მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566401.
ბინდი | თავი XIII
რომც მომენდომებინა, ვერ გავინძრეოდი.
I was quite unable to move, even if I'd wanted to.
566402.
ბინდი | თავი XIII
ვუსმენდი მის რიტმულ სუნთქვას, ვუყურებდი მზეს და თბილი ნიავის თამაშს მის ბრინჯაოსფერ თმაში – მისი სხეულის ყველაზე ადამიანურ ნაწილში.
I listened to the sound of his even breathing, watching the sun and wind play in his bronze hair, more human than any other part of him.
566403.
ბინდი | თავი XIII
ავცახცახდი, და გავიგე მან სუნთქვა რომ შეიკრა.
I shivered, and I heard him catch his breath.
566404.
ბინდი | თავი XIII
სახე მკერდზე დამადო და გაირინდა.
He came to rest with the side of his face pressed tenderly against my chest.
566405.
ბინდი | თავი XIII
ჩემს გულისცემას უსმენდა.
Listening to my heart.
566406.
ბინდი | თავი XIII
არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით ასე გაუნძრევლად.
I don't know how long we sat without moving.
566407.
ბინდი | თავი XIII
შეიძლება, რამდენიმე საათსაც კი.
It could have been hours.
566408.
ბინდი | თავი XIII
– მაინც არ მეშინოდა.
I couldn't make myself be afraid.
566409.
ბინდი | თავი XIII
ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ის მეხებოდა.
I couldn't think of anything, except that he was touching me.
566410.
ბინდი | თავი XIII
ბოლოს, გამათავისუფლა.
And then, too soon, he released me.
566411.
ბინდი | თავი XIII
თვალებში სიმშვიდე ჩასდგომოდა.
His eyes were peaceful.
566412.
ბინდი | თავი XIII
– სხვა დროს აღარ გამიჭირდება, – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
"It won't be so hard again," he said with satisfaction.
566413.
ბინდი | თავი XIII
– ახლა ძალიან გაგიჭირდა?
"Was that very hard for you?"
566414.
ბინდი | თავი XIII
– იმდენადაც არა, როგორც მეგონა.
Not nearly as bad as I imagined it would be.
566415.
ბინდი | თავი XIII
და შენ? – არა... ჩემთვის სულაც არ იყო ძნელი.
"And you?" "No, it wasn't bad. for me".
566416.
ბინდი | თავი XIII
– კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ.
"You know what I mean".
566417.
ბინდი | თავი XIII
მეც გავუღიმე.
I smiled.
566418.
ბინდი | თავი XIII
– აი, – ჩემი ხელი თავის ლოყაზე მიიდო.
"Here". He took my hand and placed it against his cheek.
566419.
ბინდი | თავი XIII
– გრძნობ, როგორ გათბა?
"Do you feel how warm it is?"
566420.
ბინდი | თავი XIII
მისი მუდმივად ცივი კანი მართლაც ოდნავ გამთბარი მეჩვენა.
And it was almost warm, his usually icy skin.