მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565901.
ბინდი | თავი XI
ამ დროს ქუჩის კუთხეში ჩარლის კრუიზერმა შემოუხვია და მისი ფარების შუქი პირდაპირ სტუმრებს დაეცა.
Just then, Charlie's cruiser swung around the corner, his lights shining on the occupants of the car in front of me.
565902.
ბინდი | თავი XI
ჯეიკობი უკვე მანქანიდან გადმოდიოდა, ბნელშიც კი ჩანდა მისი მოღიმარი სახე.
Jacob was already climbing out, his wide grin visible even through the darkness.
565903.
ბინდი | თავი XI
მგზავრის სავარძელში უფროსი ასაკის, მსუქანი, ღაბაბიანი მამაკაცი იჯდა.
In the passenger seat was a much older man, a heavyset man with a memorable face.
565904.
ბინდი | თავი XI
ეს ჯეიკობის მამა იყო, ბილი ბლექი.
Jacob's father, Billy Black.
565905.
ბინდი | თავი XI
მაშინვე ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წელი მისი სახელის თავიდან ამოგდებას ვცდილობ, სანამ ფორკსში ყოფნის პირველსავე დღეს ჩარლიმ არ ახსენა.
I knew him immediately, though in the more than five years since I'd seen him last I'd managed to forget his name when Charlie had spoken of him my first day here.
565906.
ბინდი | თავი XI
ბილი მე მომშტერებოდა, გულდასმით იკვლევდა ჩემს სახეს.
Billy was staring at me, scrutinizing my face.
565907.
ბინდი | თავი XI
გაკვირვებისა თუ შეძრწუნებისგან, თვალები დაეჭყიტა და ნესტოები დაებერა.
His eyes were wide, as if in shock or fear, his nostrils flared.
565908.
ბინდი | თავი XI
ედუარდის თქმისა არ იყოს, წინ რთული შეხვედრა მელოდა.
Another complication, Edward had said.
565909.
ბინდი | თავი XI
ბილი თვალს არ მაშორებდა.
Billy still stared at me.
565910.
ბინდი | თავი XI
ნუთუ ბილიმ ასე იოლად იცნო ედუარდი?
Had Billy recognized Edward so easily?
565911.
ბინდი | თავი XI
ნუთუ მას მართლა სჯეროდა იმ ძველი ლეგენდებისა, მის ვაჟს სასაცილოდ რომ არ ჰყოფნიდა?
Could he really believe the impossible legends his son had scoffed at?
565912.
ბინდი | თავი XI
პასუხი ცხადად ჩანდა ბილის თვალებში.
The answer was clear in Billy's eyes.
565913.
ბინდი | თავი XII
– ბილი! – ჩარლი მანქანიდან გადმოვიდა და სტუმრებს შეეგება.
"Billy!" Charlie called as soon as he got out of the car.
565914.
ბინდი | თავი XII
ჯეიკობს თავის ქნევით ვუხმე და წვიმისგან დასველებული, სახლისკენ გავიქეცი.
I turned toward the house, beckoning to Jacob as I ducked under the porch.
565915.
ბინდი | თავი XII
ჩარლი ორივეს ხმამაღლა მიესალმა.
I heard Charlie greeting them loudly behind me.
565916.
ბინდი | თავი XII
– ამ ერთხელ თვალს დავხუჭავ, რომ საჭესთან შენ იჯექი, ჯეიკ.
"I'm going to pretend I didn't see you behind the wheel, Jake."
565917.
ბინდი | თავი XII
– ჩვენთან მართვის მოწმობას ადრე იძლევიან, – თავი იმართლა ჯეიკობმა. ამასობაში კარი გავაღე და ჰოლში შუქი ავანთე.
"We get permits early on the rez," Jacob said while I unlocked the door and flicked on the porch light.
565918.
ბინდი | თავი XII
– ჰო, როგორ არა! – გაეცინა ჩარლის.
"Sure you do," Charlie laughed.
565919.
ბინდი | თავი XII
– ვიღაცამ ხომ უნდა მატაროს, – ამდენი წლის შემდეგაც ადვილად ვიცანი ბილის ჟღერადი ხმა, თითქოს ისევ ბავშვობაში დავბრუნდი.
"I have to get around somehow". I recognized Billy's resonant voice easily, despite the years. The sound of it made me feel suddenly younger, a child.
565920.
ბინდი | თავი XII
შინ შევედი, ოთახებში შუქი ავანთე და ქურთუკი გავიხადე.
I went inside, leaving the door open behind me and turning on lights before I hung up my jacket.