მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564781.
ბინდი | თავი VII
კრუიზერის კარის მიჯახუნების ხმა მომესმა.
But I could hear his door slamming in front of the house.
564782.
ბინდი | თავი VII
სასწრაფოდ წამოვხტი, დანამული პლედი და წიგნი ავიღე და სამზარეულოსკენ გავიქეცი ქურის ასანთებად, ვახშმის შეთბობას ვეღარ ვასწრებდი.
I jumped up, foolishly edgy, gathering the now-damp quilt and my book. I ran inside to get some oil heating on the stove, realizing that dinner would be late.
564783.
ბინდი | თავი VII
ჩარლის უკვე ფეხზე გაეხადა და იარაღის ბუდეს იხსნიდა.
Charlie was hanging up his gun belt and stepping out of his boots.
564784.
ბინდი | თავი VII
– ბოდიში, მამა, ვახშმის მომზადება დამაგვიანდა, ეზოში ჩამეძინა, – მთქნარებით ვუთხარი.
"Sorry, Dad, dinner's not ready yet — I fell asleep outside". I stifled a yawn.
564785.
ბინდი | თავი VII
– არა უშავს, – დამამშვიდა, – ჯერ მაინც თამაშის ყურებას ვაპირებ.
"Don't worry about it," he said. "I wanted to catch the score on the game, anyway".
564786.
ბინდი | თავი VII
უსაქმურობა რომ მომბეზრდა, ნავახშმევს, ტელევიზორს მივუჯექი.
I watched TV with Charlie after dinner, for something to do.
564787.
ბინდი | თავი VII
უგუნებობის მიუხედავად, მეც მიხაროდა მისთვის სიამოვნების მინიჭება.
And it felt good, despite my depression, to make him happy.
564788.
ბინდი | თავი VII
– მამა, – დავიწყე რეკლამის დროს, – ანჯელა და ჯესიკა ხვალ პორტ-ანჯელესში მიდიან სამეჯლისო კაბების საყიდლად და მთხოვეს, არჩევაში დაგვეხმარეო... შეიძლება გავყვე?
"Dad," I said during a commercial, "Jessica and Angela are going to look at dresses for the dance tomorrow night in Port Angeles, and they wanted me to help them choose. Do you mind if I go with them?"
564789.
ბინდი | თავი VII
– ჯესიკა სტენლი? – ჩამეძია ჩარლი.
"Jessica Stanley?" Charlie asked.
564790.
ბინდი | თავი VII
– და ანჯელა ვებერი, – ამოვიოხრე დაკონკრეტებისას.
"And Angela Weber". I sighed as I gave him the details.
564791.
ბინდი | თავი VII
– კი მაგრამ, შენ რომ მეჯლისზე არ მიდიხარ? – არ მივდივარ, მაგრამ მინდა, მათ კაბის შერჩევაში...
"But you're not going to the dance, right?" "No, Dad, but I'm helping them find dresses.
564792.
ბინდი | თავი VII
ალბათ მიხვდა, რომ ამ ქალურ ამბებში ბოლომდე მაინც ვერ გაერკვეოდა.
He seemed to realize that he was out of his depth with the girlie stuff.
564793.
ბინდი | თავი VII
– გაკვეთილები დამთავრდება თუ არა, მაშინვე წავალთ, რომ დაბრუნებაც მოვასწროთ.
"We'll leave right after school, so we can get back early."
564794.
ბინდი | თავი VII
უჩემოდ ვახშმის მომზადებას შეძლებ? – ბელა, ჩვიდმეტი წელი უშენოდ ვიმზადებდი ვახშამს, – შემახსენა ჩარლიმ.
You'll be okay for dinner, right?" "Bella, I fed myself for seventeen years before you got here," he reminded me.
564795.
ბინდი | თავი VII
– საკვირველია, ცოცხალი როგორ გადარჩი, – ჩემთვის ჩავიბუტბუტე, მერე კი გარკვევით ვთქვი, – სენდვიჩებს გავაკეთებ და მაცივარში, ზედა თაროზე შევაწყობ, კარგი?
"I don't know how you survived," I muttered, then added more clearly, "I'll leave some things for cold-cut sandwiches in the fridge, okay? Right on top".
564796.
ბინდი | თავი VII
მომდევნო დილაც მზიანი იყო.
It was sunny again in the morning.
564797.
ბინდი | თავი VII
კვლავ კარგ გუნებაზე გავიღვიძე და რატომღაც ისევ იმედი მომეცა.
I awakened with renewed hope that I grimly tried to suppress.
564798.
ბინდი | თავი VII
თბილი ამინდის შესაფერისი გულამოღებული მაისური ჩავიცვი – ამ მაისურს ფენიქსში ყოფნისას შუა ზამთარში ვიცვამდი ხოლმე.
I dressed for the warmer weather in a deep blue V-neck blouse — something I'd worn in the dead of winter in Phoenix.
564799.
ბინდი | თავი VII
ძალიან მჭირდებოდა ქალაქიდან გასვლა, თორემ აქეთ-იქით ცქერით უკვე კისერი მეღრიცებოდა – გამუდმებით ედუარდის სახის დანახვას ველოდი, იქნებ, ჩვეულებისამებრ, არსაიდან გამოჩნდეს-მეთქი.
I was anxious to get out of town so I could stop glancing over my shoulder, hoping to see him appearing out of the blue the way he always did.
564800.
ბინდი | თავი VII
გონება მოვიკრიბე და გამხიარულება გადავწყვიტე. არ მინდოდა, ჯესიკასა და ანჯელასთვის სამეჯლისო კაბებით პრანჭიაობით გამოწვეული ბედნიერება ჩამეშხამებინა.
I vowed to myself that I would be in a good mood tonight and not ruin Angela's or Jessica's enjoyment in the dress hunting.