მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564981.
ბინდი | თავი VIII
გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა.
Obviously, there would be no further discussion.
564982.
ბინდი | თავი VIII
რესტორანი ნახევრად ცარიელი იყო.
The restaurant wasn't crowded.
564983.
ბინდი | თავი VIII
მასპინძელი ქალი იყო. შევამჩნიე, დანახვისთანავე როგორ მოიხიბლა ედუარდით; ზედმეტად თავაზიანად შემოგვეგება და ედუარდს განსაკუთრებულად მიესალმა.
The host was female, and I understood the look in her eyes as she assessed Edward. She welcomed him a little more warmly than necessary.
564984.
ბინდი | თავი VIII
ჩემდა გასაკვირად, ამან ძალიან გამაღიზიანა.
I was surprised by how much that bothered me.
564985.
ბინდი | თავი VIII
ის ჩემზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი და არაბუნებრივად ქერა იყო.
She was several inches taller than I was, and unnaturally blond.
564986.
ბინდი | თავი VIII
– მაგიდა ორისთვის?
"A table for two?"
564987.
ბინდი | თავი VIII
სასადილო დარბაზის შუაგულში მდგარ დიდ, ოთხკაციან მაგიდასთან მიგვიყვანა.
She led us to a table big enough for four in the center of the most crowded area of the dining floor.
564988.
ბინდი | თავი VIII
მე დაჯდომას ვაპირებდი, მაგრამ ედუარდმა თავი უარის ნიშნად გაიქნია.
I was about to sit, but Edward shook his head at me.
564989.
ბინდი | თავი VIII
– სადმე უფრო მყუდრო ადგილას აჯობებს, – სთხოვა დიასახლისს.
"Perhaps something more private?" he insisted quietly to the host.
564990.
ბინდი | თავი VIII
მომეჩვენა თუ ქალი მართლა მონუსხა?
I wasn't sure, but it looked like he smoothly handed her a tip.
564991.
ბინდი | თავი VIII
ან მაგიდის გამოცვლა რატომ მოუნდა?
I'd never seen anyone refuse a table except in old movies.
564992.
ბინდი | თავი VIII
ყველა მათგანი ცარიელი იყო.
All of them empty.
564993.
ბინდი | თავი VIII
– ამაზე რას იტყვით? – მშვენიერია, – ედუარდმა თავისი მომხიბვლელი ღიმილით უმალ თავბრუ დაახვია ქალს.
"How's this?" "Perfect". He flashed his gleaming smile, dazing her momentarily.
564994.
ბინდი | თავი VIII
– მიხარია... – თავი გაიქნია ქალმა, თითქოს გამოფხიზლდაო, – ახლავე მოგემსახურებიან.
"Um" — she shook her head, blinking — "your server will be right out".
564995.
ბინდი | თავი VIII
– ხალხს ასე არ უნდა მოექცე, – გავაკრიტიკე ედუარდი დიასახლისის წასვლის შემდეგ, – ეს უსამართლობაა.
"You really shouldn't do that to people," I criticized. "It's hardly fair".
564996.
ბინდი | თავი VIII
– როგორ ასე? – თავბრუ არ უნდა დაახვიო. საწყალი ქალი ახლა ალბათ სამზარეულოში სულს ძლივს ითქვამს.
"Do what?" "Dazzle them like that — she's probably hyperventilating in the kitchen right now".
564997.
ბინდი | თავი VIII
ედუარდი უხერხულად შეიშმუშნა.
Edward seemed confused.
564998.
ბინდი | თავი VIII
– კარგი რა, – ვუთხარი, – თითქოს არ იცოდე, როგორ შთაბეჭდილებას ახდენ ხალხზე!
"Oh, come on," I said dubiously. "You have to know the effect you have on people".
564999.
ბინდი | თავი VIII
– მართლა თავბრუს ვახვევ? – რა, არასდროს შეგიმჩნევია? რა გგონია, ყველას შენსავით ადვილად გააქვს თავისი?!
"I dazzle people?" "You haven't noticed? Do you think everybody gets their way so easily?"
565000.
ბინდი | თავი VIII
– შენც გახვევ თავბრუს? – ხშირად, – გამოვუტყდი.
"Do I dazzle you?" "Frequently," I admitted.