მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564821.
ბინდი | თავი VIII
– ტაილერისთვის არ უთქვამს უარი! – ჩუმად შეუსწორა ანჯელამ.
"Well, except for Tyler," Angela amended quietly.
564822.
ბინდი | თავი VIII
– რაო? – წამოვიძახე გაოცებულმა, – რა თქვი? – ტაილერი ყველასთან ასე ამბობს, სასკოლო მეჯლისზე ბელა მომყვებაო, – მაუწყა ჯესიკამ და გამომცდელად შემომხედა.
"Excuse me?" I gasped. "What did you say?" "Tyler told everyone he's taking you to prom," Jessica informed me with suspicious eyes.
564823.
ბინდი | თავი VIII
– მართლა ასე ამბობს?
"He said what?"
564824.
ბინდი | თავი VIII
– ხომ გითხარი, ტაილერი იტყუება-მეთქი, – გადაუბუტბუტა ანჯელამ ჯესიკას.
"I told you it wasn't true," Angela murmured to Jessica.
564825.
ბინდი | თავი VIII
ენაჩავარდნილი გავშეშდი, ვიგრძენი, როგორ მომაწვა სიბრაზე.
I was silent, still lost in shock that was quickly turning to irritation.
564826.
ბინდი | თავი VIII
– სწორედ ამიტომ ვერ გიტანს ლორენი, – ჩაიცინა ჯესიკამ, სანამ კაბებში ვიქექებოდით.
"That's why Lauren doesn't like you," Jessica giggled while we pawed through the clothes.
564827.
ბინდი | თავი VIII
– როგორ ფიქრობ, ჩემი პიკაპით რომ დავეჯახო, იმ ავარიის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობა გაუქრება?
"Do you think that if I ran him over with my truck he would stop feeling guilty about the accident? That he might give up on making amends and call it even?"
564828.
ბინდი | თავი VIII
– შეიძლება, – ჩაიცინა ჯესიკამ, – თუ მართლაც ამის გამო იქცევა ასე.
"Maybe," Jess snickered. '"If that's why he's doing this".
564829.
ბინდი | თავი VIII
საღამოს კაბების სექცია არც ისე დიდი იყო, მაგრამ ორივემ რამდენიმე კაბა მაინც იპოვეს და გასახდელში მათ მოსაზომად შევიდნენ.
The dress selection wasn't large, but both of them found a few things to try on.
564830.
ბინდი | თავი VIII
მეც იქვე, სარკეების წინ, დაბალ სავარძელში ჩავჯექი და ბრაზის დაოკება ვცადე.
I sat on a low chair just inside the dressing room, by the three-way mirror, trying to control my fuming.
564831.
ბინდი | თავი VIII
ჯესიკას ორი კაბა მოეწონა და მათ შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა. ერთი შავი იყო, გრძელი და სამხრეების გარეშე, მეორე – მუხლებამდე, მუქი ლურჯი, სამხრეებიანი.
Jess was torn between two — one a long, strapless, basic black number, the other a knee-length electric blue with spaghetti straps.
564832.
ბინდი | თავი VIII
მე ლურჯი კაბა ვურჩიე. მისი თვალების ფერს უხდებოდა.
I encouraged her to go with the blue; why not play up the eyes?
564833.
ბინდი | თავი VIII
ანჯელამ ტანზე მომდგარი ღია ვარდისფერი კაბა ამოარჩია, მის ყავისფერ თმას უფრო თაფლისფერ ტონალობას აძლევდა.
Angela chose a pale pink dress that draped around her tall frame nicely and brought out honey tints in her light brown hair.
564834.
ბინდი | თავი VIII
არჩევანი ორივეს მოვუწონე და დაწუნებული კაბები თავის ადგილზე დავაბრუნეთ.
I complimented them both generously and helped by returning the rejects to their racks.
564835.
ბინდი | თავი VIII
დიდად არ დავუღლივარ ამ საქმიანობას, რენესთან ერთად უფრო დიდხანს მიწევდა მაღაზიებში ხეტიალი.
The whole process was much shorter and easier than similar trips I'd taken with Renée at home.
564836.
ბინდი | თავი VIII
შემდეგ ფეხსაცმელებისა და სხვა მოსართავების საყიდლად წავედით.
We headed over to shoes and accessories.
564837.
ბინდი | თავი VIII
სანამ გოგონები იზომებდნენ, მე თვალს ვადევნებდი და რჩევებს ვაძლევდი. რამის ყიდვის განწყობაზე არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფეხსაცმელი მართლა მჭირდებოდა.
While they tried things on I merely watched and critiqued, not in the mood to shop for myself, though I did need new shoes.
564838.
ბინდი | თავი VIII
– ანჯელა ... – ყოყმანით მივმართე მეგობარს, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვარდისფერი თასმებით იკრავდა.
"Angela?" I began, hesitant, while she was trying on a pair of pink strappy heels.
564839.
ბინდი | თავი VIII
ჯესიკა სამკაულების მაღაზიაში იყო და ჩვენ მარტონი ვიყავით.
Jessica had drifted to the jewelry counter and we were alone.
564840.
ბინდი | თავი VIII
– გისმენ, – მითხრა ანჯელამ ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს. თავის ფეხს დაჰყურებდა და ფეხსაცმელს ათვალიერებდა.
"Yes?" She held her leg out, twisting her ankle to get a better view of the shoe.