მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565141.
ბინდი | თავი IX
შენ მითხარი, ვიცოდი, წიგნის მაღაზიაში რომ არ შესულხარ და სამხრეთით გაუხვიეო. მაინტერესებს, როგორ გაიგე?
"Well. you said you knew I hadn't gone into the bookstore, and that I had gone south. I was just wondering how you knew that".
565142.
ბინდი | თავი IX
ედუარდმა განზე გაიხედა და ჩაფიქრდა.
He looked away, deliberating.
565143.
ბინდი | თავი IX
– მეგონა, ორჭოფობის ეტაპი უკვე დავძლიეთ, – ჩავიბუზღუნე მოუთმენლად.
"I thought we were past all the evasiveness," I grumbled.
565144.
ბინდი | თავი IX
ძლივს შესამჩნევად ჩაიღიმა.
He almost smiled.
565145.
ბინდი | თავი IX
– კარგი, გიპასუხებ. შენს სუნს მოვყვებოდი, – თქვა და გზას გახედა, რომ ჩემთვის ნათქვამის გააზრება დაეცლია.
"Fine, then. I followed your scent". He looked at the road, giving me time to compose my face.
565146.
ბინდი | თავი IX
იმ წუთას საპასუხო ვერაფერი მოვიფიქრე და გამოძიება სამომავლოდ გადავდე.
I couldn't think of an acceptable response to that, but I filed it carefully away for future study.
565147.
ბინდი | თავი IX
ძლივს ენა ამოვადგმევინე და არ მინდოდა, ეს ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან გამეშვა.
I wasn't ready to let him be finished, now that he was finally explaining things.
565148.
ბინდი | თავი IX
– ისე, არც ჩემს პირველ შეკითხვაზე გიპასუხია...
"And then you didn't answer one of my first questions".
565149.
ბინდი | თავი IX
– რომელზე? – გაოცებულმა გამომხედა. – როგორ ახერხებ აზრების წაკითხვას?
"Which one?" "How does it work — the mind-reading thing?"
565150.
ბინდი | თავი IX
ყველას აზრებს კითხულობ, როცა მოგინდება?
Can you read anybody's mind, anywhere?
565151.
ბინდი | თავი IX
ცოტა სულელურად გამომივიდა, მისგან დაუჯერებელი რამის განსაზღვრებას ვითხოვდი.
I felt silly, asking for clarification on make-believe.
565152.
ბინდი | თავი IX
– ეს ერთ შეკითხვაზე მეტი იყო, – შენიშნა მან.
"That's more than one," he pointed out.
565153.
ბინდი | თავი IX
მე კი თითები გადავაჭდე ერთმანეთს და პასუხის მოლოდინში, დაჟინებით მივაშტერდი.
I simply intertwined my fingers and gazed at him, waiting.
565154.
ბინდი | თავი IX
– არა, მხოლოდ მე ვკითხულობ აზრებს, როცა მინდა და ვისიც მინდა. ოღონდ ახლოს უნდა ვიყო.
"No, it's just me. And I can't hear anyone, anywhere. I have to be fairly close.
565155.
ბინდი | თავი IX
რაც უფრო ახლობელია ჩემთვის ადამიანი, მით უფრო შორიდან შემიძლია მისი აზრების მოსმენა.
The more familiar someone's. 'voice' is, the farther away I can hear them.
565156.
ბინდი | თავი IX
თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს ზღვარი, ჩემს შემთხვევაში, ეს რამდენიმე კილომეტრია.
But still, no more than a few miles".
565157.
ბინდი | თავი IX
– ჩაილაპარაკა დაფიქრებით, – თითქოს ხალხით სავსე დარბაზში დგახარ, სადაც ყველა ერთად საუბრობს.
He paused thoughtfully. "It's a little like being in a huge hall filled with people, everyone talking at once."
565158.
ბინდი | თავი IX
თავიდან გაურკვეველი ზუზუნი მესმის, მაგრამ როგორც კი ერთ რომელიმეზე გავამახვილებ ყურადღებას, ყველაფერს ცხადად ვიგებ.
It's just a hum — a buzzing of voices in the background. Until I focus on one voice, and then what they're thinking is clear.
565159.
ბინდი | თავი IX
უმეტესწილად, საერთოდ არ ვუსმენ სხვის აზრებს, ძალიან მოსაბეზრებელია, თანაც... ასე უფრო ვგავარ ნორმალურ ადამიანს... – ამის თქმისას მოიღუშა, – თორემ ზოგჯერ შეიძლება ვიღაცის სიტყვებს კი არა, ფიქრებს გამოვეპასუხო.
"Most of the time I tune it all out — it can be very distracting. And then it's easier to seem normal" — he frowned as he said the word — "when I'm not accidentally answering someone's thoughts rather than their words".
565160.
ბინდი | თავი IX
– როგორ ფიქრობ, ჩემს აზრებს რატომ ვერ კითხულობ? – ცნობისმოყვარედ ვკითხე.
"Why do you think you can't hear me?" I asked curiously.