მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566181.
ბინდი | თავი XII
– კი მაგრამ, ბილიკი? – შეშინებულმა წამოვიყვირე და მას ავედევნე.
"The trail?" Panic was clear in my voice as I hurried around the truck to catch up to him.
566182.
ბინდი | თავი XII
– მე გითხარი, რომ გზის ბოლოს ბილიკი იყო, არ მითქვამს, ბილიკს გავუყვებით-მეთქი.
"I said there was a trail at the end of the road, not that we were taking it".
566183.
ბინდი | თავი XII
– ანუ ბილიკს არ გავუყვებით? – წამოვიძახე სასოწარკვეთილმა.
"No trail?" I asked desperately.
566184.
ბინდი | თავი XII
– ნუ გეშინია, არ დამეკარგები, – დამცინავად გამომხედა.
"I won't let you get lost". He turned then, with a mocking smile.
566185.
ბინდი | თავი XII
– შინ დაბრუნება ხომ არ გინდა? – მკითხა მშვიდი, მაგრამ სევდანარევი ხმით.
"Do you want to go home?" he said quietly, a different pain than mine saturating his voice.
566186.
ბინდი | თავი XII
– არა, – მტკიცედ განვუცხადე და მივუახლოვდი, მასთან გასატარებელი არც ერთი წუთის დაკარგვა არ მინდოდა.
"No". I walked forward till I was close beside him, anxious not to waste one second of whatever time I might have with him.
566187.
ბინდი | თავი XII
– აბა, რა გჭირს? – მკითხა ნაზად.
"What's wrong?" he asked, his voice gentle.
566188.
ბინდი | თავი XII
– ფეხით ხეტიალს მიჩვეული არ ვარ, – სულელურად გავუცინე, – როგორმე უნდა გამიძლო.
"I'm not a good hiker," I answered dully. "You'll have to be very patient".
566189.
ბინდი | თავი XII
– ვეცდები, – თვალებში ჩამხედა და გამიღიმა, რომ სევდა გაექარვებინა ჩემთვის.
"I can be patient — if I make a great effort". He smiled, holding my glance, trying to lift me out of my sudden, unexplained dejection.
566190.
ბინდი | თავი XII
მეც ღიმილით ვუპასუხე, მაგრამ არადამაჯერებლად გამომივიდა.
I tried to smile back, but the smile was unconvincing.
566191.
ბინდი | თავი XII
ყურადღებით შემათვალიერა.
He scrutinized my face.
566192.
ბინდი | თავი XII
– შინ დაგაბრუნებ, – მითხრა მტკიცედ.
"I'll take you home," he promised.
566193.
ბინდი | თავი XII
– თუ გინდა, რომ ამ ჯუნგლებში ხუთი კილომეტრი დაბინდებამდე გავიარო, ახლავე გამიძეხი წინ, – მკაცრად ვუბრძანე.
"If you want me to hack five miles through the jungle before sundown, you'd better start leading the way," I said acidly.
566194.
ბინდი | თავი XII
ის ჩემმა ხმის ტონმა გააკვირვა.
He frowned at me, struggling to understand my tone and expression.
566195.
ბინდი | თავი XII
ერთხანს მოღუშული მაკვირდებოდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია და ტყეში შეაბიჯა.
He gave up after a moment and led the way into the forest.
566196.
ბინდი | თავი XII
ეს უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე მოველოდი.
It wasn't as hard as I had feared.
566197.
ბინდი | თავი XII
მიწა უმეტესად სწორი იყო, ის კი გვიმრებსა და ბუჩქებს თელავდა და ჩემთვის გზას ათავისუფლებდა.
The way was mostly flat, and he held the damp ferns and webs of moss aside for me.
566198.
ბინდი | თავი XII
ვცდილობდი, მისი მშვენიერი სახისთვის არ შემეხედა, მაგრამ მაინც ხშირად გამირბოდა თვალი.
I tried to keep my eyes away from his perfection as much as possible, but I slipped often.
566199.
ბინდი | თავი XII
მისი სილამაზე გულში ლახვრად მესობოდა.
His beauty pierced me through with sadness.
566200.
ბინდი | თავი XII
უმეტესად ჩუმად მივდიოდით, მხოლოდ ხანდახან მკითხავდა ისეთ რამეს, რაც ორდღიანი დაკითხვისას გამორჩა.
For the most part, we walked in silence. Occasionally he would ask a random question that he hadn't gotten to in the past two days of interrogation.