მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563841.
ბინდი | თავი III
ედუარდით ვიყავი შეპყრობილი.
I was obsessed with Edward.
563842.
ბინდი | თავი III
იმ ღამეს ადრე დაძინება გადავწყვიტე.
I decided I might as well go to bed early that night.
563843.
ბინდი | თავი III
ჩარლი თავს მევლებოდა, რაც კიდევ უფრო მიშლიდა ნერვებს.
Charlie continued to watch me anxiously, and it was getting on my nerves.
563844.
ბინდი | თავი III
ტკივილი გამიყუჩდა და მალე ჩამეძინა.
The pain eased, and I drifted to sleep.
563845.
ბინდი | თავი III
იმ ღამით პირველად დამესიზმრა ედუარდ კალენი.
That was the first night I dreamed of Edward Cullen.
563846.
ბინდი | თავი IV
ჩემს სიზმარში ძალიან ბნელოდა.
In my dream it was very dark.
563847.
ბინდი | თავი IV
მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი, რადგან ედუარდი მშორდებოდა და წყვდიადში მარტოს მტოვებდა.
I could see just his back as he walked away from me, leaving me in the blackness.
563848.
ბინდი | თავი IV
სირბილით მივდევდი, მაგრამ ვერ ვეწეოდი.
No matter how fast I ran, I couldn't catch up to him.
563849.
ბინდი | თავი IV
შუაღამისას გამეღვიძა და დილამდე თვალი აღარ მომიხუჭავს.
I woke in the middle of the night and couldn't sleep again.
563850.
ბინდი | თავი IV
მას მერე, თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა ედუარდი, მაგრამ ყოველთვის გამირბოდა.
After that, he was in my dreams nearly every night, but always on the periphery, never within reach.
563851.
ბინდი | თავი IV
ავარიის შემდეგ ერთმა თვემ შფოთსა და დაძაბულობაში განვლო.
The month that followed the accident was uneasy and tense.
563852.
ბინდი | თავი IV
ჩემდა საუბედუროდ, მთელი კვირა ყურადღების ცენტრში ვიყავი.
To my dismay, I found myself the center of attention for the rest of that week.
563853.
ბინდი | თავი IV
ტაილერ კროული აუტანელი გახდა, სულ კუდში დამდევდა.
Tyler Crowley was impossible, following me around.
563854.
ბინდი | თავი IV
საკლასო ოთახებამდე მაცილებდა და ლანჩზე ჩვენს უკვე ისედაც ხალხმრავალ მაგიდასთან ჯდებოდა.
He followed me between classes and sat at our now-crowded lunch table.
563855.
ბინდი | თავი IV
მაიკი და ერიკი ახლა მას უფრო ეუხეშებოდნენ, ვიდრე ერთმანეთს, რამაც უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ ახალი არასასურველი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა.
Mike and Eric were even less friendly toward him than they were to each other, which made me worry that I'd gained another unwelcome fan.
563856.
ბინდი | თავი IV
ედუარდი კი რატომღაც არავის აინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიმეორებდი, მან გამომათრია და გაჭყლეტას გადამარჩინა, ამიტომ გმირი ისაა მეთქი.
No one seemed concerned about Edward, though I explained over and over that he was the hero — how he had pulled me out of the way.
563857.
ბინდი | თავი IV
ჯესიკა, მაიკი, ერიკი და სხვებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, სანამ ფურგონი გვერდზე არ გაათრიეს, არ ვიცოდით, თუ მანდ იყოო.
Jessica, Mike, Eric, and everyone else always commented that they hadn't even seen him there till the van was pulled away.
563858.
ბინდი | თავი IV
ედუარდს არავინ ეხვეოდა გარს და არც მომხდარის დაწვრილებით მოყოლას სთხოვდნენ.
Edward was never surrounded by crowds of curious bystanders eager for his firsthand account.
563859.
ბინდი | თავი IV
ხალხი თავს არიდებდა მას.
People avoided him as usual.
563860.
ბინდი | თავი IV
კალენები და ჰეილები, ჩვეულებისამებრ, იმ მაგიდასთან სხდებოდნენ, არაფერს ჭამდნენ და მარტო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
The Cullens and the Hales sat at the same table as always, not eating, talking only among themselves.