მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566221.
ბინდი | თავი XII
ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით ედუარდისკენ დავიძარი.
I took a step back toward him, my eyes alight with curiosity.
566222.
ბინდი | თავი XII
ედუარდმა დაქანცული, სევდიანი მზერა მომაპყრო.
His eyes were wary, reluctant.
566223.
ბინდი | თავი XII
მის შესაგულიანებლად გავიცინე და ხელის ქნევით ვუხმე. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ.
I smiled encouragingly and beckoned to him with my hand, taking another step back to him.
566224.
ბინდი | თავი XII
მან გამაფრთხილებლად აღმართა ხელი.
He held up a hand in warning.
566225.
ბინდი | თავი XII
ედუარდმა ღრმად ჩაისუნთქა და შუადღის კაშკაშა სინათლეზე გამოვიდა.
Edward seemed to take a deep breath, and then he stepped out into the bright glow of the midday sun.
566226.
ბინდი | თავი XIII
მზის შუქზე ედუარდი შოკისმომგვრელად გამოიყურებოდა.
Edward in the sunlight was shocking.
566227.
ბინდი | თავი XIII
ვერაფრით შევეჩვიე, თუმცა მთელი შუადღის განმავლობაში შევყურებდი.
I couldn't get used to it, though I'd been staring at him all afternoon.
566228.
ბინდი | თავი XIII
მისი კანი, რომელიც, გუშინდელი ნადირობის მიუხედავად, მაინც მკრთალი იყო, ბრჭყვიალებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თითქოს ზედ ბრილიანტის ათასობით ნამცეცი მიკრობიაო.
His skin, white despite the faint flush from yesterday's hunting trip, literally sparkled, like thousands of tiny diamonds were embedded in the surface.
566229.
ბინდი | თავი XIII
მდელოზე იწვა, პერანგი გადაეხსნა და დაკუნთული მკერდი და შიშველი მკლავები ერთიანად უციმციმებდა.
He lay perfectly still in the grass, his shirt open over his sculpted, incandescent chest, his scintillating arms bare.
566230.
ბინდი | თავი XIII
ლავანდისფრად მოელვარე ქუთუთოები დაეხუჭა, თუმცა, არ ეძინა.
His glistening, pale lavender lids were shut, though of course he didn't sleep.
566231.
ბინდი | თავი XIII
დროდადრო ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს უთრთისო.
Now and then, his lips would move, so fast it looked like they were trembling.
566232.
ბინდი | თავი XIII
მითხრა, ვღიღინებო.
He told me he was singing to himself.
566233.
ბინდი | თავი XIII
მეც მზეს შევხაროდი; მართალია, ჰაერი ჩემთვის საკმარისად მშრალი არ იყო, მაგრამ მაინც ხარბად ვისუნთქავდი.
I enjoyed the sun, too, though the air wasn't quite dry enough for my taste.
566234.
ბინდი | თავი XIII
მეც დიდი სიამოვნებით წამოვწვებოდი და სახეს მზის თბილ სხივებს მივუშვერდი.
I would have liked to lie back, as he did, and let the sun warm my face.
566235.
ბინდი | თავი XIII
მეშინოდა, ვაითუ მირაჟივით ან სიზმარივით გაქრეს-მეთქი...
Hesitantly, always afraid, even now, that he would disappear like a mirage.
566236.
ბინდი | თავი XIII
მაგრამ მაინც ფრთხილად გავიწვდინე ხელი და მის მოციმციმე მკლავს თითი ოდნავ შევახე.
Hesitantly, I reached out one finger and stroked the back of his shimmering hand.
566237.
ბინდი | თავი XIII
კიდევ ერთხელ ამაცახცახა მის ატლასივით პრიალა და ქვასავით ცივ კანთან შეხებამ.
I marveled again at the perfect texture, satin smooth, cool as stone.
566238.
ბინდი | თავი XIII
ბაგეზე ღიმილი აუთამაშდა.
His quick smile turned up the corners of his lips.
566239.
ბინდი | თავი XIII
– ხომ არ გაშინებ?
"I don't scare you?"
566240.
ბინდი | თავი XIII
გაიღიმა, მზეზე გაიელვა მისმა კბილებმა.
He smiled wider; his teeth flashed in the sun.