიე.
"You told Mom!" "Sorry".
563837.
ბინდი | თავი III
მანქანიდან გადასულმა, საჭიროზე ოდნავ ძლიერად გავიჯახუნე კარი.
I slammed the cruiser's door a little harder than necessary on my way out.
563838.
ბინდი | თავი III
რა თქმა უნდა, დედაჩემი ისტერიკაში იყო.
My mom was in hysterics, of course.
563839.
ბინდი | თავი III
სანამ ოცდამეათედ არ გავუმეორე, კარგად ვარ-მეთქი, ვერაფრით დაწყნარდა.
I had to tell her I felt fine at least thirty times before she would calm down.
563840.
ბინდი | თავი III
მთხოვდა, შინ დაბრუნდიო, ის კი ავიწყდებოდა, რომ „შინ“ მუდამ ცარიელი იყო.
She begged me to come home — forgetting the fact that home was empty.