მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566141.
ბინდი | თავი XII
– რა გაცინებს? – ტანზე დავიხედე, რამე ხომ არ მჭირს, ფეხსაცმლის ან შარვლის ჩაცმა ხომ არ დამავიწყდა-მეთქი.
"What's wrong?" I glanced down to make sure I hadn't forgotten anything important, like shoes, or pants.
566142.
ბინდი | თავი XII
– ერთმანეთს შევეფერებით, – მითხრა სიცილით.
"We match". He laughed again.
566143.
ბინდი | თავი XII
მასაც საყელოგადაკეცილი, გრძელსახელოიანი წითელი სვიტერი და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა.
I realized he had a long, light tan sweater on, with a white collar showing underneath, and blue jeans.
566144.
ბინდი | თავი XII
გავუღიმე, მაგრამ დანანებით გავიფიქრე: „ეს უნდა ჰგავდეს მოდელს და მე არა?!“ ედუარდი პიკაპისკენ გაემართა, მე სახლის კარი ჩავკეტე. მანქანასთან შეჩერდა და მუდარით შემომხედა.
I laughed with him, hiding a secret twinge of regret — why did he have to look like a runway model when I couldn't? I locked the door behind me while he walked to the truck. He waited by the passenger door with a martyred expression that was easy to understand.
566145.
ბინდი | თავი XII
– ამაზე უკვე შევთანხმდით, – მედიდურად შევახსენე და მძღოლის სავარძელში მოკალათებულმა, შიგნიდან გავუღე კარი.
"We made a deal," I reminded him smugly, climbing into the driver's seat, and reaching over to unlock his door.
566146.
ბინდი | თავი XII
– აბა, საით? – ვკითხე.
"Where to?" I asked.
566147.
ბინდი | თავი XII
– უსაფრთხოების ღვედი შეიკარი. უკვე ვღელავ.
"Put your seat belt on — I'm nervous already".
566148.
ბინდი | თავი XII
უკმაყოფილო სახით შევასრულე მისი თხოვნა.
I gave him a dirty look as I complied.
566149.
ბინდი | თავი XII
– საით? – გავუმეორე შეკითხვა.
"Where to?" I repeated with a sigh.
566150.
ბინდი | თავი XII
– ასმეერთე გზატკეცილი, ჩრდილოეთით, – გასცა ბრძანება.
"Take the one-oh-one north," he ordered.
566151.
ბინდი | თავი XII
ძალიან გამიჭირდა მანქანის მართვა. ის თვალს არ მაშორებდა.
It was surprisingly difficult to concentrate on the road while feeling his gaze on my face.
566152.
ბინდი | თავი XII
ვცდილობდი ყურადღებით ვყოფილიყავი და ჯერ კიდევ ძილში ჩაფლული ქალაქის ქუჩებს ძალიან ნელა მივუყვებოდი.
I compensated by driving more carefully than usual through the still-sleeping town.
566153.
ბინდი | თავი XII
– ასე საღამომდე ვერ გავაღწევთ ფორკსიდან! – ეს პიკაპი შენს მანქანას ბაბუად ერგება, ცოტა თავაზიანობა გამოიჩინე! – შევეპასუხე.
"Were you planning to make it out of Forks before nightfall?" "This truck is old enough to be your car's grandfather — have some respect," I retorted.
566154.
ბინდი | თავი XII
მიუხედავად მისი ირონიული შენიშვნისა, ქალაქს სწრაფად გავცდით – სახლები და მოვლილი ეზოები ხშირმა ბუჩქნარმა და ხავსმოდებულმა ხეებმა შეცვალა.
We were soon out of the town limits, despite his negativity. Thick underbrush and green-swathed trunks replaced the lawns and houses.
566155.
ბინდი | თავი XII
– ახლა ასმეათე გზატკეცილისკენ გაუხვიე, – დამასწრო თქმა, სანამ თვითონ ვკითხავდი.
"Turn right on the one-ten," he instructed just as I was about to ask.
566156.
ბინდი | თავი XII
უსიტყვოდ დავემორჩილე.
I obeyed silently.
566157.
ბინდი | თავი XII
– იარე, სანამ ასფალტი არ დამთავრდება!
"Now we drive until the pavement ends".
566158.
ბინდი | თავი XII
– სიცილნარევი ხმით მითხრა, მაგრამ ყურადღების დაფანტვის შიშით მისკენ გახედვა ვერ გავბედე.
I could hear a smile in his voice, but I was too afraid of driving off the road and proving him right to look over and be sure.
566159.
ბინდი | თავი XII
– გზის ბოლოს რა არის? – დავინტერესდი.
"And what's there, at the pavement's end?" I wondered.
566160.
ბინდი | თავი XII
– ბილიკი.
"A trail".