მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565101.
ბინდი | თავი VIII
– შენი კვალის აღება ძალიან რთული გამოდგა.
It's harder than it should be — keeping track of you.
565102.
ბინდი | თავი VIII
ჩვეულებრივ, ხალხის კვალს ადვილად ვიღებ, ამისთვის მხოლოდ მათი აზრების წაკითხვა მჭირდება.
Usually I can find someone very easily, once I've heard their mind before.
565103.
ბინდი | თავი VIII
გაოცებისგან გავშეშდი, ედუარდიც გაჩუმდა.
He looked at me anxiously, and I realized I had frozen.
565104.
ბინდი | თავი VIII
მე ლუკმა როგორღაც გადავყლაპე და რავიოლის მივუბრუნდი.
I made myself swallow, then stabbed another ravioli and tossed it in.
565105.
ბინდი | თავი VIII
– ჯესიკას აზრებს ვკითხულობდი, ცოტა ზერელედ – როგორც გითხარი, მხოლოდ შენი თავი მენაღვლებოდა, თორემ ჯესიკას ამ პატარა ქალაქში არაფერი დაემართებოდა – და ამიტომაც ვერ შევამჩნიე, როგორ დაშორდით ერთმანეთს.
"I was keeping tabs on Jessica, not carefully — like I said, only you could find trouble in Port Angeles — and at first I didn't notice when you took off on your own.
565106.
ბინდი | თავი VIII
როცა გავარკვიე, რომ მასთან არ ხარ, ჯესიკას გონებაში ჩარჩენილი წიგნის მაღაზიისკენ წამოვედი.
Then, when I realized that you weren't with her anymore, I went looking for you at the bookstore I saw in her head.
565107.
ბინდი | თავი VIII
იქ მისულმა დავადგინე, რომ შიგნით არც შესულხარ და სამხრეთით გაგიხვევია.
I could tell that you hadn't gone in, and that you'd gone south.
565108.
ბინდი | თავი VIII
ვიცოდი, რომ მალე გზა აგებნეოდა და მეც ქუჩებში ტრიალი დავიწყე, თან გზად მიმავალი ხალხის აზრებს ვკითხულობდი, იქნებ რომელიმემ გვერდით ჩაუარა ან შეხვდა და, ამით ბელას გზა-კვალი დავადგინო მეთქი.
and I knew you would have to turn around soon. So I was just waiting for you, randomly searching through the thoughts of people on the street — to see if anyone had noticed you so I would know where you were.
565109.
ბინდი | თავი VIII
თითქოს დიდად სანერვიულო არაფერი ხდებოდა, მაგრამ რატომღაც მაინც ვღელავდი...
I had no reason to be worried. but I was strangely anxious.
565110.
ბინდი | თავი VIII
– ედუარდი გაჩუმდა, ფიქრებში ჩაძირული, სადღაც ჩემ მიღმა იყურებოდა და ჩემთვის უჩინარ ხილვებს მისდევდა.
Edward was lost in thought, staring past me, seeing things I couldn't imagine.
565111.
ბინდი | თავი VIII
– ქალაქში წრეებს ვარტყამდი... სხვათა აზრებს „ვუსმენდი“.
"I started to drive in circles, still... listening.
565112.
ბინდი | თავი VIII
ამასობაში მზეც ჩავიდა და ის იყო, მანქანის დატოვება და შენი ფეხით მოძებნა გადავწყვიტე, რომ... – ედუარდმა მრისხანედ დაკრიჭა კბილები.
The sun was finally setting, and I was about to get out and follow you on foot... And then —" He stopped, clenching his teeth together in sudden fury.
565113.
ბინდი | თავი VIII
– მერე? – დავიჩურჩულე.
"Then what?" I whispered.
565114.
ბინდი | თავი VIII
– „გავიგონე“, ის ნაძირალები რასაც ფიქრობდნენ, – ყრუდ დაიბუბუნა და ზედა ტუჩი ნერვიულად აუთამაშდა, – მათ გონებაში შენი სახე დავინახე, – იდაყვით მაგიდას დაეყრდნო, მეორე ხელი თვალებზე აიფარა.
"I heard what they were thinking," he growled, his upper lip curling slightly back over his teeth. "I saw your face in his mind". He suddenly leaned forward, one elbow appearing on the table, his hand covering his eyes.
565115.
ბინდი | თავი VIII
ამ სწრაფმა მოძრაობამ ძალიან დამაფრთხო.
The movement was so swift it startled me.
565116.
ბინდი | თავი VIII
– ვერც კი წარმოიდგენ, თუ როგორ...
"It was very.
565117.
ბინდი | თავი VIII
როგორ გამიჭირდა, შენი უბრალოდ წამოყვანა და... მათი ცოცხლად დატოვება, – სახეზე აფარებული ხელი მის ხმას ახშობდა, – ანჯელასთან და ჯესიკასთან ერთად იმიტომ არ გაგიშვი, რომ შემეშინდა, მარტო დარჩენილს, ისევ იმ არამზადების მოძებნა მომინდებოდა, – ჩურჩულით გამომიტყდა.
hard — you can't imagine how hard — for me to simply take you away, and leave them... alive". His voice was muffled by his arm. "I could have let you go with Jessica and Angela, but I was afraid if you left me alone, I would go looking for them," he admitted in a whisper.
565118.
ბინდი | თავი VIII
გაოცებისგან გონებადაფანტულს ენა მებმოდა.
I sat quietly, dazed, my thoughts incoherent.
565119.
ბინდი | თავი VIII
ხელები კალთაში მეწყო და სკამის საზურგეს მსუბუქად ვეყრდნობოდი.
My hands were folded in my lap, and I was leaning weakly against the back of the seat.
565120.
ბინდი | თავი VIII
ედუარდს სახეზე ისევ ხელი აეფარებინა და ქანდაკებასავით გაშეშებულიყო.
Edward still had his face in his hand, and he was as still as if he'd been carved from the stone his skin resembled.