მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566081.
ბინდი | თავი XII
– არ ჩავარდე, – გამომაჯავრა.
"Don't fall in," he mocked.
566082.
ბინდი | თავი XII
– ვეცდები.
"I'll do my best".
566083.
ბინდი | თავი XII
ის წამოდგა და მეც წამოვდექი.
He stood then, and I rose, too.
566084.
ბინდი | თავი XII
– აბა, ხვალამდე, – ამოვიოხრე.
"I'll see you tomorrow," I sighed.
566085.
ბინდი | თავი XII
– მოუთმენლად დამელოდები? – მკითხა მან.
"It seems like a long time to you, doesn't it?" he mused.
566086.
ბინდი | თავი XII
ნაღვლიანად დავუქნიე თავი.
I nodded glumly.
566087.
ბინდი | თავი XII
– დილით მოვალ, – მაგიდის მეორე მხრიდან გადმოიხარა და ისევ ნაზად მომეალერსა ლოყაზე.
"I'll be there in the morning," he promised, smiling his crooked smile. He reached across the table to touch my face, lightly brushing along my cheekbone again.
566088.
ბინდი | თავი XII
შემდეგ შეტრიალდა და წავიდა.
Then he turned and walked away.
566089.
ბინდი | თავი XII
თვალი არ მომიშორებია, სანამ კაფეტერიიდან არ გავიდა.
I stared after him until he was gone.
566090.
ბინდი | თავი XII
ინტუიცია მკარნახობდა – და ალბათ ედუარდსაც – რომ ხვალინდელი დღე ჩვენი ურთიერთობისთვის გადამწყვეტი იქნებოდა.
I intuitively knew — and sensed he did, too — that tomorrow would be pivotal.
566091.
ბინდი | თავი XII
ასე დანის პირზე ვეღარ ვივლიდით.
Our relationship couldn't continue to balance, as it did, on the point of a knife.
566092.
ბინდი | თავი XII
ყველაფერი მთლიანად მის გადაწყვეტილებასა და ინსტინქტებზე იყო დამოკიდებული.
We would fall off one edge or the other, depending entirely upon his decision, or his instincts.
566093.
ბინდი | თავი XII
პირადად მე კი, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მივიღე, სანამ შეგნებულ არჩევანს გავაკეთებდი, და უკან დახევას აღარ ვაპირებდი.
My decision was made, made before I'd ever consciously chosen, and I was committed to seeing it through.
566094.
ბინდი | თავი XII
სიმართლე ითქვას, ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა ბიოლოგიაზე; ჩემი გონება მხოლოდ ხვალინდელ დღეზე იყო გადართული.
I couldn't honestly say what happened in Biology; my mind was too preoccupied with thoughts of tomorrow.
566095.
ბინდი | თავი XII
– კალენთან ერთად მოდიხარ მეჯლისზე? – მკითხა უეცრად დაღვრემილმა.
"Are you going to the dance with Cullen?" he asked, suddenly sulky.
566096.
ბინდი | თავი XII
– არა, მეჯლისზე არ მოვდივარ.
"No, I'm not going to the dance at all".
566097.
ბინდი | თავი XII
– აბა, რას აპირებ? – ძალიან დაინტერესდა.
"What are you doing, then?" he asked, too interested.
566098.
ბინდი | თავი XII
თავიდან დავაპირე, უხეშად მეთქვა, რა შენი საქმეა-მეთქი, მაგრამ მერე გაბრწყინებული სახით მოვატყუე: – უნდა ვრეცხო, მერე ტრიგონომეტრიაში ვიმეცადინო, თორემ ტესტებში ჩავიჭრები.
My natural urge was to tell him to butt out. Instead, I lied brightly. "Laundry, and then I have to study for the Trig test or I'm going to fail".
566099.
ბინდი | თავი XII
– კალენი გეხმარება? – ედუარდი, – სახელი ხაზგასმით წარმოვთქვი, – მეცადინეობაში არ მეხმარება. ამ შაბათ-კვირას სადღაც მიდის, – ჩემდა გასაოცრად, ზედიზედ ორჯერ ძალიან ბუნებრივად ვიცრუე.
"Is Cullen helping you study?" "Edward," I emphasized, "is not going to help me study. He's gone away somewhere for the weekend". The lies came more naturally than usual, I noted with surprise.
566100.
ბინდი | თავი XII
– აჰა, – გამოცოცხლდა მაიკი, – ხომ იცი, თუ მოგინდება, ჩვენს სამეგობროსთან ერთად შეგიძლია წამოხვიდე მეჯლისზე, მაგარი იქნება – ყველანი გეცეკვებით, – შემომთავაზა.
"Oh". He perked up. "You know, you could come to the dance with our group anyway — that would be cool. We'd all dance with you," he promised.