მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566121.
ბინდი | თავი XII
ნასადილევს სამოსის გაშრობას შევუდექი.
After dinner, I folded clothes and moved another load through the dryer.
566122.
ბინდი | თავი XII
სამწუხაროდ, მხოლოდ ხელები მქონდა დაკავებული, გონებას კი ვერაფერი მოვუხერხე.
Unfortunately it was the kind of job that only keeps hands busy. My mind definitely had too much free time.
566123.
ბინდი | თავი XII
თუმცა, გონების სიღრმეში საღი აზრი მკარნახობდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო და... ეს კიდევ უფრო ძლიერ ტკივილს მომაყენებდა. მცირედი შვება ღამით, ძილის წინ ვიგრძენი.
But a tiny voice in the back of my mind worried, wondering if it would hurt very much. if it ended badly. I was relieved when it was late enough to be acceptable for bedtime.
566124.
ბინდი | თავი XII
ვიცოდი, მშფოთვარე აზრებით დათრგუნვილს, ძილი არ მომეკარებოდა, ამიტომ გაცივების საწინააღმდეგო აბები მივიღე იმის იმედით, რომ მომდევნო რვა საათი სრულიად გამოვეთიშებოდი გარე სამყაროს.
I knew I was far too stressed to sleep, so I did something I'd never done before. I deliberately took unnecessary cold medicine — the kind that knocked me out for a good eight hours.
566125.
ბინდი | თავი XII
ასეთი უგუნური საქციელი არასდროს ჩამიდენია, მაგრამ ისედაც მძიმე ხვალინდელ დღეს გამოუძინებელი ვერ შევხვდებოდი.
I normally wouldn't condone that type of behavior in myself, but tomorrow would be complicated enough without me being loopy from sleep deprivation on top of everything else.
566126.
ბინდი | თავი XII
შემდეგ ისევ დავწექი და მთელი ყურადღება სხეულის თითოეული ნაწილის მოდუნებაზე გადავიტანე.
I lay down again, concentrating on relaxing individual parts of my body.
566127.
ბინდი | თავი XII
ამ ვარჯიშის დროს აბებმაც იმოქმედა და გაბრუებული, ძილმა წამიღო.
Somewhere in the middle of that exercise, the cold pills took effect, and I gladly sank into unconsciousness.
566128.
ბინდი | თავი XII
დილით ადრიანად გამოვფხიზლდი. დამამშვიდებლების წყალობით, მთელ ღამეს სიზმრების გარეშე მეძინა.
I woke early, having slept soundly and dreamlessly thanks to my gratuitous drug use.
566129.
ბინდი | თავი XII
თუმცა, დილით მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობდი თავს.
Though I was well rested, I slipped right back into the same hectic frenzy from the night before.
566130.
ბინდი | თავი XII
სწრაფად ჩავიცვი ჯინსის შარვალი და მიხაკისფერი სვიტერი, სვიტერის საყელო გავისწორე და ფანჯარაში გავიხედე.
I dressed in a rush, smoothing my collar against my neck, fidgeting with the tan sweater till it hung right over my jeans.
566131.
ბინდი | თავი XII
ჩარლი უკვე წასულიყო.
Charlie was already gone.
566132.
ბინდი | თავი XII
ცაზე აქა-იქ შემორჩენილი, თხელი, ფთილებად დაგლეჯილი ღრუბლები ნელ-ნელა იფანტებოდა.
A thin, cottony layer of clouds veiled the sky. They didn't look very lasting.
566133.
ბინდი | თავი XII
აღარც მახსოვს, საუზმედ რა ვჭამე, ხოლო ნასაუზმევს სასწრაფოდ კბილების გასახეხად გავვარდი.
I ate breakfast without tasting the food, hurrying to clean up when I was done.
566134.
ბინდი | თავი XII
შემდეგ ისევ გავიხედე გარეთ, მაგრამ ყველაფერი უცვლელად იყო.
I peeked out the window again, but nothing had changed.
566135.
ბინდი | თავი XII
კიბეზე ჩავდიოდი, როცა კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა და გული გალიაში მოქცეული ჩიტივით ამიფრთხიალდა.
I had just finished brushing my teeth and was heading back downstairs when a quiet knock sent my heart thudding against my rib cage.
566136.
ბინდი | თავი XII
კარისკენ ფრთებშესხმული გავიქეცი, კლიტემ ცოტა გამაწვალა, მაგრამ გასაღები როგორღაც გადავატრიალე და კარი გავაღე... ზღურბლზე ის იდგა.
I flew to the door; I had a little trouble with the simple dead bolt, but I yanked the door open at last, and there he was.
566137.
ბინდი | თავი XII
მაშინვე ყოველგვარი ნაღველი გადამეყარა გულიდან და დავწყნარდი.
All the agitation dissolved as soon as I looked at his face, calm taking its place.
566138.
ბინდი | თავი XII
შვებით ამოვისუნთქე, გუშინდელი ეჭვები დღეს სისულელედ მომეჩვენა.
I breathed a sigh of relief — yesterday's fears seemed very foolish with him here.
566139.
ბინდი | თავი XII
თავიდან ედუარდი სერიოზული გამომეტყველებით იდგა, მაგრამ ჩემს დანახვაზე სახე დაურბილდა და გაეცინა.
He wasn't smiling at first — his face was somber. But then his expression lightened as he looked me over, and he laughed.
566140.
ბინდი | თავი XII
– დილა მშვიდობისა!
"Good morning."