მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564961.
ბინდი | თავი VIII
მისი მუქარით აღსავსე ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
I shivered at the threat in his voice.
564962.
ბინდი | თავი VIII
– ჯეს! ანჯელა! – დავუძახე მეგობრებს და როცა შემობრუნდნენ, ხელის ქნევით მოვუხმე.
"Jess! Angela!" I yelled after them, waving when they turned.
564963.
ბინდი | თავი VIII
დაბნეულები ნახევარი მეტრის მოშორებით შედგნენ.
They hesitated a few feet from us.
564964.
ბინდი | თავი VIII
– სად იყავი? – დაეჭვებით მკითხა ჯესიკამ.
"Where have you been?" Jessica's voice was suspicious.
564965.
ბინდი | თავი VIII
– გზა ამებნა, – დარცხვენილმა ვაღიარე, – მერე შემთხვევით ედუარდი შემხვდა.
"I got lost," I admitted sheepishly. "And then I ran into Edward".
564966.
ბინდი | თავი VIII
– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მეც რომ შემოგიერთდეთ? – მისთვის დამახასიათებელი, ხავერდოვანი, მომაჯადოებელი ხმით იკითხა ედუარდმა.
"Would it be all right if I joined you?" Edward asked in his silken, irresistible voice.
564967.
ბინდი | თავი VIII
გოგონების მონუსხული სახეების შემხედველი, მივხვდი, რომ ედუარდს მათ წინაშე უწინ არასდროს გამოუვლენია თავისი ტალანტი.
I could see from their staggered expressions that he had never unleashed his talents on them before.
564968.
ბინდი | თავი VIII
– ჰა... არა, რა თქმა უნდა, – ძლივს ამოილუღლუღა ჯესიკამ.
"Er. sure," Jessica breathed.
564969.
ბინდი | თავი VIII
– იცი... ბელა, ვეღარ მოვითმინეთ და უკვე ვივახშმეთ, გვაპატიე, – აღიარა ანჯელამ.
"Um, actually, Bella, we already ate while we were waiting — sorry," Angela confessed.
564970.
ბინდი | თავი VIII
– არა უშავს, მაინც არ მშია, – მხრები ავიჩეჩე.
"That's fine — I'm not hungry". I shrugged.
564971.
ბინდი | თავი VIII
– მგონი, ცოტა უნდა წაიხემსო, – ხმადაბლა, მაგრამ აშკარად მბრძანებლურად მირჩია ედუარდმა.
"I think you should eat something". Edward's voice was low, but full of authority.
564972.
ბინდი | თავი VIII
მერე ჯესიკას გახედა და უფრო მკვეთრად გამოთქვა, – შეიძლება, დღეს ბელა თვითონ დავაბრუნო სახლში? სანამ ბელა ივახშმებს, ლოდინიც აღარ მოგიწევთ!
He looked up at Jessica and spoke slightly louder. "Do you mind if I drive Bella home tonight? That way you won't have to wait while she eats".
564973.
ბინდი | თავი VIII
– რა პრობლემაა... – ტუჩზე იკბინა ჯესიკამ და მე გადმომხედა იმის გასარკვევად, თანახმა ვიყავი თუ არა.
"Uh, no problem, I guess". She bit her lip, trying to figure out from my expression whether that was what I wanted.
564974.
ბინდი | თავი VIII
მე თვალი ჩავუკარი.
I winked at her.
564975.
ბინდი | თავი VIII
ჩემს მხსნელთან მარტო დარჩენა ახლა ყველაფერზე მეტად მსურდა.
I wanted nothing more than to be alone with my perpetual savior.
564976.
ბინდი | თავი VIII
უამრავი კითხვა ერთდროულად უნდა მიმეყარა ედუარდისთვის, ოღონდ მოწმეების გარეშე.
There were so many questions that I couldn't bombard him with till we were by ourselves.
564977.
ბინდი | თავი VIII
– ხვალამდე, ბელა... ედუარდ...
"See you tomorrow, Bella. Edward".
564978.
ბინდი | თავი VIII
– ჯესიკას ანჯელამ დაასწრო, მეგობარს ხელი დაავლო და ქუჩის გადაღმა გაჩერებული მანქანისკენ წაათრია.
She grabbed Jessica's hand and pulled her toward the car, which I could see a little ways away, parked across First Street.
564979.
ბინდი | თავი VIII
– მართლა არ მშია, – ყურადღებით შევათვალიერე მისი სახე, მაგრამ ვერაფერი ამოვიკითხე.
"Honestly, I'm not hungry," I insisted, looking up to scrutinize his face. His expression was unreadable.
564980.
ბინდი | თავი VIII
– ჩემი ხათრით მაინც შემოდი. რესტორნის კარი გამიღო და მშვიდად გამომხედა.
"Humor me". He walked to the door of the restaurant and held it open with an obstinate expression.