მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564141.
ბინდი | თავი V
– ვისაც თვრამეტი წელი არ შეგსრულებიათ, მშობლების თანხმობა დაგჭირდებათ.
"Those of you who aren't eighteen yet will need a parent's permission".
564142.
ბინდი | თავი V
ლოყა მერხის გრილ ზედაპირს დავადე, რომ გული არ წამსვლოდა.
I put my cheek against the cool black tabletop and tried to hold on to my consciousness.
564143.
ბინდი | თავი V
ყველა მხრიდან შეკივლება, წუწუნი და ხითხითი მესმოდა – თანაკლასელები თითებს იჩხვლეტდნენ.
All around me I could hear squeals, complaints, and giggles as my classmates skewered their fingers.
564144.
ბინდი | თავი V
სიმშვიდის შესანარჩუნებლად პირღია ვსუნთქავდი.
I breathed slowly in and out through my mouth.
564145.
ბინდი | თავი V
– ბელა, ხომ კარგად ხარ?
"Bella, are you all right?"
564146.
ბინდი | თავი V
– ჩემი სისხლის ჯგუფი ისედაც ვიცი, მისტერ ბენერ, – სუსტი ხმით ვუპასუხე.
"I already know my blood type, Mr. Banner," I said in a weak voice.
564147.
ბინდი | თავი V
– თავბრუ ხომ არ გეხვევა?
"Are you feeling faint?"
564148.
ბინდი | თავი V
– თუ შეიძლება, რომელიმემ ბელა მედპუნქტამდე მიაცილეთ!
"Can someone take Bella to the nurse, please?"
564149.
ბინდი | თავი V
ეჭვიც არ შემპარვია, რომ მოხალისეობას მაიკი გამოიჩენდა.
I didn't have to look up to know that it would be Mike who volunteered.
564150.
ბინდი | თავი V
– სიარულს შეძლებ? – მკითხა მისტერ ბენერმა.
"Can you walk?" Mr. Banner asked.
564151.
ბინდი | თავი V
მაიკმა მონდომებით მომხვია წელზე ხელი, ჩემი ხელი კი თავის მხარზე გადაიდო.
Mike seemed eager as he put his arm around my waist and pulled my arm over his shoulder.
564152.
ბინდი | თავი V
ხვნეშით წამოვდექი და ძლივძლივობით გავედით საკლასო ოთახიდან.
I leaned against him heavily on the way out of the classroom.
564153.
ბინდი | თავი V
– ერთი წუთით აქ დამსვი, გთხოვ! – შევევედრე.
"Just let me sit for a minute, please?" I begged.
564154.
ბინდი | თავი V
ის ბორდიურზე ჩამოჯდომაში მომეხმარა.
He helped me sit on the edge of the walk.
564155.
ბინდი | თავი V
– იცოდე, ხელი ჯიბიდან არ ამოიღო! – გავაფრთხილე.
"And whatever you do, keep your hand in your pocket," I warned.
564156.
ბინდი | თავი V
– ვაი, ბელა, სულ მწვანე ხარ, – აღელვებით თქვა მაიკმა.
"Wow, you're green, Bella," Mike said nervously.
564157.
ბინდი | თავი V
– ბელა?! – შორიდან ვიღაც სხვამ დაიძახა.
"Bella?" a different voice called from the distance.
564158.
ბინდი | თავი V
– რა მოუვიდა? ცუდად არის?
"What's wrong — is she hurt?"
564159.
ბინდი | თავი V
– ცუდად გახდა, არადა, თითი არც კი დაუჩხვლეტია.
"I think she's fainted, she didn't even stick her finger".
564160.
ბინდი | თავი V
– გესმის ჩემი? – არა, – ამოვიკვნესე მე, – თავი დამანებე!
"Can you hear me?" "No," I groaned. "Go away".