მოიძებნა 668042 ჩანაწერი
567061.
ბინდი | თავი XVI
როცა ისევ ჩემკენ შემობრუნდა, სახეზე ანგელოზური ღიმილი დასთამაშებდა.
When he turned back to me, a gentle angel's smile lit his expression.
567062.
ბინდი | თავი XVI
– ანუ, თავიდანვე კარლაილთან იყავი?
"Have you always stayed with Carlisle, then?"
567063.
ბინდი | თავი XVI
– თითქმის ყოველთვის.
"Almost always".
567064.
ბინდი | თავი XVI
– წელზე ხელი ნაზად მომხვია და კარისკენ წავედით.
He put his hand lightly on my waist and pulled me with him as he walked through the door.
567065.
ბინდი | თავი XVI
ედუარდს მეტი აღარაფერი მოუყოლია.
Edward didn't say any more.
567066.
ბინდი | თავი XVI
– ჩემი გაჩენიდან თუ შექმნიდან – რაც გინდა, ის უწოდე – ათი წლის თავზე, ჩემში ახალგაზრდულმა მეამბოხე სულმა გაიღვიძა.
I had a typical bout of rebellious adolescence — about ten years after I was born... created, whatever you want to call it.
567067.
ბინდი | თავი XVI
– მართლა? – შიშზე მეტად ცნობისმოყვარეობა მაწუხებდა.
"Really?" I was intrigued, rather than frightened.
567068.
ბინდი | თავი XVI
– სხვების აზრების წაკითხვა ჩემი გარდაქმნის დღიდანვე შემეძლო, ადამიანებისაც და არაადამიანებისაც.
"From the time of my new birth, I had the advantage of knowing what everyone around me was thinking, both human and non-human alike.
567069.
ბინდი | თავი XVI
ათი წელი ამიტომაც ვემორჩილებოდი კარლაილის თხოვნას.
That's why it took me ten years to defy Carlisle.
567070.
ბინდი | თავი XVI
რამდენიმეწლიანი ამბოხის შემდეგ ისევ კარლაილთან დავბრუნდი და მისი შეხედულებები საბოლოოდ გავიზიარე.
It took me only a few years to return to Carlisle and recommit to his vision.
567071.
ბინდი | თავი XVI
მაგალითად, ბოროტმოქმედს, რომელიც ბნელ ქუჩაში შეშინებულ გოგონას მოსაკლავად მისდევს.
If I followed a murderer down a dark alley where he stalked a young girl.
567072.
ბინდი | თავი XVI
ნეტა ის გოგო მადლიერი დარჩებოდა თუ უფრო დაფრთხებოდა?
Would she have been grateful, that girl, or more frightened than before?
567073.
ბინდი | თავი XVI
– თუმცა, რაც დრო გადიოდა, ჩემს სულში ურჩხული იბუდებდა.
But as time went on, I began to see the monster in my eyes.
567074.
ბინდი | თავი XVI
– როგორი ახსნაც უნდა მომეძებნა, ადამიანთათვის წართმეულ სიცოცხლეს ვერაფრით ვამართლებდი.
I couldn't escape the debt of so much human life taken, no matter how justified.
567075.
ბინდი | თავი XVI
მეც დავუბრუნდი კარლაილსა და ესმეს.
And I went back to Carlisle and Esme.
567076.
ბინდი | თავი XVI
მათაც მიმიღეს უძღები შვილივით.
They welcomed me back like the prodigal.
567077.
ბინდი | თავი XVI
– ჩემი ოთახი, – მაცნობა და შიგნით მიბიძგა.
"My room," he informed me, and pulling me through.
567078.
ბინდი | თავი XVI
აქედან დიდებული ხედი იშლებოდა: დაკლაკნილ კალაპოტში ხმაურით მორბენალი მდინარე სოლ-დუკი და ოლიმპის ტყიანი მთები.
His view looked down on the winding Sol Duc River, across the untouched forest to the Olympic Mountain range.
567079.
ბინდი | თავი XVI
კუთხეში იმდენად რთული სტერეომოწყობილობა იდგა, რომ ხელის შეხებისა შემეშინდა, რამე არ ავურიო-მეთქი.
In the corner was a sophisticated-looking sound system, the kind I was afraid to touch because I'd be sure to break something.
567080.
ბინდი | თავი XVI
ოთახში საწოლის ნაცვლად ტყავის განიერი დივანი იდგა.
There was no bed, only a wide and inviting black leather sofa.