მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564801.
ბინდი | თავი VII
ჩემთვისაც არ მაწყენდა რამის ყიდვა.
Maybe I could do a little clothes shopping as well.
564802.
ბინდი | თავი VII
სახლში წამით შევირბინე და თმა საჩქაროდ დავივარცხნე. იმის გააზრებამ, რომ ფორკსიდან გავდიოდი, აღმაფრთოვანა.
I brushed through my hair quickly when I was inside, feeling a slight lift of excitement as I contemplated getting out of Forks.
564803.
ბინდი | თავი VII
ჩარლის წერილი დავუტოვე, რომელშიც კიდევ ერთხელ მივუთითე, სად დავაწყვე სენდვიჩები. მერე საფულე საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილ ტყავის ხელჩანთაში ჩავიგდე და ჯესიკას მანქანაში ჩავჯექი.
I left a note for Charlie on the table, explaining again where to find dinner, switched my scruffy wallet from my school bag to a purse I rarely used, and ran out to join Jessica.
564804.
ბინდი | თავი VII
ანჯელას გავუარეთ. ის უკვე გველოდებოდა.
We went to Angela's house next, and she was waiting for us.
564805.
ბინდი | თავი VII
როგორც კი ქალაქის საზღვრებს გავცდით, აღტაცების კიდევ უფრო ძლიერმა ტალღამ წამომიარა.
My excitement increased exponentially as we actually drove out of the town limits.
564806.
ბინდი | თავი VIII
ბოლოს კარგა ხნის წინ გავედი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ.
It had been a while since I'd had a girls' night out.
564807.
ბინდი | თავი VIII
მე და ანჯელა რადიოს ვუსმენდით, ჯესიკა კი ნაცნობ ბიჭებზე ლაყბობდა.
We listened to whiny rock songs while Jessica jabbered on about the boys we hung out with.
564808.
ბინდი | თავი VIII
მაიკთან სადილს მშვენივრად ჩაევლო და, ჯესიკას ვარაუდით, უკვე შაბათს საქმე პირველ კოცნამდეც მივიდოდა.
Jessica's dinner with Mike had gone very well, and she was hoping that by Saturday night they would have progressed to the first-kiss stage.
564809.
ბინდი | თავი VIII
ანჯელასაც უხაროდა მეჯლისის მოახლოება, თუმცა ერიკით მაინცდამაინც დაინტერესებული არ ჩანდა.
Angela was passively happy to be going to the dance, but not really interested in Eric.
564810.
ბინდი | თავი VIII
ჯესიკა ჩაეძია, როგორი ბიჭები მოგწონსო, მაგრამ მე კაბებთან დაკავშირებით რაღაც ვიკითხე და ანჯელა პასუხისაგან ვიხსენი.
Jess tried to get her to confess who her type was, but I interrupted with a question about dresses after a bit, to spare her.
564811.
ბინდი | თავი VIII
ანჯელამ მადლიერების ნიშნად, ღიმილით გამომხედა.
Angela threw a grateful glance my way.
564812.
ბინდი | თავი VIII
პორტ-ანჯელესი პატარა და ლამაზი ტურისტული ქალაქია, უფრო სუფთა და მიმზიდველი, ვიდრე ფორკსი.
Port Angeles was a beautiful little tourist trap, much more polished and quaint than Forks.
564813.
ბინდი | თავი VIII
თუმცა, ჯესიკას და ანჯელას უკვე დათვალიერებული ჰქონდათ მისი ყველა ღირსშესანიშნაობა, ამიტომაც მყუდრო, მომხიბლავ ნავმისადგომთან გასეირნებაზე არც კი უფიქრიათ.
But Jessica and Angela knew it well, so they didn't plan to waste time on the picturesque boardwalk by the bay.
564814.
ბინდი | თავი VIII
ჯესიკა პირდაპირ ტურისტების საყვარელი ყურიდან რამდენიმე უბნის მოშორებით მდგარ ქალაქის უდიდეს მაღაზიას მიადგა.
Jess drove straight to the one big department store in town, which was a few streets in from the bay area's visitor-friendly face.
564815.
ბინდი | თავი VIII
ჯესიკამ და ანჯელამ ვერაფრით დაიჯერეს, რომ ცეკვებზე არასდროს ვყოფილვარ.
Both Jessica and Angela seemed surprised and almost disbelieving when I told them I'd never been to a dance.
564816.
ბინდი | თავი VIII
– ნუთუ შეყვარებული არასდროს გყოლია? – მაღაზიაში შესვლისას დაეჭვებით მკითხა ჯესიკამ.
"Didn't you ever go with a boyfriend or something?" Jess asked dubiously as we walked through the front doors of the store.
564817.
ბინდი | თავი VIII
– არა, – რაც შემეძლო, დამაჯერებლად ვუპასუხე, არ მინდოდა იმის გამხელა, რომ წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები ცეკვაში მიშლიდა ხელს, – შეყვარებული არასდროს მყოლია. მეჯლისებზე, პაემნებზე და ეგეთ გასართობებზე არ დავდივარ.
"Really," I tried to convince her, not wanting to confess my dancing problems. "I've never had a boyfriend or anything close. I didn't go out much".
564818.
ბინდი | თავი VIII
– რატომ? – არ მომეშვა ჯესიკა.
"Why not?" Jessica demanded.
564819.
ბინდი | თავი VIII
– არავინ მეპატიჟება, – გულწრფელად მივუგე.
"No one asked me," I answered honestly.
564820.
ბინდი | თავი VIII
– აქ ხომ გეპატიჟებიან?! – სკეპტიკურად ჩაილაპარაკა ჯესიკამ, – შენ კი ყველას უარს ეუბნები.
She looked skeptical. "People ask you out here," she reminded me, "and you tell them no".