მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565861.
ბინდი | თავი XI
ტესტირება მისტერ ბენერის შემოსვლამდე გრძელდებოდა. მასწავლებელმა ისევ ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი შემოიტანა.
Edward had continued with his quizzing up until Mr. Banner entered the room, dragging the audiovisual frame again.
565862.
ბინდი | თავი XI
როგორც კი ოთახში ჩამობნელდა, ედუარდმა სკამი ოდნავ მოშორებით გააჩოჩა, მაგრამ ამან მაინც ვერ გვიშველა.
As the teacher approached the light switch, I noticed Edward slide his chair slightly farther away from mine. It didn't help.
565863.
ბინდი | თავი XI
ჩვენ შორის ისევ იფეთქა ელექტრულმა ნაპერწკალმა, ისევ მომინდა მისთვის ხელის შეხება, მის ცივ სახეზე მიალერსება.
As soon as the room was dark, there was the same electric spark, the same restless craving to stretch my hand across the short space and touch his cold skin, as yesterday.
565864.
ბინდი | თავი XI
მაგიდის კიდეს ჩავეჭიდე თითებით, მკლავები მაგიდაზე დავაწყვე და ნიკაპით დავეყრდენი, რომ მისი შეხების უზომო სურვილი დამეოკებინა.
I leaned forward on the table, resting my chin on my folded arms, my hidden fingers gripping the table's edge as I fought to ignore the irrational longing that unsettled me.
565865.
ბინდი | თავი XI
იმის შიშით, მისკენ რომ გავიხედო, მის მზერას შევეჩეხები და თავის გაკონტროლება გამიჭირდება-მეთქი, მხოლოდ წინ ვიყურებოდი.
I didn't look at him, afraid that if he was looking at me, it would only make self-control that much harder.
565866.
ბინდი | თავი XI
ვცდილობდი ფილმის შინაარსს ჩავღრმავებოდი, მაგრამ გაკვეთილის ბოლოს, ნანახიდან და მოსმენილიდან ერთი სიტყვაც არ მახსოვდა.
I sincerely tried to watch the movie, but at the end of the hour I had no idea what I'd just seen.
565867.
ბინდი | თავი XI
მხოლოდ მაშინ მომეშვა, როცა მისტერ ბენერმა ოთახში შუქი აანთო. ედუარდისკენ შებრუნება გავბედე.
I sighed in relief again when Mr. Banner turned the lights on, finally glancing at Edward.
565868.
ბინდი | თავი XI
გაკვეთილი სწრაფად დამთავრდა. მაიკი ბადმინტონს უჩემოდ თამაშობდა.
Gym passed quickly as I watched Mike's one-man badminton show.
565869.
ბინდი | თავი XI
არც გამომლაპარაკებია: ან გუშინდელი კამათის გამო მიბრაზდებოდა ან, უბრალოდ, ამჩნევდა, რომ აზრებით სადღაც შორს დავფრინავდი და მისთვის არ მეცალა.
He didn't speak to me today, either in response to my vacant expression or because he was still angry about our squabble yesterday.
565870.
ბინდი | თავი XI
ზარის დარეკვისთანავე გავიქეცი გასახდელისკენ. რაც მალე გამოვიცვლიდი, მით მალე შევხვდებოდი ედუარდს.
I hurried to change afterward, ill at ease, knowing the faster I moved, the sooner I would be with Edward.
565871.
ბინდი | თავი XI
რასაკვირველია, ამ სისწრაფეში რამდენჯერმე წავიბორძიკე, მაგრამ დარბაზიდან როგორღაც უვნებლად გავაღწიე. ყველაფერი გადამავიწყდა, როცა კედელს მიყრდნობილი ედუარდი დავინახე, შვებით ამოვისუნთქე და სახეზე ღიმილი გადამეფინა.
The pressure made me more clumsy than usual, but eventually I made it out the door, feeling the same release when I saw Edward standing there, a wide smile automatically spreading across my face.
565872.
ბინდი | თავი XI
მან გამიღიმა საპასუხოდ, სანამ ისევ ჯვარედინ დაკითხვაზე გადავიდოდით.
He smiled in reaction before launching into more cross-examination.
565873.
ბინდი | თავი XI
ამჯერად განსხვავებულ, უფრო რთულ კითხვებს მისვამდა.
His questions were different now, though, not as easily answered.
565874.
ბინდი | თავი XI
აინტერესებდა, რა მენატრებოდა, ფენიქსში როგორ ვცხოვრობდი, რით ვერთობოდი.
He wanted to know what I missed about home, insisting on descriptions of anything he wasn't familiar with.
565875.
ბინდი | თავი XI
რამდენიმე საათი ვისხედით მანქანაში, ჩარლის სახლის წინ, და საუბარში გართულებს, არც კი შეგვიმჩნევია, როგორ მოიქუფრა ზეცა. უეცრად თავსხმა წვიმა წამოვიდა.
We sat in front of Charlie's house for hours, as the sky darkened and rain plummeted around us in a sudden deluge.
565876.
ბინდი | თავი XI
– მორჩი? – ვკითხე გახარებულმა.
"Are you finished?" I asked in relief.
565877.
ბინდი | თავი XI
– ჯერ კიდევ ბლომად შეკითხვა დამრჩა, უბრალოდ, მალე მამაშენი მოვა.
"Not even close — but your father will be home soon".
565878.
ბინდი | თავი XI
– ჩარლი! – უეცრად გამახსენდა და ამოვიოხრე.
"Charlie!" I suddenly recalled his existence, and sighed.
565879.
ბინდი | თავი XI
ფანჯარაში გავიხედე, მაგრამ წვიმის სქელი ფარდის მიღმა არაფერი ჩანდა, – ნეტა რა დროა? – ხმამაღლა წარმოვთქვი და საათზე დავიხედე.
I looked out at the rain-darkened sky, but it gave nothing away. "How late is it?" I wondered out loud as I glanced at the clock.
565880.
ბინდი | თავი XI
უკვე გვიანი იყო, ჩარლი სამსახურიდან მალე დაბრუნდებოდა.
I was surprised by the time — Charlie would be driving home now.