მოიძებნა 668042 ჩანაწერი
566441.
ბინდი | თავი XIII
– მოდი, პატარა მშიშარავ, ზურგზე შემაჯექი!
"Come on, little coward, climb on my back".
566442.
ბინდი | თავი XIII
მიხვდა, რომ ვყოყმანობდი და ღიმილით გამომიწოდა ხელი.
He smiled as he read my hesitation, and reached for me.
566443.
ბინდი | თავი XIII
გული შემიფრთხიალდა; ჩემს აზრებს ვერ კითხულობდა, მაგრამ გულისცემას სად წაუვიდოდი?!
My heart reacted; even though he couldn't hear my thoughts, my pulse always gave me away.
566444.
ბინდი | თავი XIII
მსუბუქად ამიტაცა და ზურგზე შემისვა. მერე ჩემი ხელები და ფეხები ისე მჭიდროდ მიიკრა ტანზე, რომ ნორმალური ადამიანი მის ადგილას ნამდვილად გაიგუდებოდა.
He then proceeded to sling me onto his back, with very little effort on my part, besides, when in place, clamping my legs and arms so tightly around him that it would choke a normal person.
566445.
ბინდი | თავი XIII
– მე შენს ზურგჩანთაზე მძიმე ვარ! – გავაფრთხილე.
"I'm a bit heavier than your average backpack," I warned.
566446.
ბინდი | თავი XIII
ასეთი აღტაცებული არასოდეს მენახა.
I'd never seen him in such high spirits before.
566447.
ბინდი | თავი XIII
უეცრად ხელზე დამქაჩა, ჩემი ხელისგული ლოყაზე მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა.
He startled me, suddenly grabbing my hand, pressing my palm to his face, and inhaling deeply.
566448.
ბინდი | თავი XIII
– თანდათან უფრო მიადვილდება!
"Easier all the time".
566449.
ბინდი | თავი XIII
და გაიქცა.
And then he was running.
566450.
ბინდი | თავი XIII
შიში, რომელიც მასთან ყოფნისას მეუფლებოდა, ამასთან შედარებით არაფერი იყო.
If I'd ever feared death before in his presence, it was nothing compared to this.
566451.
ბინდი | თავი XIII
ტყვიასავით სწრაფად, მოჩვენებასავით მიქროდა დაბურულ ტყეში.
He streaked through the dark, thick underbrush of the forest like a bullet, like a ghost.
566452.
ბინდი | თავი XIII
ჩამიჩუმიც არ ისმოდა, თითქოს მიწას ფეხს არც კი აკარებდა.
There was no sound, no evidence that his feet touched the earth.
566453.
ბინდი | თავი XIII
შეძრწუნებული, თვალებსაც კი ვერ ვხუჭავდი, ტყის ცივი ქარი სახეში მცემდა და თვალებს მიწვავდა.
I was too terrified to close my eyes, though the cool forest air whipped against my face and burned them.
566454.
ბინდი | თავი XIII
თითქოს ცაში აჭრილი თვითმფრინავის ილუმინატორიდან მქონდა თავი გამოყოფილი.
I felt as if I were stupidly sticking my head out the window of an airplane in flight.
566455.
ბინდი | თავი XIII
აქამდე არასდროს ამრევია მგზავრობისას გული, მაგრამ ახლა კინაღამ ცუდად გავხდი.
And, for the first time in my life, I felt the dizzy faintness of motion sickness.
566456.
ბინდი | თავი XIII
მაგრამ ყველაფერი უცებ დამთავრდა.
Then it was over.
566457.
ბინდი | თავი XIII
– მაგარია, არა?
"Exhilarating, isn't it?"
566458.
ბინდი | თავი XIII
გაუნძრევლად იდგა და მელოდებოდა, როდის ჩამოვიდოდი ძირს.
He stood motionless, waiting for me to climb down.
566459.
ბინდი | თავი XIII
ვცადე, მაგრამ სახსრები არ მემორჩილებოდა.
I tried, but my muscles wouldn't respond.
566460.
ბინდი | თავი XIII
თავს გუგუნი გაუდიოდა, ხელ-ფეხი ისევ ედუარდის ტანზე მქონდა შემოჭდობილი.
My arms and legs stayed locked around him while my head spun uncomfortably.