მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564741.
ბინდი | თავი VII
კაფეტერიის ზღურბლზე გადაბიჯებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
As I crossed the threshold of the cafeteria, I felt the first true tingle of fear slither down my spine and settle in my stomach.
564742.
ბინდი | თავი VII
კალენებს რომ ჩემი აზრები წაეკითხათ?
Would they be able to know what I was thinking?
564743.
ბინდი | თავი VII
მერე სხვა ფიქრმა შემიკუმშა გული – ედუარდს რომ ჩემთან ჯდომა აღარ მოენდომებინა?
And then a different feeling jolted through me — would Edward be waiting to sit with me again?
564744.
ბინდი | თავი VII
ჩვეულებისამებრ, კალენების მაგიდისკენ გავიხედე, მაგრამ მუცლის უსიამოვნო გვრემა ვიგრძენი – მაგიდა ცარიელი იყო.
As was my routine, I glanced first toward the Cullens' table. A shiver of panic trembled in my stomach as I realized it was empty.
564745.
ბინდი | თავი VII
სასოწარკვეთილმა მოვავლე თვალი იქაურობას, იქნებ ცალკე იჯდეს და მელოდებოდეს-მეთქი.
With dwindling hope, my eyes scoured the rest of the cafeteria, hoping to find him alone, waiting for me.
564746.
ბინდი | თავი VII
საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა.
Desolation hit me with crippling strength.
564747.
ბინდი | თავი VII
ჯესიკას უკან მივყვებოდი და უკვე თავსაც აღარ ვაჩვენებდი, რომ ვითომ ვუსმენდი.
I shambled along behind Jessica, not bothering to pretend to listen anymore.
564748.
ბინდი | თავი VII
დაგვიანებულებს, ყველა ნაცნობი მაგიდასთან დაგვხვდა.
We were late enough that everyone was already at our table.
564749.
ბინდი | თავი VII
შევამჩნიე, მაიკმა როგორ ზრდილობიანად გამოსწია ჯესიკასთვის სკამი და ამ უკანასკნელს სიხარულით როგორ გაუნათდა სახე.
I vaguely noticed that Mike held the chair out politely for Jessica, and that her face lit up in response.
564750.
ბინდი | თავი VII
ანჯელამ „მაკბეტის“ თემაზე რამდენიმე შეკითხვა დამისვა. მეც თავის აუწევლად ვუპასუხე.
Angela asked a few quiet questions about the Macbeth paper, which I answered as naturally as I could while spiraling downward in misery.
564751.
ბინდი | თავი VII
ანჯელამაც შემომთავაზა მათთან ერთად პორტ-ანჯელესში წასვლა და ამჯერად დავთანხმდი – ოღონდაც რამისთვის გული გადამეყოლებინა...
Angela, too, invited me to go with them tonight, and I agreed now, grasping at anything to distract myself.
564752.
ბინდი | თავი VII
დღე უსაშველოდ გაიწელა.
The rest of the day passed slowly, dismally.
564753.
ბინდი | თავი VII
ფიზკულტურაზე ახალი სატანჯველი მელოდა – ბადმინტონის წესებს გვიხსნიდნენ.
In Gym, we had a lecture on the rules of badminton, the next torture they had lined up for me.
564754.
ბინდი | თავი VII
კიდევ კარგი, მარტო მოსმენა მიწევდა, თორემ კორტზე ბოდიალს ნამდვილად ვერ გავუძლებდი.
But at least it meant I got to sit and listen instead of stumbling around on the court.
564755.
ბინდი | თავი VII
საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა – მწვრთნელმა წესების ბოლომდე ახსნა ვერ მოასწრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო გაკვეთილზეც უქმად ჯდომა მოგვიწევდა.
The best part was the coach didn't finish, so I got another day off tomorrow.
564756.
ბინდი | თავი VII
ერთი სული მქონდა, სკოლის შენობას თავს როდის დავაღწევდი. სახლში მიმეჩქარებოდა, რომ საღამომდე მომესწრო ტირილით გულის მოოხება.
I was glad to leave campus, so I would be free to pout and mope before I went out tonight.
564757.
ბინდი | თავი VII
თუმცა, შინ მისულს, ჯესიკამ დამირეკა, გეგმები შეიცვალაო.
But right after I walked in the door of the house, Jessica called to cancel our plans.
564758.
ბინდი | თავი VII
მაიკს სადილად მიუწვევია – გამიხარდა, რომ ეს ბიჭი ნელ-ნელა ყველაფერს ხვდებოდა, თუმცა, მილოცვისას მაინცდამაინც ბედნიერი ხმა არ მქონია.
I tried to be happy that Mike had asked her out to dinner — I really was relieved that he finally seemed to be catching on — but my enthusiasm sounded false in my own ears.
564759.
ბინდი | თავი VII
პორტ-ანჯელესში წასვლა ერთი დღით გადაიდო.
She rescheduled our shopping trip for tomorrow night.
564760.
ბინდი | თავი VII
ამან ცოტა გამაღიზიანა.
Which left me with little in the way of distractions.