მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563861.
ბინდი | თავი IV
არც ერთ მათგანს, მით უმეტეს, ედუარდს, ჩემკენ აღარ გამოუხედავს.
None of them, especially Edward, glanced my way anymore.
563862.
ბინდი | თავი IV
„ალბათ ნანობს, ტაილერის ფურგონს რომ არ გააჭყლეტინა ჩემი თავი“.
He wished he hadn't pulled me from the path of Tyler's van.
563863.
ბინდი | თავი IV
მართალია, ჯერაც ვერ ვინელებდი, სიმართლე რომ არ გამანდო.
I still was angry that he wouldn't trust me with the truth.
563864.
ბინდი | თავი IV
სკამზე ჩამოვჯექი, მეგონა, შემობრუნდებოდა.
I sat down, expecting him to turn toward me.
563865.
ბინდი | თავი IV
– გამარჯობა, ედუარდ, – ზრდილობიანად ვუთხარი.
"Hello, Edward," I said pleasantly.
563866.
ბინდი | თავი IV
ჩემთვის არ შემოუხედავს, ისე შემობრუნდა, თავი დამიქნია და ისევ შებრუნდა.
He turned his head a fraction toward me without meeting my gaze, nodded once, and then looked the other way.
563867.
ბინდი | თავი IV
ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებდი და ხან კაფეტერიაში, ხანაც ავტოსადგომზე, შორიდან ვუთვალთვალებდი.
I watched him sometimes, unable to stop myself— from a distance, though, in the cafeteria or parking lot.
563868.
ბინდი | თავი IV
ვხედავდი, დღითიდღე როგორ უშავდებოდა ოქროსფერი თვალები.
I watched as his golden eyes grew perceptibly darker day by day.
563869.
ბინდი | თავი IV
გაკვეთილებზე კი მეც ისევე არ ვიმჩნევდი მის არსებობას, როგორც ის – ჩემსას.
But in class I gave no more notice that he existed than he showed toward me.
563870.
ბინდი | თავი IV
მაიკი აშკარად ნასიამოვნები ჩანდა ჩემსა და ჩემს მეწყვილეს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით.
Mike was pleased by the obvious coolness between me and my lab partner.
563871.
ბინდი | თავი IV
თავიდან ეშინოდა, რომ ედუარდის გმირული საქციელი მომხიბლავდა, მაგრამ თანდათან, როცა დაინახა, რომ სრულიად უარყოფითად იმოქმედა, გულზე მოეშვა.
I could see he'd been worried that Edward's daring rescue might have impressed me, and he was relieved that it seemed to have the opposite effect.
563872.
ბინდი | თავი IV
უფრო მეტად დამიახლოვდა, ბიოლოგიის გაკვეთილის დაწყებამდე გვერდით მომიჯდებოდა და ვსაუბრობდით, ედუარდს კი ყურადღებასაც არ ვაქცევდით.
He grew more confident, sitting on the edge of my table to talk before Biology class started, ignoring Edward as completely as he ignored us.
563873.
ბინდი | თავი IV
მაიკს გული სწყდებოდა, გუნდაობის გაჩაღება რომ ვერ მოახერხა.
Mike was disappointed he'd never gotten to stage his snowball fight.
563874.
ბინდი | თავი IV
– წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
Are you sure you don't mind?
563875.
ბინდი | თავი IV
თვითონ ხომ არ აპირებდი მის არჩევას?
You weren't planning to ask him?
563876.
ბინდი | თავი IV
ეჭვი მაქვს, ჯესიკას ჩემი ამოუხსნელი და უეცარი პოპულარობა უფრო მოსწონდა, ვიდრე თავად მე.
I suspected that Jessica enjoyed my inexplicable popularity more than my actual company.
563877.
ბინდი | თავი IV
– მაიკთან გაერთე, – შევაგულიანე.
"You have fun with Mike," I encouraged.
563878.
ბინდი | თავი IV
მომდევნო დღეს, ჩემდა გასაკვირად, ესპანურსა და ტრიგონომეტრიაზე, ჯესიკა ძალიან თავდაჭერილად იქცეოდა.
The next day, I was surprised that Jessica wasn't her usual gushing self in Trig and Spanish.
563879.
ბინდი | თავი IV
ჩემი შიშები ლანჩის დროს უფრო გამიმძაფრდა, როცა ჯესიკა მაიკისგან მოშორებით დაჯდა და ერიკთან გააბა საუბარი.
My fears were strengthened during lunch when Jessica sat as far from Mike as possible, chatting with Eric.
563880.
ბინდი | თავი IV
მაიკიც უჩვეულოდ ჩუმად იყო.
Mike was unusually quiet.